უმე-ს სპიკერი: სახეთნოპოლიტიკის განცხადება მეუ-ს ინტერესთა ლობირებას გავს
დეკანოზი ნიკოლოზ დანილევიჩი. ფოტო: СПЖ
ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების სახსამსახური თავის ბოლო განცხადებაში მეუ-ს ინტერესებს ლობირებს, წესდებების რეგისტრირების ან სხვა კონფესიებთან დაქვემდებარების ცვლილებების პრობლემებს იგნორირებას უკეთებს, აღნიშნა უმე-ს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების უფროსის მოადგილემ, დეკანოზმა ნიკოლოზ დანილევიჩმა.
თემების გადასვლის დროს ადგილობრივ დონეზე პრობლემების შემთხვევაში, „საბუთების დამოუკიდებელი ანალიზისა“ და სსა-თან „პროფესიული დიალოგის“ ჩატარების შეთავაზება სესს-ს მხრიდან, ის მეუ-ს ლობისტად წარმოაჩენს თავს, ხაზი გაუსვა მამა ნიკოლოზმა Facebook-ზე სესს პოსტის კომენტარში. სახსამსახურის პუბლიკაციაში პირდაპირ მითითებულია კონფესიების დასახელებები და ლაპარაკია „დაბრკოლებებზე რელიგიური თემებისთვის სსა-ის მხრიდან უმე-ს დაქვემდებარებიდან მეუ-ში გადასვლის დროს“.
„ნუთუ სხვა კონფესიებს არ აქვთ პრობლემები წესდებების რეგისრირებასთან ან დაქვემდებარების შეცვლასთან დაკავშირებით? - აღშფოთებულია უმე-ს სპიკერი. - რატომ განიხილება რეგისტრაციის პრობლემები მხოლოდ უმე-დან მეუ-თი დაქვემდებარების შეცვლისას? იქნებ ვინმეს მეუ-დან უმე-ში გადასვლა მოუნდეს? რატომ პასუხობს სესს ასეთი ტექსტებით მხოლოდ მეუ-ს განცხადებებსა და კომენტარებს? უმე ხშირად ლაპარაკობს უფლებათა დარღვევის შესახებ, მიტაცებებზე, რამდენი ვიდეო და ფოტომასალა აქვს ამ თემაზე, რატომ დუმს სესს და არ აკეთებს განცხადებებს?“.
ამ განცხადებით სახსამსახურმა დაარღვია თანაფარდობისას და ობიექტურობის პრინციპები, რომლებსაც უნდა იცავდეს სახემწიფო ორგანო, აღნიშნა უმე-ს სსკგ უფროსის მოადგილემ.
„გარდა ამისა, ჩემი აზრით, მეუ-ს ეს მუდმივი პროვოკაციები და ქმედებები სამრევლოების მიტაცების საქმეში, რაც იწვევს უკრაინის მოქალაქეების ხელოვნურ დაყოფას „უკრაინელებად“ და „არაუკრაინელებად“, „ნამდვილებად“ და „არანამდვილებად“, პირდაპირ ვნებს ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოებას, ჩვენი ხალხის შინაგან ერთობას, - ხაზი გაუსვა მან. - სახელმწიფო მოღვაწეების ადგილზე, მე ზუსტად ამაზე გავაკეთებდი განცხადებებს, რადგან არც ერთ სხვა კონფესიას უკრაინაში არ მოაქვს ამდენი ზიანი საზოგადოებრივი და კონფესიათაშორისი სიმშვიდისთვის, როგორც მეუ-ს.
ერთია - კონფესიათაშორისი პოლემიკა რელიგიური საკითხების გარშემო, ხოლო მეორე - ქვეყანაში შიდა სიტუაციის შერყევა და უკრაინის მოქალაქეების პოლიტიკური სტიგმატიზაცია, რომლებიც სხვა კონფესიას მიეკუთვნებიან“.
მჟკ-ს კომენტარში სახსამსახურის განცხადების თაობაზე, მამა ნიკოლოზმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ყველაზე დიდი სეპარატისტი არის მეუ, რადგან მათი ქმედებები უკრაინელთა შორის გაყოფას იწვევენ.
„ისინი სიტუაციას შიგნიდან ასუსტებენ, ადამიანებს ერთმანეთს აპირისპირებენ, - თქვა მან. - ჩვენ არ ვიტაცებთ მათ სამრევლოებს - პირიქით, ისინი იტაცებენ. კონფლიქტს იწვევენ. ხალხს უნდა დავანახოთ ეს“.
როგორც მჟკ იუწყებოდა, სახეთნოპოლიტიკამ მეუ-ს შესთავაზა დახმარება „გადასვლის“ საბუთებთან დაკავშირებით.
მიტროპოლიტ ლონგინოზის ადვოკატი: მოსამართლეებს სასამართლო პროცესის ვიდეო გადაღების აკრძალვა სურდათ
მას შემდეგ, რაც მოსამართლემ გადაწყვიტა სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩაეტარებინა, მეუფეს გულის შეტევა დაემართა.
უმე-ის ოდესის ეპარქია: გაჩუმება აღარ შეიძლება, ჩვენ დავიცავთ ეკლესიას
ეპარქიის პრესსამსახური ოკუპირებული ტერიტორიების ეპარქიებთან მიმართებაში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ეხმაურება.
ლუცკში მეუ-მ საკათედრო ტაძარი მოხატა ბიზნესმენების ფრესკებით
ამ ინიციატივის კრიტიკის გამო, კედლების შეფერვა მოუწიათ.
ელენსკი უმე-ის ეპისკოპოსების განცხადებაზე: ჩვენ ველოდებით არა დისკუსიას, არამედ რმე-დან გასვლას
ესთს-ის ხელმძღვანელმა ივარაუდა, რომ მისმა უნეტარესმა მხარი არ დაუჭირა ამ განცხადებას, რადგან მასზე მისი ხელმოწერა არ იყო.
სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფოს გადასცა პოჩაევის ლავრას სკიტი
პოჩაევის წმინდა სასულიერო მონასტრის სამი ეკლესია, რომელიც უმე-ს ეკუთვნის, სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა.