სააპელაციო სასამართლო განიხილავს საკითხს მეუფე არსენის საგამოძიებო იზოლატორში ყოფნის შესახებ

სასამართლო სხდომა მიტროპოლიტ არსენის საქმეზე. ფოტო: Святогорская лавра

17 ოქტომბერს, ხუთშაბათს, დნეპრის სააპელაციო სასამართლო ქ. კრივოი როგში განიხილავს სვიატოგორსკის მიტროპოლიტ არსენის დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს მისი პატიმრობის ვადის კიდევ 60 დღით გაგრძელების შესახებ. ამის შესახებ წერენ სვიატოგორსკის ლავრის ტელეგრამ-არხზე.

ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო 8 ოქტომბერს სლავიანსკის საქალაქო რაისასამართლოს მიერ.

სხდომის დასაწყისი 10:30 საათზე შემდეგ მისამართზე: просп. Героев-Подпольщиков, 31.

ლავრის პრეს-სამსახურში იუწყებიან, რომ 17 ოქტომბერს  სლავიანსკის საქალაქო რაისასამართლოში აგრეთვე შედგება მორიგი მოსამზადებელი სასამართლო სხდომა მიტროპოლიტ არსენის საქმეზე.

დასაწყისი 13:00 საათზე.

 „ძვირფასო ძმებო და დებო! ვითხოვთ ლოცვით შეწევნას პატიმრობაში მყოფ მიტროპოლიტ არსენზე და ლავრის საძმოზე“, - მოუწოდებენ მონასტერში.

როგორც მჟკ წერდა, 8 ოქტომბერს შედგა მოსამზადებელი სასამართლო სხდომა სვიატოგორსკის ლავრის ნაცვალის, მიტროპოლიტ არსენის (იაკოვენკო) საქმეზე, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება მისი პატიმრობაში ყოფნის ვადის 60 დღით გაგრძელების შესახებ.

ინტერნეტში მეუ-ს მხარდამჭერების მიერ მიტროპოლიტ თეოდოსის ცემის კადრები გავრცელდა

მეუ-ს რამდენიმე მხარდამჭერმა ეპისკოპოსს შესამოსელში ხელი ჩაავლო, მეორემ სახეში ცრემლსადენი გაზი შეასხურა.

მღვდლები მოვკლათ და ცეცხლში დავწვათ: კარასი უმე-ის ეკლესიების აღების ახალ ტალღას აანონსებს

უმე-ის მღვდლებისა და მორწმუნეების წინააღმდეგ ტერორთან დაკავშირებული მიმოწერა გამოაქვეყნეს სოციალურმა ქსელებმა  C14-ის ლიდერის სოციალურ გვერდზე.

უუს ითხოვს მიტროპოლიტ თეოდოსს გაუხანგრძლივონ შინაპატიმრობა

SBU-ს თანამშრომლებმა მიტროპოლიტ თეოდოსს მიუტანეს საბუთი, სადაც მისთვის 24-საათიანი შინაპატიმრობის გახანგრძლივებას ითხოვენ.

სწორედ ახლა მეუ ცდილობს დაიკავოს უმე-ის ტაძარი კრემენჩუკში

მეუ-ს აქტივისტები ცდილობენ მორიგი მცდელობა განახორციელონ მართლმადიდებლური სალოცავის ხელში ჩასაგდებად.

მთავარეპისკოპოსმა პიმენმა წმ. ბარბარეს სკიტში ეკლესიას საფუძველი ჩაუყარა

წმინდა ბარბარეს სკეტის ტერიტორიაზე, სოფელ სტარი კორეცში ააშენებენ საეკლესიო სახლს წმინდა ლუკა ვოინო-იასენეცკის პატივსაცემად.

ჩერკასში, უმე-ის საკათედრო ტაძრის აღების შემდეგ, მიტროპოლიტი თეოდოსი საავადმყოფოში გადაიყვანეს

მოიერიშეები მეუფეს თავს დაესხნენ და სცემეს.