პატრიარქ ბართლომეს პოზიცია სამარცხვინო და აბსურდულია,-რმე სსუგ
მიტროპოლიტი ილარიონი (ალფეევი). ფოტო: rbc.ru
მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო-საეკლესიო ურთიერთობების განყოფილების (მს სსუგ) თავჯდომარემ, ვოლოკამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა (ალფეევი) განაცხადა, რომ სიტუაცია, რომელიც უკრაინაში პატრიარქმა ბართლომემ შექმნა სამარცხვინო და აბსურდულია, იუწყება რმე სსუგ-ს საიტი.
მიტროპოლიტ ილარიონის მოსაზრებით, უკრაინელი სქიზმატიკოსებისთვის ტომოსის მინიჭებით "2018 წელს პატრიარქმა ბართლომემ შეცდომა დაუშვა, რომელშიც მონანიება არანაირად არ სურს".
პატრიარქ ბართლომეს უკრაინაში ვიზიტის კომენტარში მიტროპოლიტმა ილარიონმა თქვა, რომ ფანარიონის მეთაური, "ცდილობს რა სასურველი სინამდვილედ გამოაჩინოს, ჩამოდის სქიზმატიკოსების ჯგუფთან და ეუბნება: აქ არის ნამდვილი ეკლესია, და იქ (უმე-ში, რედ.-), უბრალოდ ვიღაც ტიტულოვანი ეპისკოპოსები".
"ეკლესიას, რომელშიც 12 ათასი სამრევლო, 250 -ზე მეტი მონასტერი, ას ეპისკოპოსზე მეტი და მილიონობით მორწმუნეა, უბრალოდ ყურადღებას არ აქცევს პატრიარქი ბართლომე, რომელიც იქცევა ისე, თითქოს ის არ არსებობს. ეს აბსურდული და სამარცხვინო სიტუაციაა და მასში დამნაშავეა ერთი- ერთადერთი ადამიანი- კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე",- თვლის რმე სსუგ ხელმძღვანელი.
ბიბლიური გამონათქვამის "თავიანთი ნაყოფით იცნობთ მათ"(მათ.7:16), ვოლოკამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა აღნიშნა:"პატრირქ ბართლომეს ამ სამარცხვინო ვიზიტმა უკრაინაში მთელ მსოფლიოს უჩვენა იმ ქმედებების ნაყოფი, რომელიც მან ჩაიდინა".
ადრე მჟკ წერდა, რომ მიტროპოლიტ ილარიონის აზრით, მეუ-ს "სამღვდელოება- თვითმარქვიაა, რომელიც აღიარებულია ფანარიონის მიერ.
მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი, ტრამპის არჩევნებში გამარჯვების გამო აშშ-ს დატოვებს
მოზარდმა თქვა, რომ მაშინაც კი, თუ ტრამპის ანტიტრანსგენდერული წესები არ ამოქმედდება, ხალხი, ვინც მათ ხმა მისცა, არსად წავლენ.
სასამართლომ უმე-ს ვლადიმირის მიძინების საკათედრო ტაძრის კომპლექსის დაცლა მოსთხოვა
უმე-ს შეუძლია სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.
რელიგიურმა მეცნიერმა თქვა, რა უნდა გააკეთოს მეუ-მ, რომ გახდეს საპატრიარქო
ალექსანდრე საგანმა ისაუბრა უკრაინის მართლმადიდებლობაში არსებულ განხეთქილებაზე.
ლგბტ წარმომადგენლები კიევში „საგანმანათლებლო“ ქვიარ ფესტივალს გამართავენ
ორგანიზატორები ფესტივალის დეტალურ პროგრამას მოგვიანებით გამოაქვეყნებენ.
რმეს-ის გერმანიის ეპარქია ხსნის მონასტერს ბავარიის უძველეს ციხესიმაგრეში
მომავალი მონასტრის გასაღების საზეიმოდ გადასაცემად 500 მართლმადიდებელი ქრისტიანი ჩავიდა.