ვოლინში უმე-ს კიდევ ერთი მღვდლის მობილიზება მოხდა
უმე-ის მღვდელი პეტრ ჩოლაკი. ფოტო: t.me/kozakTv1
25 ოქტომბერს ნოვოვოლინსკის ოლქის უმე-ს ვლადიმერ-ვოლინსკის ეპარქიის კეთილმოწესე, მამა პეტრე ჩოლაკი ლუცკში ძალით იყო მობილიზებული. ამის შესახებ, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, წერს ტელეგრამ-არხი «Перший козацький».
„უმე-ს მღვდელმსახური ცტკ-ის წარმომადგენლებმა დაიჭირეს, ჩასვეს ავტობუსში და ვლადიმერ-ვოლინსკის რცტკ-ის მესამე განყოფილებაში წაიყვანეს, სადაც მობილიზაციის შესახებ შეატყობინეს. ამის მერე მ. პეტრე სასწავლო პოლიგონში გააგზავნეს“- ნათქვამია უწყებაში.
აღსანიშნავია, რომ მღვდელმსახურმა ცტკ-ში წარადგინა ყველა აუცილებელი დოკუმენტი, რომლებიც მის სამღვდელო ხარისხს ადასტურებენ: ცნობა, ხელდასხმის სიგელი და რეესტრიდან ამონაწერი, სადაც მითითებულია, რომ ის რელიგიური თემის ხელმძღვანელია.
„ჩვენი ინფორმაციით, ცტკ-ში არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ იმაზე, რომ, კანონების თანახმად, მართლმადიდებელი მღვდელი იარაღს ხელში ვერ აიღებს. მათ არ შეუთავაზებიათ ალტერნატიული სამსახური. მეტიც, მოითხოვდნენ, რომ მღვდელმსახურმა აიღოს ხელში იარაღი და ამის არგუმენტად მოიყვანეს ის, რომ „არსებობენ მღვდლები, რომლებმაც ამაზე თანხმობა განაცხადეს“, - დაამატეს მართლმადიდებელმა ჟურნალისტებმა.
როგორც მჟკ წერდა, 2 ოქტომბერს უმე-ს ხუსტსკის ეპარქიაში გამოაქვეყნეს განცხადება მოწოდებით, რომ ილოცონ უმე-ს კიდევ ერთი მღვდლისთვის - დეკანოზ ვასილი როსოხუსთვის. როგორც დედა მარინამ თავის ფეისბუქზე განაცხადა, მღვდელმსახურის მობილიზება წინადღით მოხდა.
ვოლინში უმე-ს კიდევ ერთი მღვდლის მობილიზება მოხდა
მღვდელმსახურისგან ითხოვენ, რომ მან იარაღით ხელში იმსახუროს.
2 ნოემბერი - ჟურნალისტთა წინააღმდეგ დანაშაულებებთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
ნახევარ წელზე მეტი გავიდა, რაც დააპატიმრეს და საგამოძიებო იზოლატორში განათავსეს მჟკ-ს მართლმადიდებელი ჟურნალისტები, რომლებსაც უკრაინაში რელიგიური სიტუაციის გაშუქების გამო უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
გერმანიაში მიტროპოლიტმა ვიქტორმა პარიზის უმე-ს მრევლისთვის დიაკვანი აკურთხა
ღვთისმსახურების დროს ლოცულობდნენ მორწმუნეები უკრაინიდან, გერმანიიდან და საფრანგეთიდან.
მართლმადიდებელი ქრისტიანები დიმიტრის (მშობელთა სულის მოსახსენიებელ) შაბათს აღნიშნავენ
ამ დღეს და წინადღით მართლმადიდებლები მიდიან ტაძარში, სადაც იხდიან მსახურებებს მიცვალებულთათვის: პარასკევს საღამოს - ლოცვას მიცვალებულთა სულებისთვის, შაბათს დილით - ლიტურგიას, მის შემდეგ კი - დიდ პანაშვიდს.
კამენეც-პოდოლსკში ხატწერის სასწავლებლის დაარსების 25 წლის იუბილე აღნიშნეს
ღვთისმსახურება ჩაატარეს კამენეც-პოდოლსკისა და გოროდოკსკის მიტროპოლიტმა თეოდორემ და ნეჟინსკისა და პრილუკსკის მიტროპოლიტმა კლიმენტმა.