უმე-ს სპიკერი: თუ „რმეუ“ არის, მაშინ თურქეთის ეკლესიაც არის უკრაინაში

დეკანოზი ნიკოლოზ დანილევიჩი. ფოტო: apostrophe.ua

იმათი ლოგიკის მიხედვით, ვინც უმე-ს „უკრაინაში რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიას“ უწოდებს, მეუ-ს უნდა ერქვას „თურქეთის ეკლესია უკრაინაში“. ამის შესახებ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სპიკერმა, დეკანოზმა ნიკოლოზ დანილევიჩმა დაწერა თავის тг-არხზე.

მღვდელმსახურმა აღნიშნა, რომ მეუ-ს და ზოგიერთი მასმედიის საშუალების რიტორიკაში მუდმივად მანიპულირებენ ეკლესიის სახელწოდების დამახინჯებით და  მას „რმეუ“-ს უწოდებენ, თან „ვერც ერთ ოფიციალურ კანონიკურ უმე-ს და რმე-ს დოკუმენტში (არც უკრაინულში და არც რუსულში) ვერ ნახავთ არც ასეთ სახელწოდებას, არც ასეთ ოფიციალურ სიტყვათაშეთანხმებას“.

 ეს „მეუ“-ს პროპაგანდისტთა მოგონილია, - ხაზი გაუსვა მან. - სინამდვილეში, ეს სასამართლოს საქმეა. აქამდეც უნდა განეხილათ“.

მან განმარტა, თუ იგივე ლოგიკას გავყვებით, რომელსაც უმე-ს მიმართ იყენებენ, კერძოდ, რმე-თან კავშირი და ცენტრი მოსკოვში, იგივე საფუძველზე  მეუ-ს შეიძლება ვუწოდოთ „თურქეთის ეკლესია უკრაინაში“, რადგან მის ტომოსში პირდაპირ მითითებულია კავშირი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან, რომლის ცენტრი თურქეთის დედაქალაქში მდებარეობს.

 აშკარაა, რომ მათი ბრალდებები ჩვენი მისამართით აბსურდია, რომელსაც ისინი ჩვენს საინფორმაციო სივრცეში და ხალხში ავრცელებენ, - დაამატა დეკანოზმა ნიკოლოზ დანილევიჩმა. - ჩვენ, უმე-ს მორწმუნეები, უკრაინელები ვართ და ისინი რომ „მოსკალებს“ გვიწოდებენ, იგივეა, რაც მათ, აგრეთვე უკრაინელებს და „მეუ“-ს მომხრეებს, „თურქები“ ვუწოდოთ. რატომღაც ჩვენს მიმართ, ხშირი პროპაგანდის გამო, ეს უკვე გაკვირვებას არ იწვევს, მათ მიმართ კი „თურქმა“ ან „თმე-მ  უკრაინაში“ შეიძლება გაკვირვება გამოიწვიოს. მაგრამ ლოგიკა იგივეა!“

მღვდელმა დააზუსტა, ეს მაგალითები იმიტომ კი არ მოიყვანა, რომ ვინმე გაანაწყენოს, არამედ აჩვენოს იმათი ლოგიკის აბსურდულობა, ვინც უმე-ს ხელოვნურად შექმნილ  იარლიყს იყენებს.

მან აგრეთვე კიდევ ერთი თეზისი უარყო, რომელიც პროპაგანდისტთა რიტორიკაში ჟღერს: თითქოს უმე-მ ვიღაცის სახელწოდება მიითვისა. ეს აშკარა სიცრუეა, ხაზი გაუსვა დეკანოზმა ნიკოლოზმა, „რადგან ჩვენს განხეთქილებას თავისი ისტორიის განმავლობაში ერქვა ყველაფერი (უამე, მს უმე, მეუ), მაგრამ არა უმე. ფაქტიურად, მათი სურვილი მიიტაცონ ჩვენი სახელწოდება - აშკარა და თავხედური რეიდერობაა“.

მანამდე დეკანოზი ნიკოლოზ დანილევიჩი მოუწოდებდა, რომ  არ წარმოედგინათ უმე-ს მორწმუნეები როგორც უკრაინის მტრები.

პოლიცია ეხმარება მეუ-ის თავდამსხმელებს ბოიარკას ტაძარში შეჭრაში

უმე-ის მრევლი იუწყება, რომ ტაძრის მახლობლად მეუ-ს აქტივისტების მცირე რაოდენობა დგას.

კიევში ხელისუფლებამ ლავრასთან 13 სავაჭრო ჯიხური აიღო

ქალაქის ხელისუფლებამ დემონტირებული ჯიხურები საჯარიმო ტერიტორიაზე მიიტანა, სადაც მფლობელებს მათი გამოსყიდვა შეუძლიათ.

მეუ-ს სასულიერო პირი: მღვდელს უნდა ერქვას "პანოტესი", ხოლო მის მეუღლეს "პანიმატინკა"

ვიქტორ ვოზნიაკმა მღვდლებისადმი მიმართვისას რუსიზმისგან უარის თქმისკენ მოუწოდა.

ბოიარკაში ეკლესიის დამპყრობლები უმე-ის ტაძარში შეიჭრნენ

ჩამორთმევის პროცესს ხელმძღვანელობენ მეუ-ს წარმომადგენლები, ვასილი ლილოს ხელმძღვანელობით, რომელმაც უკვე არაერთხელ მიიტაცა უმე-ის ეკლესიები.

უმე-ს სასულიერო პირი: მეუ-ს სასულიერო აკადემიაში 5 წლის განმავლობაში არ მომხდარა ბერად აღკვეცა

შიმანოვიჩი დიდ პრობლემად მიიჩნევს მონაზვნების ნაკლებობას.

რუმინეთის პატრიარქმა დაგმო მეუ-ს მხარდამჭერების მიერ ჩერნოვცში უმე-ის ტაძრის აღების ფაქტი

პატრიარქმა დანიელმა განაცხადა, რომ არ შეიძლება გულგრილი დარჩეს ხელისუფლების მიერ რუმინული იდენტობის სიმბოლოს ჩამორთმევისა და რუმინეთში მართლმადიდებელ ქრისტიანთა უფლებების დარღვევის მიმართ.