ლვოვში დუმენკო „აკურთხებს'' ტაძრის მშენებლობას უმე-ს კუთვნილ მიწაზე

უმე-ს და მეუ-ს ტაძრები ლვოვში. ფოტო: гугл карты

2021 წლის 12 სექტემბერს მეუ-ს მეთაური სერგეი დუმენკო აპირებს ჯვრის „კურთხევას“ ლვოვ-სოკალსკის ეპარქიის მომავალი საკათედრო ტაძრის მშენებლობის ადგილზე, იუწყება გამომცემლობა «Твоє місто».

 „12 სექტემბერს, 16:30 - ჯვრის კურთხევა ადგილზე, სადაც იგეგმება ლვოვ-სოკალსკის ეპარქიის მომავალი საკათედრო ტაძრის მშენებლობა, რომელსაც აღასრულებს უმე-ს (მეუ-ს) უნეტარესი მიტროპოლიტი ეპიფანე და მღვდელმთავართა და სასულიერო პირთა კრება. ქ. ლვოვი, ჩერვონი კალინის გამზ, 89, მოციქულთასწორ ვლადიმერ დიდის ტაძართან“ - წერია საიტზე.

თუმცა, როგორც მჟკ-მ  გაიგო, მეუ-ს არ აქვს უფლება აწარმოოს სამშენებლო სამუშაოები მითითებულ მისამართზე, რადგან ეს ნაკვეთი, 0.56 ჰა, ქალაქის მიერ უმე-ს გაერთიანებისთვის იყო გამოყოფილი ჯერ კიდევ 1991 წელს. 1993 წელს, ფილარეტის განხეთქილების წარმოქმნის შემდეგ, უმე-ს მორწმუნეთა მიერ თითქმის დასრულებული დიდი ქვის ტაძარი, დიდი მთავრის ვლადიმერის სახელობის, განხდეთქილების მონაწილეთა მიერ იყო მიტაცებული. ტაძრის გარეშე დარჩენილმა გაერთიანებამ დაიწყო ღვთისმსახურებების ჩატარება გადახურულ ადგილას, შემდეგ კი შეძლო მიტაცებულის გვერდით პატარა ხის ტაძრის აგება, რომელსაც აგრეთვე უწოდეს თავად ვლადიმერის სახელი. ამრიგად, ახლა ორ ტაძარს (უმე-ს და მეუ-ს) აქვთ ერთი სახელი და ორივე ერთ მისამართზე მდებარეობს - ჩერვონი კალინის გამზ, 89.

როგორც ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ვლადიმერ კუზიო ამტკიცებს, ყველა იურიდიული დოკუმენტის თანახმად, უმე-ს გაერთიანება, რომელსაც გამოუყვეს მიწის ნაკვეთი,  ითვლება სამართალმემკვიდრედ და ის კანონიკურ ეკლესიას ეკუთვნის: 1991 წლის 28 აგვისტოს მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომ უმე-ს გაერთიანებისთვის გამოიყოს მიწის ნაკვეთი. როდესაც 1992 წელს განხეთქილების შედეგად გაერთიანება გაიყო, მაშინ მათ (კს უმე - რედ.) განაცხადეს, რომ სამართალმემკვიდრეები არიან. ბევრი სასამართლო ჩატარდა, ყველა სასამართლო ინსტანციამ და ჩვენც (უმე-ს გაერთიანებამ - რედ.) შევძელით იმის დამტკიცება, რომ სამართალმემკვიდრეები ვართ ჩვენ, ვინც ამ ტაძარს ვაშენებდით“.

მღვდელმა განაცხადა, რომ მეუ-ს არავითარი უფლება არ აქვს ამ ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები აწარმოოს: „სასამართლოს მიხედვით, ჩვენ ორივე ტაძრის მფლობელები ვართ. 2009 წელს სამეურნეო სასამართლო მოვიგეთ. მოგვიანებით იყო უმაღლესი სამეურნეო, ადმინისტრაციული და გადაწყვეტილება შევიდა ძალაში. ამ გადაწყვეტილების თანახმად, იმ გაერთიანებას (უმე-კს/მეუ რედ.) არც დასახელება, არც რეგისტრაცია არ გააჩნია. კანონით, მთელი ნაკვეთი ჩვენია და ტაძარი, რომლითაც ისინი სარგებლობენ, აგრეთვე ჩვენია. მაგრამ ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილებებს არავინ არ ასრულებს, შესაბამისად ასეთი სიტუაცია უკვე დიდი ხანია გრძელდება. ახლა მათ უბრალოდ „თავხედურად“ გადაწყვიტეს აღმართონ ჯვარი საკათედრო ტაძრის მშენებლობისთვის. თუმცა ამისთვის აბსოლუტურად არანაირი ნებართვის დოკუმენტები არ გააჩნიათ, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილების გარდა არსებობს კიდევ წერილი ქალაქის საბჭოდან,სადაც ნათლად არის მითითებული - არავითარი გადაწყვეტილებები მეუ-ს ტაძრის მშენებლობაზე მიღებული არ ყოფილა“.

მამა ვლადიმერმა მჟკ-ს გადასცა წერილის ასლი ლვოვის საქალაქო საბჭოდან 10.11.2020, ხელმოწერილი ქალაქთმშენებლობის დირექტორის მ.შ. ს. კოროვაინიკის მიერ, სადაც ნათქვამია: „ლვოვის ქალაქის საბჭოს მიერ  არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა უმე კს (მეუ)-ს რელიგიურ გაერთიანებისთვის  მიწის ნაკვეთის გადაცემის თაობაზე მისამართზე ჩერვონი კალინის გამზ. 89, საკულტო ნაგებობის მშენებლობისთვის (ტაძრის აგებისთვის)“.

მანამდე მჟკ არაერთხელ წერდა ლვოვში წმინდა თავად ვლადიმერის ტაძრის გაერთიანებაზე ზეწოლის შესახებ. 2018 წლის იანვრის ბოლოს რადიკალებმა დაბლოკეს ტაძარი ყვირილით  «Геть московського попа» (გავაგდოთ მოსკოველი ხუცესი) და განაცხადეს, რომ მის ნგრევას ითხოვენ. რამდენიმე დღის შემდეგ ტაძარი დაწვეს, რასაც მოყვა აღშფოთება მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში. ბულგარეთის, სერბეთის, ელადის და სხვა ეკლესიების წინამძღოლებმა და იერარქებმა დაგმეს დაწვის ფაქტი. ამით პატრიარქი ბართლომეც გამოირჩეოდა, რომელიც უმე-ს ლვოვის მიტროპოლიტ ფილარეტს წერდა: „როდესაც დანაშაულს რელიგიის სახელით სჩადიან, ეს რა თქმა უნდა დანაშაულია რელიგიის წინააღმდეგ. ნებისმიერი ძალადობის დემონსტრირება თაყვანისცემის ადგილებში ამძაფრებს დაძაბულობას და ხელს უწყობს ხალხთა შორის მტრობის გაღვივებას“.

ჩერნიგოვის უმე-ს ჩამორთმეულ ტაძარში ფილმის ჩვენება გაიმართა

ეკრანი საკურთხევლის წინ დამონტაჟდა.

მიტროპოლიტ ლონგინოზის ადვოკატი: მოსამართლეებს სასამართლო პროცესის ვიდეო გადაღების აკრძალვა სურდათ

მას შემდეგ, რაც მოსამართლემ გადაწყვიტა სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩაეტარებინა, მეუფეს გულის შეტევა დაემართა.

უმე-ის ოდესის ეპარქია: გაჩუმება აღარ შეიძლება, ჩვენ დავიცავთ ეკლესიას

ეპარქიის პრესსამსახური ოკუპირებული ტერიტორიების ეპარქიებთან მიმართებაში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ეხმაურება.

ლუცკში მეუ-მ საკათედრო ტაძარი მოხატა ბიზნესმენების ფრესკებით

ამ ინიციატივის კრიტიკის გამო, კედლების შეფერვა მოუწიათ.

ელენსკი უმე-ის ეპისკოპოსების განცხადებაზე: ჩვენ ველოდებით არა დისკუსიას, არამედ რმე-დან გასვლას

ესთს-ის ხელმძღვანელმა ივარაუდა, რომ მისმა უნეტარესმა მხარი არ დაუჭირა ამ განცხადებას, რადგან მასზე მისი ხელმოწერა არ იყო.

სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფოს გადასცა პოჩაევის ლავრას სკიტი

პოჩაევის წმინდა სასულიერო მონასტრის სამი ეკლესია, რომელიც უმე-ს ეკუთვნის, სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა.