სიკვდილზე წავლენ, ოღონდ უფალთან იცხოვრონ, - უმე-ს იერარქი „ერთგულები 2“ -ზე

ეპისკოპოსი ვიქტორი (კოცაბა). ფოტო: facebook.com/V.D.Kotsaba

კიევის მიტროპოლიის ქორ-ეპისკოპოსი, ევროპის საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლობის უფროსი, ბარიშევსკის ეპისკოპოსი ვიქტორ კოცაბა გვირჩევს ფილმის „ერთგულები 2: კატერინოვკა. განკურნება მიტაცების შემდეგ“ ნახვას, რომ ნათლად დავინახოთ ჩვენი დროის მართლმადიდებლური რწმენის ჭეშმარიტი აღმსარებლები.

მან აღნიშნა, რომ ბოლო წლებში გაჩნდა სხვადასხვა გამოკითხვის შედეგები, რომელთა თანახმადაც მეუ-ს მხარს უჭერენ სულ უფრო ნაკლები უკრაინელები, მაგრამ  ყურადღება  სხვა რამეზე გაამახვილა: რა დამოკიდებულება აქვთ მორწმუნეებს თავიანთი ეკლესიის მიმართ?

 „საქმე იმაშია, რომ სწორედ პრაქტიკული დამოკიდებულება ქრისტეს სხეულის მიმართ განსაზღვრავს ადამიანში რწმენის არსებობას, - წერდა იერარქი თავის тг-არხზე. - საკუთარ შეხედულებებზე შეიძლება ბევრი ლაპარაკი, აგრეთვე ღვთის სიყვარულზე და ქრისტეს მიმდევრობაზე, მაგრამ სინამდვილეში არ იყო ქრისტიანი. ვინაიდან ქრისტესთან მყოფობა -  მასთან ერთად ცხოვრებას ნიშნავს. სიტყვით კი არა, საქმით. მეტიც, არა მარტო ცხოვრება მასთან ერთად, არამედ მზადყოფნა მოკვდე მისთვის. და აღმოჩნდა, რომ არც ისე ბევრია ისეთი, ვინც მზად არის ივნოს, დაითმინოს და არ უღალატოს. სწორედ ასეთ ადამიანებს შორის უნდა ჩატარდეს სოციოლოგიური გამოკითხვები, ვინაიდან ისინი არიან ჭეშმარიტი მორწმუნე ქრისტიანები“.

უმე-ში უმრავლესობა ასეთი მორწმუნეა, დარწმუნებულია ეპისკოპოსი ვიქტორი. მან განმარტა, რომ მათ ძალით ართმევენ ტაძრებს, ისინი კი, ქრისტესთან დარჩენის სურვილით, მიტაცებულების ნაცვლად ახლებს აშენებენ, მათ ცემენ - ისინი კი ლოცულობენ თავიანთი მაჭირვებლებისთვის, „ჩვენი მორწმუნეები ითმენენ შეურცხყოფას და ფიზიკურ დამცირებას, ისმენენ ზიზღიან და დამცინავ  სიტყვებს, მაგრამ ქრისტეს ზურგს არ აქცევენ“.

ფილმი „ერთგულები 2“ ამ ფაქტის მორიგი დადასტურებაა, ხაზი გაუსვა მან.

„გირჩევთ მის ნახვას და თქვენ ნათლად იხილავთ ჩვენი დროის მართლმადიდებლური რწმენის ჭეშმარიტ აღმსარებლებს. ეს ფილმი ადამიანებზეა, ვინც მზად არიან წავიდნენ სიკვდილზე, რომ უფალთან იცხოვრონ“, - დაასკვნა ეპისკოპოსმა ვიქტორმა (კოცაბა).

შეგახსენებთ, „მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის“ YouTube-არხზე გამოვიდა ციკლ „ერთგულების“ მეორე ფილმი - „კატერინოვკა. განკურნება მიტაცების შემდეგ“ («Верные» – «Катериновка. Исцеление после захвата»), რომელიც ეძღვნება კანონიკური ეკლესიის მორწმუნეთა ცხოვრებას, ვინც 2015 წელს გადაიტანა წმინდა გიორგის ტაძრის სისხლიანი მიტაცება, მაგრამ ისინი სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდნილან, პირიქით, უფრო გაძლიერდნენ და ახალი ტაძარი ააშენეს - დიდმოწამე და მკურნალ პანტელეიმონის სახელზე.

ჩერნიგოვის უმე-ს ჩამორთმეულ ტაძარში ფილმის ჩვენება გაიმართა

ეკრანი საკურთხევლის წინ დამონტაჟდა.

მიტროპოლიტ ლონგინოზის ადვოკატი: მოსამართლეებს სასამართლო პროცესის ვიდეო გადაღების აკრძალვა სურდათ

მას შემდეგ, რაც მოსამართლემ გადაწყვიტა სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩაეტარებინა, მეუფეს გულის შეტევა დაემართა.

უმე-ის ოდესის ეპარქია: გაჩუმება აღარ შეიძლება, ჩვენ დავიცავთ ეკლესიას

ეპარქიის პრესსამსახური ოკუპირებული ტერიტორიების ეპარქიებთან მიმართებაში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ეხმაურება.

ლუცკში მეუ-მ საკათედრო ტაძარი მოხატა ბიზნესმენების ფრესკებით

ამ ინიციატივის კრიტიკის გამო, კედლების შეფერვა მოუწიათ.

ელენსკი უმე-ის ეპისკოპოსების განცხადებაზე: ჩვენ ველოდებით არა დისკუსიას, არამედ რმე-დან გასვლას

ესთს-ის ხელმძღვანელმა ივარაუდა, რომ მისმა უნეტარესმა მხარი არ დაუჭირა ამ განცხადებას, რადგან მასზე მისი ხელმოწერა არ იყო.

სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფოს გადასცა პოჩაევის ლავრას სკიტი

პოჩაევის წმინდა სასულიერო მონასტრის სამი ეკლესია, რომელიც უმე-ს ეკუთვნის, სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა.