უმე-ს ბაზრობაზე „იკითხე და შექმენი“ თემებისთვის 42 400 გრივნა შეაგროვეს
საქველმოქმედო წიგნის ბაზრობა კიევო-პეჩერის ლავრაში. ფოტო: БФ «Фавор»
საქველმოქმედო წიგნის ბაზრობის „იკითხე და შექმენი“ ორდღიანი მუშაობის განმავლობაში, რომელიც ტარდებოდა 2021 წლის 25 და 26 სექტემბერს კიევო-პეჩერის მიძინების ლავრის ტერიტორიაზე, შეგროვდა 42 400 გრივნა, იუწყებოდნენ სფ «თაბორში».
ღონისძიება, რომლის ორგანიზატორები იყვნენ საქველმოქმედო ფონდი «Фавор» („თაბორი“) და პროექტი «Наша лепта» („ჩვენი წვლილი“), ჩატარებული იყო უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის თემთა დასახმარებლად, რომლებმაც მიტაცებების შედეგად ტაძრები დაკარგეს.
ბაზრობის მუშაობა დაიწყო პარაკლისით ღვთისმშობლის ას ხატთან, რომლებიც წარმოდგენილები იყვნენ გამოფენაზე „უკრაინა - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახლი“. საპარაკლისო გალობა აღასრულა კიევის მიტროპოლიის ქორ-ეპისკოპოსმა, ვასილკოვსკის არქიეპისკოპოსმა ნიკოლოზმა პროექტ «Наша лепта»-ს ხელმძღვანელის, დეკანოზ ვლადიმერ კოსტოჩკასთან, ფონდ «Фавор»-ის ხემძღვანელის, დეკანოზ ალექსანდრე სოროკინთან და აგრეთვე ქალაქ კიევის სამღვდელოებასთან თანამსახურებაში.
დამსწრეთა წინ წარდგა საბავშვო საეკლესიო გუნდი «Радуйся» („გიხაროდენ“) ნატალია მელეშკინას ხელმძღვანელობით და, როგორც ფონდში აღნიშნეს, ბავშვების ხმებით განსაკუთრებით გულისამაჩუყებლად ისმოდა: «Вера вечна, вера славна! Наша вера православна».
წიგნის ბაზრობის მუშაობის განმავლობაში შეგროვდა 42 ათას გრივნაზე მეტი.
„ორგანიზატორები გამოხატავენ განსაკუთრებულ მადლიერებას კიევის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის, ბელოგოროდსკის ეპისკოპოსის სილვესტრის მიმართ ღონისძიების ორგანიზებაში დახმარებისა და ხელშეწყობისთვის. ქედს ვუხრით ყველას, ვინც მხარი დაუჭირა ორგანიზატორტა ინიციატივას და ბაზრობაში მიიღო მონაწილეობა. საერთო ძალებით, ორ დღეში 42 400 გრივნა შეგროვდა. თანხა, შეგროვილი საქველმოქმედო აქციის დროს, გადარიცხული იქნება ახალი ტაძრების ასაშენებლად! იმედია, რომ ღვთის წყალობით საქველმოქმედო წიგნის ბაზრობა „იკითხე და შექმენი“ კეთილი ტრადიციის სახეს მიიღებს!“ - ხაზი გაუსვეს „Фавор“-ში.
ის, თუ როგორ ტარდებოდა ბაზრობა „იკითხე და შექმენი“ და ამ საქველმოქმედო აქციის მონაწილეების შესახებ ყვებოდნენ «Перши Козацьки»-ის სიუჟეტში.
„სასიხარულო იყო ამ ხალხის ნახვა - სრულიად ახალგაზრდებისა და გაჭაღარავებულების, ბავშვებიანი ქალებისა და საქმიანი კაცების, ერისკაცებისა და მღვდლების - რომლებიც ცხოველ ინტერესს გამოხატავდნენ წიგნების მიმართ, ეძებდნენ სასურველ გამოცემებს, პოულობდნენ საჭირო და საინტერესო წიგნებს და შემოწირულობებს სიხარულით აკეთებდნენ. ვოლონტიორებმა თქვეს, რომ ერთმა ოჯახმა 2500 გრივნის წიგნები წაიღო. მაგრამ მთავარი არა კონკრეტული თანხებია, არამედ ის, რომ ასეთ მომენტებში ჩვენ, უმე-ს ერთგულები, ერთ ოჯახად ვგრძნობთ თავს და რაღაც მთავარს ვუზირებთ ერთმანეთს“, - ხაზი გაუსვეს სიუჟეტის ავტორებმა.
მჟკ წერდა, რომ წიგნის ბაზრობა „იკითხე და შექმენი“ ჩატარდა საქველმოქმედო ფონდის «თაბორის» და „40 ტაძრის“ მხარდასაჭერად, რომლის ფარგლებში ფონდმა უკვე დახმარება გაუწია 39 საეკლესიო რეიდერობისგან დაზარალებულ თემს.
მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი, ტრამპის არჩევნებში გამარჯვების გამო აშშ-ს დატოვებს
მოზარდმა თქვა, რომ მაშინაც კი, თუ ტრამპის ანტიტრანსგენდერული წესები არ ამოქმედდება, ხალხი, ვინც მათ ხმა მისცა, არსად წავლენ.
სასამართლომ უმე-ს ვლადიმირის მიძინების საკათედრო ტაძრის კომპლექსის დაცლა მოსთხოვა
უმე-ს შეუძლია სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.
რელიგიურმა მეცნიერმა თქვა, რა უნდა გააკეთოს მეუ-მ, რომ გახდეს საპატრიარქო
ალექსანდრე საგანმა ისაუბრა უკრაინის მართლმადიდებლობაში არსებულ განხეთქილებაზე.
ლგბტ წარმომადგენლები კიევში „საგანმანათლებლო“ ქვიარ ფესტივალს გამართავენ
ორგანიზატორები ფესტივალის დეტალურ პროგრამას მოგვიანებით გამოაქვეყნებენ.
რმეს-ის გერმანიის ეპარქია ხსნის მონასტერს ბავარიის უძველეს ციხესიმაგრეში
მომავალი მონასტრის გასაღების საზეიმოდ გადასაცემად 500 მართლმადიდებელი ქრისტიანი ჩავიდა.