ერისკაცების განცხადების საფუძველზე საქმე აღიძრა ,,ჩლიქოსანის’’ წინააღმდეგ

სტანისლავ პროშჩენკო, უმე-ს ლიტანიობის დამრბევი ნეჟინში. ფოტო: orthodox.cn.ua

პოლიციამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე სტანისლავ პროშჩენკოს წინააღმდეგ, რომელიც ცნობილი გახდა იმით, რომ 2021 წლის ივნისში მან ნიჟინში უმე-ს ჯვაროსნებს ესროლა თხის ჩლიქი. რელიგიური სიძულვილის აღძვრის საქმე გაიხსნა ,,ერისკაცების’’ საზოგადოებრივი გაერთიანების მოთხოვნით, იტყობინება საზოგადოებრივი ორგანიზაციის ტელეგრამ-არხი ოთხშაბათს, 29 სექტემბერს.

,,ერისკაცებმა’’ აღნიშნეს, რომ ისინი აგრძელებენ ბრძოლას მორწმუნეთა უფლებების დარღვევისა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრიმინაციის წინააღმდეგ.

”კერძო მეწარმე და სოციალური აქტივისტი, ATO პატრიოტი ვეტერანების ნეჟინის კავშირის დამფუძნებელი სტანისლავ პროშჩენკო ცხოვრობს ნიჟინში, ჩერნიგოვის რეგიონში. ის აქტიური მონაწილეა ნიჟინის ეპარქიის უმე-ს ეკლესიების ჩამორთმევაში. და მიმდინარე წლის 23 ივნისს, პროშჩენკომ, სხვა აქტივისტებთან ერთად, ხელი შეუშალა ნიჟინში მსვლელობას, ცდილობდა ხელი შეეეშალა ,,ერისკაცების’’  მოძრაობისათვის. პროშჩენკო, როგორც სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელი, ღიად აფრქვევს რელიგიურ მტრობას და სიძულვილს, ჩვენს ეკლესიას უწოდებს "კიბოს, სიმსივნეს", ჩვენს მღვდლებს "ეშმაკებს" და ჩვენს მსვლელობას "შაბაშს", "-იხსენებენ უმე-ს მორწმუნეები.

საზოგადოებრი ორგანიზაცია ,,მირიანეს’’ მოთხოვნით, 25 აგვისტოს, კიევის ეროვნული პოლიციის დნეპრის ოლქმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე პროშჩენკოს ქმედებებისა და განცხადებების წინააღმდეგ უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 161. მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

წინასწარი გამოძიება გრძელდება და გამომძიებლები აგროვებენ პროშჩენკოს მიმართ  მტკიცებულებებს რელიგიური სიძულვილის გაღვივების საქმეში.

მანამდე ,,ერისკაცებმა’’ ისაუბრეს ლვოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციიდან მეუ– ს ოფიციალური პროპაგანდისტის გათავისუფლების შესახებ, ასევე რეგიონებში ხალხთან შეხვედრების შესახებ 5835 კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელის თანახმად უნდა გაუქმდეს ანტიეკლესიური სამართლებრივი ნორმები.

სანამ უკრაინას ვიცავ, ჩემი სახლის წართმევა სურთ, - სამხედრო პირი ლავრაზე

ჯარისკაცს სურს სასამართლოში დაიცვას მონასტრის ბერები, რომლებსაც კიევ-პეჩერის ლავრიდან განდევნით ემუქრებიან.

ვენესუელაში პრეზიდენტმა შობა 1 ოქტომბერს აღნიშნა

კათოლიკურ ეკლესიას ამ მოვლენაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

გაეროს ანგარიში: ხელისუფლებას არ შეუწყვეტია ზეწოლა უმე-ზე

გაერომ აღნიშნა უკრაინაში მორწმუნეთა უფლებების დარღვევა.

კიევ-პეჩერის ლავრის საქმე უზენაეს სასამართლოში განიხილება

შეხვედრის თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

უმე-მ მოიგო სააპელაციო სასამართლო დესიატინის ეკლესიის დანგრევის წინააღმდეგ

უმე-ის დამცველები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაამტკიცებენ დესიატინის მონასტრის ვლადიმირ-ოლგინსკის ეკლესიის დანგრევის უკანონობას, რომელიც კულტურის სამინისტრომ გაანადგურა 2024 წლის მაისში.

ნორვეგიულმა ორგანიზაციამ ფორუმი 18 გააკრიტიკა უკრაინის კანონი 3894

ანალიტიკოსები თვლიან, რომ კანონი N 3894-IX ზედმეტად აფართოებს სახელმწიფოს უფლებამოსილებას რელიგიური თემების კონტროლისთვის, რაც არღვევს რელიგიის თავისუფლების შესახებ საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.