სახალხო დეპუტატმა განმარტა, რატომ გამოდის ლგბტ აღლუმის წინააღმდეგ

დეპუტატი არტიომ კულტენკო (მარჯვნივ). ფოტო: скриншот видео YouTube-канала Koshelnik_TV

უკრაინის უმაღლესი რადის სახალხო დეპუტატმა არტემ კულტენკომ განაცხადა, რომ გამოდის ლგბტ აღლუმის წინააღმდეგ და ახსნა რატომ.

Koshelnik_TV-თან კომენტარში კიევში ცოტა ხნის წინ ლგბტ მარშის ჩატარების შესახებ „ხალხის მსახურის“ დეპუტატმა განაცხადა, რომ არ იცოდა ამ აქციის შესახებ, თორემ მხარს დაუჭერდა თავის კოლეგას ჯგუფიდან „მომავლისთვის“ («За будущее») ვიქტორ მიალიკს და „მასთან ერთად გამოვიდოდა ოჯახური ფასეულობების დასაცავად“.

 „ამ დროს საკვირაო მსახურებაზე ვიყავი და მართლა არ ვიცოდი, რომ ჩვენს ქალაქში ასეთი აქცია ტარდებოდა. ყოველთვის გამოვდიოდი და გამოცდივარ მის წინააღმდეგ. ბევრ კოლეგასთან მქონდა დისკუსიები ამის შესახებ. მე ცოდვის წინააღმდეგი ვარ. ადამიანების წინააღმდეგი არ ვარ, მხარს არ ვუჭერ, რომ ვინმე ცემონ, იძალადონ და ა.შ., მაგრამ ცოდვის წინააღმდეგი ვარ. სახარებაში, წმინდა წერილში პირდაპირ წერია - ეს სისაძაგლეა ღვთის წინაშე. როგორც მარლმადიდებელი ადამიანი, ვერ გავიზიარებ სხვა თვალსაზრისს“, - თქვა კულტენკომ.

მანამდე მჟკ წერდა,რომ 19 სექტემბერს კიევში ჩატარდა ლგბტ მარში KyivPride-2021. მის წინააღმდეგ გამოვიდა სახალხო დეპუტატი ვიქტორ მიალიკი პლაკატით ხელში, რომელზეც ეწერა: „ღმერთი, უკრაინის კონსტიტუცია და ადამიანის ბუნება ქვეყანაში ლგბტ-ს წინააღმდეგია“.

მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი, ტრამპის არჩევნებში გამარჯვების გამო აშშ-ს დატოვებს

მოზარდმა თქვა, რომ მაშინაც კი, თუ ტრამპის ანტიტრანსგენდერული წესები არ ამოქმედდება, ხალხი, ვინც მათ ხმა მისცა, არსად წავლენ.

რადა პორნოს დეკრიმინალიზაციის ინიციატივით გამოვიდა

კანონპროექტს მხარი 28-მა დეპუტატმა დაუჭირა.

სასამართლომ უმე-ს ვლადიმირის მიძინების საკათედრო ტაძრის კომპლექსის დაცლა მოსთხოვა

უმე-ს შეუძლია სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

რელიგიურმა მეცნიერმა თქვა, რა უნდა გააკეთოს მეუ-მ, რომ გახდეს საპატრიარქო

ალექსანდრე საგანმა ისაუბრა უკრაინის მართლმადიდებლობაში არსებულ განხეთქილებაზე.

ლგბტ წარმომადგენლები კიევში „საგანმანათლებლო“ ქვიარ ფესტივალს გამართავენ

ორგანიზატორები ფესტივალის დეტალურ პროგრამას მოგვიანებით გამოაქვეყნებენ.

რმეს-ის გერმანიის ეპარქია ხსნის მონასტერს ბავარიის უძველეს ციხესიმაგრეში

მომავალი მონასტრის გასაღების საზეიმოდ გადასაცემად 500 მართლმადიდებელი ქრისტიანი ჩავიდა.