მალაია ლიუბაშაში მეუ-ს მიერ მიტაცებულის სანაცვლოდ ახალ ტაძარს აშენებენ

უმე-ს გაერთიანება მალაია ლიუბაშაში სასულიერო პირებთან და მიტროპოლიტ ანატოლისთან ერთად. ფოტო: СПЖ

2021 წლის 12 სექტემბერს როვენის ოლქის სოფელ მალაია ლიუბაშაში ჩადეს კაფსულა და ქვა ადგილას, სადაც დაიწყება ახალი ტაძრის აღმართვა, მეუ-ს მომხრეების მიტაცებულის სანაცვლოდ. ამ მოვლენის აღსანიშნავ დღესასწაულს უხელმძღვანელა სარნისა და პოლესიეს მიტროპოლიტმა ანატოლი, იუწყება მჟკ-ს კორესპოდენტი.

ეკლესიის მშენებლობის ფუნდამენტი უმე-ს მორწმუნეებმა ჩაასხეს ჯერ კიდევ ამა წლის აგვისტოს დასაწყისში, სამშენებლო მასალაც ამ დროს შემოიტანეს, რომელიც შეიძინეს შემოწირული თანხით.

"მიწის ნაკვეთის ყიდვაში დაგვეხმარნენ გულისხმიერი ადამიანები,- აღნიშნა მამა ალექსეი ონიშუკმა. - მე მივმართე მჟკ-ს თხოვნით გამოექვეყნებინათ სტატია, სადაც ჩვენი თემი ითხოვს დახმარებას მიწის ნაკვეთის შეძენაში. ამ მასალის გამოქვეყნებისთანავე საიტზე დაიწყო ფულის გადარიცხვა, შემდეგ გამოგვეხმაურა ბიზნესმენი ანდრეი ბიბა და გვიყიდა 1600 კვ.მ მიწის ნაკვეთი, სადაც უკვე დაწყებულია სამშენებლო სამუშაოები".

საძირკველის ჩაყრის დღეს უმე-ს რელიგიური თემის მხარდასაჭერად, რომელსაც მეუ-ს რეიდერებმა წაართვეს ეკლესია, ჩამოვიდნენ მღვდელმსახურები და მრევლი მეზობელი დასახლებული პუნქტებიდან.

მეუფე ანატოლიმ ქვის სადღესასწაულო ჩადების შემდეგ სამადლობელი და მხარდასაჭერი სიტყვით მიმართა უმე-ს მორწმუნეებს:

"პოლიტიკურმა მოცემულობამ სოფელში განხეთქილება შემოიტანა,- თქვა მიტროპოლიტმა.- ჩვენ ყველაფერი ეს  ნათლად გვესმის და ვღებულობთ ყველაფერს როგორც არის. მე მოხარული ვარ თქვენს გამო, რომ შეინახეთ თქვენი წინაპრების რწმენა და ახლა გადასცემთ თქვენს შთამომავლობას ამ ეკლესიაში, რომელსაც ააშენებთ საკუთარი ხელებით. ღმერთმა მოგცეთ წყალობა და შემწეობა".

როგორც უმე-ს მორწმუნეები აღნიშნავენ, ამ მომენტიდან იწყება მშენებლობის აქტიური პროცესი. უკვე ორშაბათიდან ხელოსნები შეუდგებიან ტაძრის კედლების ამოყვანას. გეგმაშია ტაძრის გადახურვა ზამთრისთვის.

ამჟამად უმე-ს თემი ატარებს ღვთისმსახურებას მღვდლის სახლში, სადაცსალოცავად  წინამძღვარმა გამოყო ორი ოთახი.

შეგახსენებთ, უმე-ს ეკლესიის ძალისმიერი მიტაცება მეუ-ს აქტივისტების მიერ სოფელ მალაია ლიუბაშაში მოხდა 2019 წლის 3 აპრილს.

ამსტერდამი: უკრაინის ხელისუფლება სასამართლოებს იყენებს უმე-ის სასულიერო პირების წამებისთვის

ამერიკელმა ადვოკატმა კომენტარი გააკეთა  ეპისკოპოსი ლონგინოზის სასამართლო პროცესის დროს ჰოსპიტალიზაციაზე.

მედია იმედგაცრუებულია უმე-ის სასულიერო პირების პროვოკაციებზე რეაგირების ნაკლებობით

უმე-ის მრევლმა განმარტა, რატომ არ სურთ ჟურნალისტებთან ურთიერთობა.

წინამძღვარი ნოვოკახოვსკას ეპისკოპოსს: ხალხს ბევრი მწუხარება აქვს, იყავით მათი მამა

მისმა უნეტარესმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ღვთისა და მოყვასის სიყვარულის ქადაგება, მიუხედავად ყველა უბედურებისა და განსაცდელებისა, ეპისკოპოსის მისიაა.

ათასზე მეტი მორწმუნე მივიდა სასამართლოში მიტროპოლიტი ლონგინოზის მხარდასაჭერად

მართლმადიდებელ ბუკოვინელებს შორის მეუფის მიერ ნაშვილები ასობით ბავშვია.

აშშ-ის უფლებადამცველმა ორგანიზაცია Human Rights Watch-მა გააკრიტიკა კანონი 3894

„ახალი კანონი აჩენს შეშფოთებას რელიგიურ თავისუფლებასთან დაკავშირებით და უსაფრთხოების პრობლემები არ არის მწვანე შუქი უფლებების დარღვევისთვის“, - ნათქვამია მოხსენებაში.

ვოლინსკის ეპარქიის მორწმუნეებისგან სვიატოგორსკის ლავრაში 20 ტონა დახმარება ჩაიტანეს

გადასცეს აგრეთვე ფული, რომელიც ვოლინსკის უმე-ს ტაძრებში შეაგროვეს.