უმე-ს სპიკერი: მეუ-ში მიხვდნენ, რომ არანაირი „გადასვლა“ მეტი აღარ იქნება

დეკანოზი ნიკოლაი დანილევიჩი. ფოტო: СПЖ

 „მართლმადიდებელ სამყაროში ხდება ამ მოვლენების გააზრება (უკრაინის განხეთქილების, - რედ.), ადგილობრივი ეკლესიების ის მღვდელმთავრებიც, რომლებიც ხმამაღლა მხარს უჭერდნენ მეუ-ს აღიარებას, დამშვიდდნენ. მშვიდი, საღი შეფასებისა და გადაწყვეტილებების დრო დგება. მოვლენები, რომლებსაც ვაკვირდებოდით 2018-19 წლებში, არა ეკლესიური, არამედ პოლიტიკური იყო, ეს იყო ხმაური. ახლა, მადლობა ღმერთს, ამ თემამ ჩვენს საზოგადოებაში უკვე დაკარგა აქტუალობა. მეუ-შიც მიხვდნენ, რომ არავითარი „გადასვლები“ მეტი აღარ იქნება, მე ინსაიდერულ ინფორმაციას გაწვდით. იქ (მეუ-ში - რედ.) აგრეთვე არსებობს გარკვეული განხიბლვა და იმის შეგრძნება, რომ მოლოდინი არ გამართლდა, ხოლო მათ წინაშე დასახული პერსპექტივები არ განხორციელებულა“, - აღნიშნა დეკანოზმა ნიკოლოზ დანილევიჩმა.

უმე-ს სპიკერის სიტყვებით, ზოგიერთ ადგილობრივ ეკლესიაში, რომლებმაც აღიარეს მეუ, მათი წინამძღოლების შეცვლის შემდეგ შესაძლებელი გახდება  გადაწყვეტილებების გადახედვა უმე-ს სასარგებლოდ.

 „მთელი ეს ისტორია ცხადყოფს, რომ ნაჩქარევად ყველაფრის გაკეთება შეიძლება, მაგრამ შემდეგ ეს ყველაფერი უნდა გადაიხედოს. სწორი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, ყველას თანხმობით, კონფლიქტის გარეშე, რომელსაც ეკლესიისთვის დადებითი შედეგი არ მოაქვს“, - დაამატა მღვდელმა.

როგორც მანამდე მჟკ იუწყებოდა, ლიმასოლის მიტროპოლიტმა ათანასემ განაცხადა, რომ მის მიერ მეუ-ს არაღიარება ეს სინდისისა და ეკლესიის კანონების საკითხია.

პოლიცია ეხმარება მეუ-ის თავდამსხმელებს ბოიარკას ტაძარში შეჭრაში

უმე-ის მრევლი იუწყება, რომ ტაძრის მახლობლად მეუ-ს აქტივისტების მცირე რაოდენობა დგას.

კიევში ხელისუფლებამ ლავრასთან 13 სავაჭრო ჯიხური აიღო

ქალაქის ხელისუფლებამ დემონტირებული ჯიხურები საჯარიმო ტერიტორიაზე მიიტანა, სადაც მფლობელებს მათი გამოსყიდვა შეუძლიათ.

მეუ-ს სასულიერო პირი: მღვდელს უნდა ერქვას "პანოტესი", ხოლო მის მეუღლეს "პანიმატინკა"

ვიქტორ ვოზნიაკმა მღვდლებისადმი მიმართვისას რუსიზმისგან უარის თქმისკენ მოუწოდა.

ბოიარკაში ეკლესიის დამპყრობლები უმე-ის ტაძარში შეიჭრნენ

ჩამორთმევის პროცესს ხელმძღვანელობენ მეუ-ს წარმომადგენლები, ვასილი ლილოს ხელმძღვანელობით, რომელმაც უკვე არაერთხელ მიიტაცა უმე-ის ეკლესიები.

უმე-ს სასულიერო პირი: მეუ-ს სასულიერო აკადემიაში 5 წლის განმავლობაში არ მომხდარა ბერად აღკვეცა

შიმანოვიჩი დიდ პრობლემად მიიჩნევს მონაზვნების ნაკლებობას.

რუმინეთის პატრიარქმა დაგმო მეუ-ს მხარდამჭერების მიერ ჩერნოვცში უმე-ის ტაძრის აღების ფაქტი

პატრიარქმა დანიელმა განაცხადა, რომ არ შეიძლება გულგრილი დარჩეს ხელისუფლების მიერ რუმინული იდენტობის სიმბოლოს ჩამორთმევისა და რუმინეთში მართლმადიდებელ ქრისტიანთა უფლებების დარღვევის მიმართ.