პატრიარქი პორფირი ჭეშმარიტი მწყემსი და მაგალითია მრევლისთვის,-ეპის. ვიქტორი

პატრიარქი პორფირი. ფოტო: mitropolija.com

სერბეთის პატრიარქი პორფირი - კიდევ ერთი ნამდვილი მწყემსია, რომელიც ღმერთმა აჩუქა თავის მიწიერ ეკლესიას. ამაზე კიევის მიტროპოლიის ვიკარმა, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ევროპულ საერთაშორისო ორგანიზაციებში, ბარიშევსკის ეპისკოპოსმა ვიქტორმა (კოცაბა) დაწერა საიტის "მე- კორესპოდენტი" -ს საკუთარ საავტორო ბლოგზე .

ამის დამამტკიცებლად იერარქი თვლის სიტუაციას ცეტინში, სადაც "პატრიოტები" და "ნაციონალისტები" ცდილობდნენ ხელი შეეშლათ   ჩერნოგორიისა და პრიმორსკის მიტროპოლიის  ახლადარჩეული მეთაურის ინტრონიზაციისათვის. მან განმარტა, რომ თუ ისინი მიაღწევდნენ ინტრონიზაციის გადატანას ჩერნოგორიის მთავარი სიწმინდიდან ცეტინის მონასტერში, პოდგორიცაში, მაშინ მოგვიანებით შეძლებდნენ გამოეცხადებინათ მისი არალეგიტიმურობა.

ხელისუფლება არწმუნებდა პატრიარქ პორფირის, რომ პოდგორიცა- ეს საუკეთესო ვარიანტია, რომელიც მისი  უსაფრთხოების გარანტიას იძლევა, და "სახელმწიფოს ხელმძღვანელობისა და სამართალდამცველების არგუმენტები ჟღერდა საკმაოდ დამაჯერებლად", აღნიშნა ეპისკოპოსმა ვიქტორმა.

მაგრამ, მისი სიტყვებით, "ნამდვილი მწყემსი თავის სამწყსოსგან არასდროს არ გარბის. პირიქით,  "კეთილი მწყემსი თავის სულს დადებს ცხვრებისთვის"(იოანე 10:11) .

"ზუსტად ასე მოიქცა პატრიარქი პორფირი- საფრთხის მიუხედავად, მან გადაწყვიტა, რომ უნდა იყოს იქ, სადაც მას ელიან, და უნდა გააკეთოს ის, რაც მისი ვალია ღმერთისა და მორწმუნე ხალხის წინაშე,-დაწერა უმე-ს იერარქმა. - ამიტომ სერბეთის პატრიარქი მაინც მივიდა ცეტინის მონასტერში, სადაც უხელმძღვანელა საღვთო ლიტურგიას, რომლის დროსაც ჩატარდა მიტროპოლიტ იოანიკეს ინტრონიზაცია".

პატრიარქი მაინც ჩავიდოდა ცეტინში, თუნდაც იქ არ ყოფილიყვნენ სამართალდაცველები, და დაეცვათ ის სახელმწიფოს ინიციატივით, და არა მისი პირადით, განმარტა ბარიშევსკის ეპისკოპოსმა.

"მისი საქციელი- ეს მისაბაძი მაგალითია.  ჩვენს ცხოვრებაში ხომ ხშირად დგება მომენტები, როდესაც საჭიროა გავაკეთოთ არჩევანი- გარემოებებს დავემორჩილოთ და დავნებდეთ თუ მაინც შევასრულოთ ჩვენი მისია, არაფრის მიუხედავად ? 

პატრიარქ პორფირის საქციელნა ნათლად აჩვენა, რომ ის  ნამდვილ მწყემსია თავისი სამწყსოსთვის.ჩერნოგორიის ყოველმა მცხოვრებმა დაინახა, რომ სერბეთის ეკლესიის წინამძღვარი წუხს არა საკუთარ თავზე,  ატარებს არა საკუთარ ინტერესებს, არამედ ზრუნავს ეკლესიაზე და პირველ რიგში აყენებს წმინდა წერილის აღსრულებას.

აშკარაა, რომ მიტროპოლიტ იოანიკეს ინტრონიზაცია- არის ეკლესიის ჭეშმარიტების  კიდევ ერთი დადასტურება და ამ სამყაროს ძალებზე ქრისტეს გამარჯვების ნათელი მაგალითი. ჩვენ გულწრფელად ვხარობთ, რომ   ღმერთმა  თავის მიწიერ ეკლესიას აჩუქა კიდევ ერთი ნამდვილი მწყემსი-პატრიარქი პორფირი, და ვიმედოვნებთ, რომ ის შემდგომშიც იქნება შთამაგონებელი მაგალითი მილიონობით მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის!",-დაასკვნა ბარიშევსკის ეპისკოპოსმა ვიქტორმა .

შეგახსენებთ, 2021 წლის 5 სექტემბერს სმე ცეტინის მონასტერში ჩატარდა ჩერნოგორიისა და პრიმორსკის მიტროპოლიტის იოანიკეს ინტრონიზაცია. აღშფოთებული რადიკალების გამო პატრიარქი პორფირი და მიტროპოლიის ახლადარჩეული მეთაური იძულებული გახდნენ ცეტინამდე ვერტმფრენით მისულიყვნენ, ხოლო ჩერნოგორიის პოლიცია ფარებით იცავდა იერარქებს სნაიპერებისგან.

სანამ უკრაინას ვიცავ, ჩემი სახლის წართმევა სურთ, - სამხედრო პირი ლავრაზე

ჯარისკაცს სურს სასამართლოში დაიცვას მონასტრის ბერები, რომლებსაც კიევ-პეჩერის ლავრიდან განდევნით ემუქრებიან.

ვენესუელაში პრეზიდენტმა შობა 1 ოქტომბერს აღნიშნა

კათოლიკურ ეკლესიას ამ მოვლენაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

გაეროს ანგარიში: ხელისუფლებას არ შეუწყვეტია ზეწოლა უმე-ზე

გაერომ აღნიშნა უკრაინაში მორწმუნეთა უფლებების დარღვევა.

კიევ-პეჩერის ლავრის საქმე უზენაეს სასამართლოში განიხილება

შეხვედრის თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

უმე-მ მოიგო სააპელაციო სასამართლო დესიატინის ეკლესიის დანგრევის წინააღმდეგ

უმე-ის დამცველები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაამტკიცებენ დესიატინის მონასტრის ვლადიმირ-ოლგინსკის ეკლესიის დანგრევის უკანონობას, რომელიც კულტურის სამინისტრომ გაანადგურა 2024 წლის მაისში.

ნორვეგიულმა ორგანიზაციამ ფორუმი 18 გააკრიტიკა უკრაინის კანონი 3894

ანალიტიკოსები თვლიან, რომ კანონი N 3894-IX ზედმეტად აფართოებს სახელმწიფოს უფლებამოსილებას რელიგიური თემების კონტროლისთვის, რაც არღვევს რელიგიის თავისუფლების შესახებ საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.