ზორია: შეტაკება ჩერკასკის ტაძართან - რფ-სთვის „სურათის“ შექმნის მცდელობა

ევსტრატი ზორია. ფოტო: YouTube.com

მეუ-ს სპიკერმა, „მიტროპოლიტმა“ ევსტრათე ზორიამ განაცხადა, რომ შეტაკებები ჩერკასკის წმინდა მიქაელის საკათედრო ტაძართან პროვოცირებული იყო მედიისთვის ერთიანი სურათის შესაქმნელად, რომლის გამოყენებას შეძლებს რუსული პროპაგანდა, იუწყება Укринформ.

მთელი პასუხისმგებლობა ტაძრის შტურმზე და უმე-ს მორწმუნეთა ცემაზე  მან დააკისრა ჩერკასკისა და კანევსკის მიტროპოლიტ თეოდოსს და ამის დასტურად მას მეუფის თითქოს პრორუსული შეხედულებები მოჰყავდა. 

ზორიას სიტყვებით, ჩერკასკის მოვლენები შეგნებული პროვოკაცია იყო რუსეთის პროპაგანდისთვის მასალის შექმნის მიზნით. მეუ-ს სპიკერმა აგრეთვე განაცხადა, რომ მიტროპოლიტ თეოდოსს გაეროს სხდომებზე არაერთხელ უთქვამს უმე-ს მორწმუნეთა დევნის შესახებ, მაგრამ, მისი აზრით, ეს ღონისძიებები რუსეთის მიერ იყო ორგანიზებული.

მეუ-ს „მიტროპოლიტმა“ ხაზი გაუსვა, რომ უმე-ს ჩერკასკის ეპარქიის მეთაურმა წინასწარ იცოდა იმის შესახებ, რომ დუმენკოს სტრუქტურა აპირებს ისარგებლოს თავისი უფლებით ტაძარზე და ამიტომ მოაწყო პროვოკაცია უკრაინის დისკრედიტაციის მიზნით. გარდა ამისა, მან გაიხსენა მეუფე თეოდოსის სისხლის სამართლის საქმეები, რაც, ზორიას აზრით, ადასტურებს მიტროპოლიტის პრორუსულობას.

როგორც მჟკ იუწყებოდა, ჩერკასკში რეიდერებმა უმე-ს მორწმუნეებს  სროლა აუტეხეს.

ჩერკასში ტაძრის ჩამორთმევის შემდეგ მზრუნველობამოკლებულებს აღარავინ ეხმარება

პირველად მრავალი წლის განმავლობაში, მზრუნველობამოკლებულები დარჩნენ საქველმოქმედო ვახშმისა და მართლმადიდებელი ქრისტიანების მხარდაჭერის გარეშე.

პატრიარქმა პორფირიმ ხორვატიაში მართლმადიდებლური ეკლესია აკურთხა

„ეკლესია განიცდიდა დევნას ან აკრძალვას, მაგრამ არასოდეს დაემორჩილა ცდუნებას, არამედ, პირიქით, უფრო და უფრო ძლიერდებოდა“, - თქვა პატრიარქმა პორფირიმ.

იზაში გაიმართა სასულიერო მსვლელობა წმინდა ალექსი კარპათო-რუსეთის ნეშტით

2001 წლის 21 ოქტომბერს წმინდა ნიკოლოზის მონასტერში, ადგილობრივ წმინდანთა რიგებში მყოფი, წმინდა ალექსის ხსენებისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო წირვა აღევლინა.

ნოვინსკი: მიტროპოლიტი თეოდოსი იცავდა არა მხოლოდ ტაძარს, არამედ მართლმადიდებლობასაც

„მას არ ეშინოდა სამწყსოს წინ გადაფარებოდა, დარტყმა თავის თავზე აეღო, იცავდა არა მხოლოდ ტაძარს, არამედ თავად კანონიკურ მართლმადიდებლობას უკრაინაში“, - თქვა უმე-ის პროტოდიაკონმა.

ლიბერიაში ლგბტ ქორწინებას აპროტესტებენ

მეთოდისტი ეპისკოპოსი მრევლს არწმუნებდა, რომ „ჩვენი ეკლესია არ არის და არც არასდროს იქნება გეი ეკლესია“.

უმე-ის იერარქი მიტროპოლიტი თეოდოსის თავდამსხმელებზე: ისინი ჯოჯოხეთში მოხვდებიან

მიტროპოლიტი ლონგინის თქმით, „ჩვენ არასდროს გვინახავს სასულიერო პირებისა და მორწმუნეების ასეთი დაცინვა, რაც ახლა ხდება“.