მიტაცებული ტაძრების ნაცვლად თითქმის ყველგან ავაშენეთ ახალი, - უმე-ს იერარქი

ნეჟინის ეპარქიაში აკურთხეს ახალი ტაძარი, განხეთქილებაში მყოფების მიერ მიტაცებულის ნაცვლად. ფოტო: orthodox.cn.ua

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეებმა, რომლებიც დაზარალდნენ მათი ტაძრების მეუ-ს რეიდერების მიერ მიტაცების შედეგად, უმეტეს ადგილას უკვე ააგეს ახალი ეკლესიები, განუცხადა პორტალ „მართლმადიდებლობა. Ru”-ს ინტერვიუში ნეჟინისა და პრილუკიის მიტროპოლიტმა კლიმენტმა.

კერძოდ, მეუფემ განაცხადა, რომ მხოლოდ მის ნეჟინის ეპარქიაში განხეთქილებაში მყოფების მხრიდან სამი პატარა ტაძარი იქნა მიტაცებული უმე-ს 250 მრევლში. ამ სოფლებში მორწმუნეებმა თავიანთი ძალებით წელიწადის განმავლობაში თავად ააგეს ორი ახალი ტაძარი. ამასთან, მრევლის ცხოვრება უმე-ს დაზარალებულ თემებში უბრალოდ კი არ შენარჩუნდა, არამედ გაცილებით უფრო უკეთესი გახდა.

მეუფემ მაგალითად მოიყვანა სოფელი ჩერნიგოვის მხარის ნეჟინის რაიონში, სადაც ძალიან სუსტად მიდიოდა საეკლესიო ცხოვრება, მაგრამ რეიდერების შეტევის შედეგად, ყველაფერი შეიცვალა. „ერთხელაც, ხატობას, ჩვენს ტაძარში არავინ მოვიდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც მეუ-მ ეს ტაძარი წაგვართვა, ადამიანები გარდაიქმნენ. მათ იყიდეს სახლი, გაწმინდეს ტერიტორია, ყველაფერი გადააკეთეს, ეკლესია მოაწყვეს. და ახლა უმე-ს ტაძარში წირვაზე, იქ რამოდენიმე ათეული ადამიანი იკრიბება - ისინი გაცილებით უფრო განმტკიცდნენ   რწმენაში“, - განაცხადა მიტროპოლიტმა კლიმენტმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მეუ-ს ატივისტების ქცევის შემხედვარე, მორწმუნეებმა დაინახეს განსხვავება კანონიკურ მართლმადიდებლობასა და განხეთქილებაში მყოფებს შორის. „ჩვენი მორწმუნეები ხედავდნენ სხვა მხარის, უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის (მეუ) მომხრეების ქცევას,  ხედავდნენ აგრესიას, ფიზიკური ძალის გამოყენებას, ჯადოქრობას. და შესაბამის დასკვნებს აკეთებდნენ“, - განაცხადა უმე-ს იერარქმა. მან შეგვახსენა, რომ ადამიანები, რომლებიც იტაცებენ ტაძრებს, არღვევენ კანონებს, ფეხქვეშ თელავენ ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, უნდა ხვდებოდნენ, რომ ამით ისინი ზიანს აყენებენ ასევე უკრაინის იმიჯს საერთაშორისო დონეზე.

როგორც მჟკ წერდა, საქმეთა მმართველმა დაასახელა განხეთქილებაში მყოფების მიერ უმე-ს მიტაცებული ტაძრების ციფრი.

მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი, ტრამპის არჩევნებში გამარჯვების გამო აშშ-ს დატოვებს

მოზარდმა თქვა, რომ მაშინაც კი, თუ ტრამპის ანტიტრანსგენდერული წესები არ ამოქმედდება, ხალხი, ვინც მათ ხმა მისცა, არსად წავლენ.

რადა პორნოს დეკრიმინალიზაციის ინიციატივით გამოვიდა

კანონპროექტს მხარი 28-მა დეპუტატმა დაუჭირა.

სასამართლომ უმე-ს ვლადიმირის მიძინების საკათედრო ტაძრის კომპლექსის დაცლა მოსთხოვა

უმე-ს შეუძლია სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

რელიგიურმა მეცნიერმა თქვა, რა უნდა გააკეთოს მეუ-მ, რომ გახდეს საპატრიარქო

ალექსანდრე საგანმა ისაუბრა უკრაინის მართლმადიდებლობაში არსებულ განხეთქილებაზე.

ლგბტ წარმომადგენლები კიევში „საგანმანათლებლო“ ქვიარ ფესტივალს გამართავენ

ორგანიზატორები ფესტივალის დეტალურ პროგრამას მოგვიანებით გამოაქვეყნებენ.

რმეს-ის გერმანიის ეპარქია ხსნის მონასტერს ბავარიის უძველეს ციხესიმაგრეში

მომავალი მონასტრის გასაღების საზეიმოდ გადასაცემად 500 მართლმადიდებელი ქრისტიანი ჩავიდა.