ს. რაკოვ ლესში აკურთხეს უმე-ს ტაძარი წართმეულის სანაცვლოდ

ნათანაილმა წმინდანების სოფიასა და მისი სამი წამებული ასულის (რწმენა (პისტი), იმედი (ელპიდი) და სიყვარული (აღაპი) სახელობის ტაძრი ს. რაკოვ ლესში. ფოტო: pravoslavna.volyn.ua

2021 წლის 14 სექტემბერს, საეკლესიო ახალი  წლის დღეს, ვოლინისა და ლუცკის არქიეპისკოპოსმა ნათანაილმა წმინდანების სოფიასა და მისი სამი წამებული ასულის  (რწმენა (პისტი),  იმედი (ელპიდი) და სიყვარული  (აღაპი),-მთარგ.) სახელზე ვოლინის ოლქის სოფელ რაკოვ ლესში ჩაატარა ტაძრის კურთხევა , რომელიც აშენდა მიტაცებულის სანაცვლოდ. იუწყება ვოლინის ეპარქიის პრეს სამსახური.

კურთხევის აღსრულების შემდეგ ეპისკოპოსმა უხელმძღვანელა ტაძარში პირველ საღვთო წირვას.

არქიეპისკოპოსთან ერთად იმსახურეს კამენ-კაშირსკის ეპისკოპოსმა აფანასიმ, კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის კლირიკმა, არქიმანდრიტმა ნექტარმა (ბაკოპულოსი), უმე-ს საგარეო-საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ, დეკანოზმა ნიკოლაი დანილევიჩმა, მხარის ეპარქიის ბლაგოჩინმა, დეკანოზმა ბოგდან ანდრეიჩუკმა, ეპარქიის კანცელარიის გამგემ, არქიმანდრიტმა  პაისიმ (ხომიჩმა), ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა როსტისლავ სიჟუკმა, ეპარქიის კლირიკებმა და მღვდლობის ხარისხის მქონე სტუმრებმა.

პატარა შესასვლელში ვოლინის ეპარქიის მმართველმა დაასაჩუქრა ტაძრის წინამძღვარი უმაღლესი ეკლესიური ჯილდოთი - მიტრით.

ღვთისმსახურებისას ლოცულობდნენ მშვიდობისათვის უკრაინაში და ერთიანობისთვის მსოფლიო მართლმადიდებლობაში. ასევე ლოცვები აღავლინეს კორონავირუსიის ინფექციისგან თავის დასაღწევად და სამედიცინო მუშაკების ჯანმრთელობისთვის.

შეგახსენებთ, უმე-ს თემი სოფელ რაკოვ ლესში ერთ-ერთი პირველია ოლქში, რომელიც არაკანონიერად გადააფორმეს მეუ-დ. მას შემდეგ რაც ბლაგოვეშენსკის ტაძრის დეკანოზი ნიკოლაი სმოლიარჩუკი, რელიგიური თემის ნაწილთან ერთად გადავიდა მეუ-ს იურისდიქციის ქვეშ, მეუფე ნათანაილის 2019 წლის 22 თებერვლის  ბრძანებულებით ის აღკვეთილ იქნა. უმე-ს თემს, რომელსაც მეთაურობს ახალი წინამძღვარი, დეკანოზი როსტისლავ სიჟუკი, ტაძართან მისვლა აკრძალული ჰქონდა და ლოცულობდა დროებით სკიტში.

თავისი ახალი ტაძარი სოფელ რაკოვ ლესის მორწმუნეებმა ააშენეს 7 თვეში.

ამსტერდამი: უკრაინის ხელისუფლება სასამართლოებს იყენებს უმე-ის სასულიერო პირების წამებისთვის

ამერიკელმა ადვოკატმა კომენტარი გააკეთა  ეპისკოპოსი ლონგინოზის სასამართლო პროცესის დროს ჰოსპიტალიზაციაზე.

მედია იმედგაცრუებულია უმე-ის სასულიერო პირების პროვოკაციებზე რეაგირების ნაკლებობით

უმე-ის მრევლმა განმარტა, რატომ არ სურთ ჟურნალისტებთან ურთიერთობა.

წინამძღვარი ნოვოკახოვსკას ეპისკოპოსს: ხალხს ბევრი მწუხარება აქვს, იყავით მათი მამა

მისმა უნეტარესმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ღვთისა და მოყვასის სიყვარულის ქადაგება, მიუხედავად ყველა უბედურებისა და განსაცდელებისა, ეპისკოპოსის მისიაა.

ათასზე მეტი მორწმუნე მივიდა სასამართლოში მიტროპოლიტი ლონგინოზის მხარდასაჭერად

მართლმადიდებელ ბუკოვინელებს შორის მეუფის მიერ ნაშვილები ასობით ბავშვია.

აშშ-ის უფლებადამცველმა ორგანიზაცია Human Rights Watch-მა გააკრიტიკა კანონი 3894

„ახალი კანონი აჩენს შეშფოთებას რელიგიურ თავისუფლებასთან დაკავშირებით და უსაფრთხოების პრობლემები არ არის მწვანე შუქი უფლებების დარღვევისთვის“, - ნათქვამია მოხსენებაში.

ვოლინსკის ეპარქიის მორწმუნეებისგან სვიატოგორსკის ლავრაში 20 ტონა დახმარება ჩაიტანეს

გადასცეს აგრეთვე ფული, რომელიც ვოლინსკის უმე-ს ტაძრებში შეაგროვეს.