სომხეთში არქეოლოგებმა ქვეყანაში ყველაზე ძველი ტაძარი აღმოაჩინეს

სომხეთის უძველესი ეკლესია. ფოტო: nypost.com

სომხეთის ძველ ქალაქ არტაშატში სომხეთის მეცნიერებათა აკადემიისა  და გერმანიის მიუნსტერის უნივერსიტეტის არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ადრექრისტიანული ეკლესიის ნარჩენები, იუწყება გამომცემლობა  Ny Post.

არქეოლოგთა ჯგუფმა, რომელიც არქეოლოგიურ პროექტზე „არტაქსატი“ მუშაობდა, აღმოაჩინა IV  საუკუნეში აშენებული შენობა, რომელიც, ქვეყნის არქეოლოგიური დოკუმენტების თანახმად, სომხეთის ყველაზე ძველი ეკლესიაა. ეს აღმოჩენა სომხეთში ადრეულ ქრისტიანობას ადასტურებს.

არქეოლოგიური გათხრების დროს სპეციალისტებმა იპოვეს რვაკუთხა ფორმის შენობა, რომელიც ჯვრის ფორმით იყო ნაშენები. სპეციალისტთა სომხურ-გერმანულმა ჯგუფმა თავისი სენსაციური აღმოჩენის დასტურად გადაიღო ექსკლუზიური ფოტოები და შეაგროვა არარატის ოლქში ხორ ვირაპთან ახლოს მდებარე  ძველი ქალაქის გათხრების კარტოგრაფიული მასალები.

სომხეთის ნაციონალური მეცნიერებათა აკადემიის პროფესორმა მკრტიჩ ზარდარიანმა აღნიშნა, რომ რვაკუთხა ფორმის ეკლესიები კარგად არის ცნობილი ხმელთაშუაზღვისპირეთის მეცნიერებისთვის ჯერ კიდევ 4 საუკუნის დასაწყისიდან, თუმცა მსგავსი საეკლესიო ნაგებობა არარატის დაბლობზე პირველად აღმოაჩინეს. ტიპოლიგიურად ეკლესია ადრექრისტიანულ კომპლექსებს შეესაბამება.

არქეოლოგთა მიერ აღმოჩენილი ქრისტიანული ტაძარი უხვად იყო მოპირკეთებული ხმელთაშუაძღვისპირეთის მარმარილოთი, იატაკზე დაგებულია ტერაკოტის ფილა. რადიონახშირბადული დათარიღებით, აღმოჩენილი ხის პლატფორმების ნარჩენები დამზადებულია IV საუკუნის შუაში, ხოლო რვაკუთხა ფორმის ნაგებობის დიამეტრი 30-მდე სანტიმეტრს შეადგენდა.

მეცნიერ-არქეოლოგთა ჯგუფი გააგრძელებს მუშაობას ახალი აღმოჩენების ძიების კუთხით, რომ დაადგინოს, თუ ვისი სახელობის იყო ეკლესია. ჯვრის ფორმის ტაძარი მდებარეობს სომხეთის იმ ტერიტორიაზე, სადაც, ისტორიული მონაცემებით, ქრისტიანობის მიღებამდე პატიმრობაში იმყოფებოდა გრიგოლ განმანათლებელი ჩვ. წ. 301 წელს.

როგორც მჟკ წერდა, არქეოლოგებმა იპოვეს თასი, რომელიც მსგავსია გრაალისა ფილმიდან ინდიანა ჯონსის შესახებ.

ინტერნეტში მეუ-ს მხარდამჭერების მიერ მიტროპოლიტ თეოდოსის ცემის კადრები გავრცელდა

მეუ-ს რამდენიმე მხარდამჭერმა ეპისკოპოსს შესამოსელში ხელი ჩაავლო, მეორემ სახეში ცრემლსადენი გაზი შეასხურა.

მღვდლები მოვკლათ და ცეცხლში დავწვათ: კარასი უმე-ის ეკლესიების აღების ახალ ტალღას აანონსებს

უმე-ის მღვდლებისა და მორწმუნეების წინააღმდეგ ტერორთან დაკავშირებული მიმოწერა გამოაქვეყნეს სოციალურმა ქსელებმა  C14-ის ლიდერის სოციალურ გვერდზე.

უუს ითხოვს მიტროპოლიტ თეოდოსს გაუხანგრძლივონ შინაპატიმრობა

SBU-ს თანამშრომლებმა მიტროპოლიტ თეოდოსს მიუტანეს საბუთი, სადაც მისთვის 24-საათიანი შინაპატიმრობის გახანგრძლივებას ითხოვენ.

სწორედ ახლა მეუ ცდილობს დაიკავოს უმე-ის ტაძარი კრემენჩუკში

მეუ-ს აქტივისტები ცდილობენ მორიგი მცდელობა განახორციელონ მართლმადიდებლური სალოცავის ხელში ჩასაგდებად.

მთავარეპისკოპოსმა პიმენმა წმ. ბარბარეს სკიტში ეკლესიას საფუძველი ჩაუყარა

წმინდა ბარბარეს სკეტის ტერიტორიაზე, სოფელ სტარი კორეცში ააშენებენ საეკლესიო სახლს წმინდა ლუკა ვოინო-იასენეცკის პატივსაცემად.

ჩერკასში, უმე-ის საკათედრო ტაძრის აღების შემდეგ, მიტროპოლიტი თეოდოსი საავადმყოფოში გადაიყვანეს

მოიერიშეები მეუფეს თავს დაესხნენ და სცემეს.