მეუ-ს ავტოკეფალია - ეკლესიის ერთიანობის დანგრევის საშუალებაა, - სმე იერარქი

ბაჩის ეპისკოპოსი ირინეუსი. ფოტო: cyplive.com

2021 წლის 16 სექტემბერს კონფერენციაზე „მსოფლიო მართლმადიდებლობა: პირველობა და კრებითობა მართლმადიდებლური სწავლების შუქზე“, რომელიც ტარდებოდა ონლაინ-რეჟიმში, სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ბაჩის ეპისკოპოსმა ირინეუსმა (ბულოვიჩი) განაცხადა, რომ მეუ-ს ავტოკეფალია - მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობის დანგრევის იარაღი და საშუალებაა, იუწყება საიტი «Патриархия.ру».

თავის მოხსენებაში „საეკლესიო ავტოკეფალია გუშინ და დღეს“ ეპისკოპოსმა ირინეუსმა, კონსტანტინოპოლის პატრიარქის მიერ უკრაინელ განხეთქილების მონაწილეებისთვის ავტოკეფალიის მინიჭებაზე საუბრისას, ხაზი გაუსვა, რომ „ავტოკეფალია უნდა ყოფილიყო  ეკლესიის კრებითობისა და ერთიანობის დასტური და სიძლიერე, რეალურად კი ის საცდური და დარკოლების ლოდი  გახდა“. 

სერბეთის ეკლესიის იერარქის აზრით, მეუ-ს ავტოკეფალია „არ ემსახურება არა მარტო მართლმადიდებლური რწმენის სიძლიერეს და მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის სხეულის ზრდას, არამედ პირველ რიგში ის არ ემსახურება სამოძღვრო სოტერიოლოგიურ ზრუნვას მორწმუნეთა სულების საცხოვნებლად“.

პირიქით, დარწმუნებულია მეუფე, დღეს ეს ავტოკეფალია „გამოიყენება როგორც ეკლესიის ერთიანობის დარღვევის იარაღი და საშუალება მართლმადიდებელი ეკლესიოლოგიის რედეფინიციის ტენდენციასთან ერთად“.

მანამდე მჟკ წერდა, რომ უმე-ს იერარქები გამოვიდნენ კონფერენციაზე მოხსენებებით ეკლესიაში პირველობის შესახებ.

მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი, ტრამპის არჩევნებში გამარჯვების გამო აშშ-ს დატოვებს

მოზარდმა თქვა, რომ მაშინაც კი, თუ ტრამპის ანტიტრანსგენდერული წესები არ ამოქმედდება, ხალხი, ვინც მათ ხმა მისცა, არსად წავლენ.

რადა პორნოს დეკრიმინალიზაციის ინიციატივით გამოვიდა

კანონპროექტს მხარი 28-მა დეპუტატმა დაუჭირა.

სასამართლომ უმე-ს ვლადიმირის მიძინების საკათედრო ტაძრის კომპლექსის დაცლა მოსთხოვა

უმე-ს შეუძლია სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

რელიგიურმა მეცნიერმა თქვა, რა უნდა გააკეთოს მეუ-მ, რომ გახდეს საპატრიარქო

ალექსანდრე საგანმა ისაუბრა უკრაინის მართლმადიდებლობაში არსებულ განხეთქილებაზე.

ლგბტ წარმომადგენლები კიევში „საგანმანათლებლო“ ქვიარ ფესტივალს გამართავენ

ორგანიზატორები ფესტივალის დეტალურ პროგრამას მოგვიანებით გამოაქვეყნებენ.

რმეს-ის გერმანიის ეპარქია ხსნის მონასტერს ბავარიის უძველეს ციხესიმაგრეში

მომავალი მონასტრის გასაღების საზეიმოდ გადასაცემად 500 მართლმადიდებელი ქრისტიანი ჩავიდა.