სუსვალში მეუ-გან დაზარალებულმა თემმა სამ კვირაში ტაძრის კედლები ამოიყვანა

ვოლინის ეპარქიის სოფელ სუსვალში მშენებარე ეკლესიის კედლები. ფოტო: СПЖ

მეუ-ს რეიდერული მოქმედებებისგან დაზარალებულმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ვლადიმირ-ვოლინის ეპარქიის თემმა, ვოლინის მხარის სოფელ სუსვალში სამ კვირაზე ნაკლებ დროში ააგო ახალი ტაძრის კედლები, რომლის აგებაც მორწმუნეებმა მიტაცებული ტაძრის სანაცვლოდ დაიწყეს. ამის შესახებ გვატყობინებს მჟკ კორესპონდენტი.

მშენებლობის დაწყების თაობაზე თემმა მხოლოდ 2021 წლის 7 სექტემებერს განაცხადა, როცა მზა ფუნდამენტისთვის სამშენებლო მასალები მიიტანეს. მოკლე დროში აქ ღვთისმშობლის „შვიდისრიანი“ („ბოროტი გულების დაშოშმინება“) ხატის სახელობის ტაძრის კედლები აიგო.

„ჩვენ ვაშენებთ და ვლოცულობთ. და ჩვენ ერთად ვამბობთ, რომ ეს უფლის სასწაული და ბოძებული ტაძარია“, - ამბობს თემის წინამძღოლი, მამა ბოგდან გნატიუკი.

ასევე წინამძღოლმა მორწმუნეების სახელით მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც დაეხმარა თემს ამ დროის მანძილზე: კეთილისმსურველებმა ტაძრის მშენებლობაზე დაახლოებით 10 ათასი გრივენი გადარიცხეს.

მისი სიტყვებით, მეუ-ს მომხრეებმა, რომელთაც გადასცეს სუსვალში უმე-ს ყოფილი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ტაძარი, 21 სექტემბერს, ხატობას საღამოს წირვაც კი არ ყოფილა, ხოლო ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე მიტაცებულ ტაძარში დაახლოებით ოცდაათი ადამიანი შეიკრიბა. ამ მომენტისთვის მეუ-ში წასული არც ერთი ადამიანი არ დაბრუნებულა თემში, მაგრამ ეკლესიაში დარჩა მისი მორწმუნეების ძირითადი ნაწილი.

უმე-ს ვლადიმირ-ვოლინის ეპარქიის ახალი ტაძრის მშენებლობაში მხარდამჭერის სურვილის მქონეთ შეუძლიათ სახსრების გადარიცხვა ბარათზე  4149 4390 4958 3291  (წინამძღოლი გნატიუკი ბოგდან ნიკოლაევიჩი, +380986231143 ) ან სხვა მხარდაჭერა გაუწიონ მორწმუნეებს.

როგორც ადრე წერდა მჟკ, უმე-ს თემი სუსვალში უკანონოდ ხელახლა დაარეგისტრირეს მეუ-ს სასარგებლოდ 2019 წლის 26 მარტს. 2020 წლის 31 იანვარს სამართალდამცავების გადაწყვეტილებით, ტაძარი დალუქეს კონფლიქტის სასამართლოში გადაწყვეტამდე, მაგრამ 2020 წლის 14 თებერვალს, საღამოს, რეიდერების ჯგუფმა - მეუ-ს აქტივისტებმა - ადრე მომზადებული ინსტრუმენტებით, საკეტებით, საჭრელითა და გენერატორით შეანგრიეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის ტერიტორია. შედეგად, ხელისუფლებამ გადაწყვიტა ტაძარი მეუ-თვის გადაეცა.

ტაძრის მიტაცებიდან მეორე წირვას დაახლოებით თორმეტი ადამიანი დაესწრო, თუმცა, მეუ-ს აქტივისტებმა განაცხადეს, რომ მათი მხარდაჭერა სოფელში სამას კაცზე მეტია.

სანამ უკრაინას ვიცავ, ჩემი სახლის წართმევა სურთ, - სამხედრო პირი ლავრაზე

ჯარისკაცს სურს სასამართლოში დაიცვას მონასტრის ბერები, რომლებსაც კიევ-პეჩერის ლავრიდან განდევნით ემუქრებიან.

ვენესუელაში პრეზიდენტმა შობა 1 ოქტომბერს აღნიშნა

კათოლიკურ ეკლესიას ამ მოვლენაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

გაეროს ანგარიში: ხელისუფლებას არ შეუწყვეტია ზეწოლა უმე-ზე

გაერომ აღნიშნა უკრაინაში მორწმუნეთა უფლებების დარღვევა.

კიევ-პეჩერის ლავრის საქმე უზენაეს სასამართლოში განიხილება

შეხვედრის თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

უმე-მ მოიგო სააპელაციო სასამართლო დესიატინის ეკლესიის დანგრევის წინააღმდეგ

უმე-ის დამცველები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაამტკიცებენ დესიატინის მონასტრის ვლადიმირ-ოლგინსკის ეკლესიის დანგრევის უკანონობას, რომელიც კულტურის სამინისტრომ გაანადგურა 2024 წლის მაისში.

ნორვეგიულმა ორგანიზაციამ ფორუმი 18 გააკრიტიკა უკრაინის კანონი 3894

ანალიტიკოსები თვლიან, რომ კანონი N 3894-IX ზედმეტად აფართოებს სახელმწიფოს უფლებამოსილებას რელიგიური თემების კონტროლისთვის, რაც არღვევს რელიგიის თავისუფლების შესახებ საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.