ტანზანიაში დევნიან წინამძღვრებს,რომელთაც სურთ მს-ში გადასვლა,-რმე-ს მღვდელი

დეკანოზი ანდრეი ნოვიკოვი: patriarchia.ru

მოსკოვის წმინდა სამების ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ანდრეი ნოვიკოვმა თავის Facebook გვერდზე განაცხადა, რომ ეპისკოპოსი აგაფონიკოსი, რომელიც ადრე ემუქრებოდა მღვდლებს, რომლებმაც არ აღიარეს მეუ და მსურველებს გადასულიყვნენ მს-ში,  თემებიდან გააძევა უკვე ექვსი აფრიკელი წინამძღვარი.

„ეპისკოპოსი აგაფონიკოსი „ნახევრადტანზანიელი“ ( აღმოჩნდა, რომ ის ტანზანიის მიტროპოლიის მღვდელმსახური კი არა, ტანზანიაში ახალი ბერძნული ეპარქიის დამოუკიდებელი ეპისკოპოსია) ბოლო დღეების განმავლობაში თემებიდან უკვე გააძევა ექვსი აფრიკელი წინამძღვარი. არის ყველანაირი კანონიერი საფუძველი იმისათვის, რომ ისინი მიღებულ იქნენ რმე-ს ომოფორის ქვეშ: მათ   თეოდორე ალექსანდრიელის ხელისუფლების აღიარებისა და ყველა მისი გადაწყვეტილებების მიღების ხელმოწერის ქვეშ თავისი ხელმოწერა მოსთხოვეს, ე.ი.  გადაწყვეტილებები „მეუ“-ს აღიარებისა მათ შორის. ეს უკვე განხეთქილების აღიარების პირდაპირი მოთხოვნაა“,-დაწერა დეკანოზმა ანდრეიმ.

რმე-ს სამღვდელო პირმა მოყვა საუბრების აუდიოჩანაწერებზე, რომელიც მის ხელში აღმოჩნდა.ამ ჩანაწერში ეპისკოპოსი აგაფონიკოსი საუბრობს ერთ-ერთ აფრიკელ მღვდელთან,ბერ-მონაზვნებთან, რომლებმაც დაიწყეს მოსკოვის პატრიარქის მოხსენიება და აპელაციისათვის მას მიმართეს.

„ჩანაწერში ხმა აშკარად ეკუთვნის ბერძენ ეპისკოპოსს, რომელიც თავის თავს ტანზანიის მთავარეიპისკოპოსს უწოდებს, მოითხოვს თეოდორესადმი დაქვემდებარებას (ალექსანდრიის ეკლესია,-რედ.), საუბრობს აშკარა ბერძნული აქცენტით, იდენტურია აგაფონიკოსის ხმისა მისი მსახურებებისა და ქადაგებების დროს. ეჭვის შეტანა შეუძლებელია. ჩანაწერში ზოგიერთ ადგილას ძნელია სიტყვების გარჩევა, მაგრამ ის საუბრობს ხან ხმამაღლა, ხან ხმადაბლა, საშინელი აქცენტით.. აი ასეთი სიცრუის, სიბინძურის, შანტაჟისა და მუქარების დახმარებით  მტკიცდება ალექსანდრიის საპატრიარქოს „კანონიკური ტერიტორიისათვის“ ბრძოლის საქმე,რომელიც ჩავარდნილია ერთობაში განხეთქილებისთან.

საინტერესოა,რომ ყოველ მოწვეულ სამღვდელო პირს აგაფონიკოსი სათითაოდ  უყვებოდა, რომ სხვებს რუსებმა  გადაუხადეს,მხოლოდ შენ ერთს არ გადაგიხადეს. დაბალი დონის, იაფფასიანი და სამარცხვინოა. ფულის შესახებ მთელი ეს საშინელი ცილისწამება მამა გიორგი მაქსიმოვის მიმართაა და ასევე ჩემს მიმართაც. რმე-ს სასულიერო პირებს, რომლებიც ჩავიდნენ ტანზანიაში და   ურთიერთობა ჰქონდათ ტანზანიელ მღვდლებთან, არავითარი „ქრთამის“ ფულები არ გააჩნდათ, არავისთვის არაფერი არ გადაუხდიათ და გადახდის იმედი არ მიუციათ“,-დაამატა რმე-ს სასულიერო პირმა.

როგორც ადრე მჟკ იუწყებოდა, ალექსანდრიის ეკლესიაში ემუქრებიან მს-ში გადასვლის მსურველებს,-რმე-ს კლირიკი.

მედიამ აჩვენა მეუ-ს თავდამსხმელების მიერ უმე-ის ჩერკასის საკათედრო ტაძარში ჩადენილი კიდევ ერთი მკრეხელობა

მოგლეჯილი და გათელილი ჯვრები - ასე ვანდალურად მოექცნენ მეუ-ს წარმომადგენლები სამღვდელო შესამოსელს.

ჩერკასში სასტიკად ნაცემი უმე-ის ბერი საავადმყოფოდან გაწერეს

ბერი ნექტარი დროებით გაწერეს მას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ოპერაცია ჩაუტარდება.

უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ხუსტის ეპარქიის მონასტრის წინამძღვარი

ეპარქიამ სამძიმარი გამოუცხადა შუამდგომლობის მონასტრის ძმებს.

ტრამპის დეპარტამენტს უხელმძღვანელებს ამერიკელი პოლიტიკოსი, რომელიც აკრიტიკებდა უმე-ის დევნას

ვივეკ რამასვამი და ილონ მასკი უხელმძღვანელებენ აშშ-ს მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტს.

მუსლიმები აძევებენ ქრისტიანებს თავიანთი სახლებიდან სამხრეთ სუდანში

დევნილი ქრისტიანები, რომლებიც გაიქცნენ სამხედრო კონფლიქტიდან, ვერ პოულობენ უსაფრთხო თავშესაფარს: ადგილობრივი ხელისუფლება უარს ამბობს ჩარევაზე, ხოლო ქრისტიანთა თხოვნა დახმარებაზე უპასუხოდ რჩება.

მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი, ტრამპის არჩევნებში გამარჯვების გამო აშშ-ს დატოვებს

მოზარდმა თქვა, რომ მაშინაც კი, თუ ტრამპის ანტიტრანსგენდერული წესები არ ამოქმედდება, ხალხი, ვინც მათ ხმა მისცა, არსად წავლენ.