კვიპროსის ეკლესიის სასულიერო პირი მონაწილეობდა ვოლინის ტაძრის კურთხევაში

სოფელ რაკოვ ლესში ტაძრის კურთხევა. ფოტო: скриншот видео Youtube-канала «Дневник диакона»

2021 წლის 14 სექტემბერს ვოლინის ოლქის კამენ - კაშირსკის რაიონის სოფელ რაკოვ ლესში აკურთხეს უმე-ს თემის ახალი ტაძარი, რომელიც ააშენეს მეუ-ს 2019 წლის ზამთარში წართმეულის ნაცვლად. სადღესასწაულო ღვთისმსახურებაზე, უმე-ს ეპისკოპოსებისა და სასულიერო პირებთან ერთად, იქ ჩავიდა კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის არქიმანდრიტი ნექტარი (ბაკოპულოსი), რომელიც ორი წლით ადრე სტუმრობდა რეიდერობის შედეგად დაზარალებულ თემებს ვოლინში.

კვიპროსელი მღვდელმსახურის ვიდეომიმართვა სოფელ რაკოვ ლესის მორწმუნეების მიმართ გამოაქვეყნეს «Дневник диакона» -ს Youtube-არხზე .

არქიმანდრიტ ნექტართან ერთად მართლმადიდებელი თემისთვის ამ მნიშვნელოვან დღეს სამრევლოს ესტუმრნენ ვოლინის ეპარქიის უმე-ს არქიეპისკოპოსი ნათანაილი (კრიკოტა), ვოლინის ეპარქიის ეპისკოპოსი აფანასი (გერმანი), უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო-საეკლესიო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზი ნიკოლაი დანილევიჩი, რომელიც უთარგმნიდა იქ მყოფ უკრაინელების კვიპროსის სტუმრის მხარდაჭერისა და მილოცვის სიტყვებს.

"ზუსტად ორი წლის უკან მე ჩამოვედი თქვენს სოფელში, რათა მენახეთ, შემეგრძნო თქვენი ტკივილი, როდესაც წაგართვეს ტაძარი. თქვენ არ გქონდათ შესაძლებლობა გეცხოვრათ სრულყოფილი საეკლესიო ცხოვრებით. დღეს მე აქ ვარ თქვენს გვერდით, ჩამოვედი კვიპროსიდან, რათა გავიზიარო ამ შესანიშნავი ტაძრის შექმნის სიხარული".

მე ვხედავ, თქვენ როგორ აღადგენდით ლიტურგიკულ ცხოვრებას წმინდა სოფიას და მისი სამი მოწამე ქალიშვილის ( რწმენა(პისტი), იმედი(ელპიდი) და სიყვარული(აღაპი),-მთარგ.) ტაძარში. ამ სათნოების მატერიალიზაცია შედგა დღეს. ჩვენ ვხედავთ რწმენის, იმედისა და სიყვარულის შედეგებს. შესაბამისად, შემდგომში თქვენ იქნებით აქ, რათა იცხოვროთ ეკლესიის საიდუმლოებების მისტიური ცხოვრებით, იმით, რაც გვაერთიანებს ჩვენ ერთმანეთთან და ღმერთთან და მივყავართ მარადისობაში. უფალი ჩვეთანაა, მოგმადლოთ თავისი წყალობა თქვენს ქრისტიანულ გზაზე და მოგცეთ თქვენს ცხოვრებაში სიხარული და მშვიდობა მუდამ",- უსურვა დამსწრეებს არქიმანდრიტმა ნექტარმა.

ასევე კვიპროსის კლირიკმა თემს საჩუქრად გადასცა წმინდა დიმიტრის ხატი,  რომელიც ძველ დროში ხელმძღვანელობდა ტამასოსის ეპარქიას, სადაც არქიმანდრიტი მსახურობს დღეს, და წმინდა ზიარების ნაკრები.

არქიეპისკოპოსმა ნათანაილმა გულწრფელი მადლობა გადაუხადა კვიპროსელ მღვდელმსახურს მილოცვებისა და საჩუქრებისთვის.

"ჩვენს გულებში განსაკუთრებული გამოძახილი ჰპოვა შორეული კვიპროსიდან მამა ნექტარის ჩამოსვლას, რათა გაეზიარებინა ჩვენი სიხარული",-აღნიშნა უმე-ს იერარქმა.

შეგახსენებთ, არქიმანდრიტ ნექტარის (ბაკოპულოსი) პირველი ვიზიტი  ვოლინსა და ტერნოპოლის ოლქში შედგა 2019 წლის ივნისში.

სოფელ რაკოვ ლესის უმე-ს თემი ერთ-ერთი პირველია  მეუში უკანონოდ გადაფორმებული. თავისი ახალი ტაძარი მორწმუნეებმა ააშენეს 7 თვის განმავლობაში.

ამსტერდამი: უკრაინის ხელისუფლება სასამართლოებს იყენებს უმე-ის სასულიერო პირების წამებისთვის

ამერიკელმა ადვოკატმა კომენტარი გააკეთა  ეპისკოპოსი ლონგინოზის სასამართლო პროცესის დროს ჰოსპიტალიზაციაზე.

მედია იმედგაცრუებულია უმე-ის სასულიერო პირების პროვოკაციებზე რეაგირების ნაკლებობით

უმე-ის მრევლმა განმარტა, რატომ არ სურთ ჟურნალისტებთან ურთიერთობა.

წინამძღვარი ნოვოკახოვსკას ეპისკოპოსს: ხალხს ბევრი მწუხარება აქვს, იყავით მათი მამა

მისმა უნეტარესმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ღვთისა და მოყვასის სიყვარულის ქადაგება, მიუხედავად ყველა უბედურებისა და განსაცდელებისა, ეპისკოპოსის მისიაა.

ათასზე მეტი მორწმუნე მივიდა სასამართლოში მიტროპოლიტი ლონგინოზის მხარდასაჭერად

მართლმადიდებელ ბუკოვინელებს შორის მეუფის მიერ ნაშვილები ასობით ბავშვია.

აშშ-ის უფლებადამცველმა ორგანიზაცია Human Rights Watch-მა გააკრიტიკა კანონი 3894

„ახალი კანონი აჩენს შეშფოთებას რელიგიურ თავისუფლებასთან დაკავშირებით და უსაფრთხოების პრობლემები არ არის მწვანე შუქი უფლებების დარღვევისთვის“, - ნათქვამია მოხსენებაში.

ვოლინსკის ეპარქიის მორწმუნეებისგან სვიატოგორსკის ლავრაში 20 ტონა დახმარება ჩაიტანეს

გადასცეს აგრეთვე ფული, რომელიც ვოლინსკის უმე-ს ტაძრებში შეაგროვეს.