კრასნოსელკაში მეუ-ს მომხრეებმა მიიტაცეს უმე-ს იოანე ღვთისმეტყველის ტაძარი
უმე-ს კუთვნილი ტაძრის მიტაცების შემდეგ მეუ-ს «მღვდელმსახურმა» გადაიხადა «სამადლობელი პარაკლისი». ფოტო : facebook Красносілка - територія спілкування
2021 წლის 3 სექტემბერს უმე-ს მომხრეებმა განახორციელეს ვინიცკის ოლქის სოფ. კრასნოსელკის უმე-ს იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მიტაცება, იუწყება ტულჩინსკის ეპარქიის პრეს-სამსახური.
რეიდერების უკანონო ქმედებებზე იუწყებოდა ბერშადსკის საეკლესიო ოლქის კეთილმოწესე, დეკანოზი ოლეგ მურახოვსკი.
კეთილმოწესის სიტყვებით, დილის 10 საათზე მას დაურეკეს სოფლის მაცხოვრებლებმა და უთხრეს, რომ პოლიციის მიერ დალუქულ იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში მეუ-ს წარმომადგენლებმა მეუს-ს „მღვდლის“ როსტისლავ პროცანინისა და სერგი იარკოს მეთაურობით მოგლიჯეს ეკლესიის სახლის კარი, სადაც უმე-ს გაერთიანება დროებით ატარებდა ღვთისმსახურებებს. ამ დროს ტაძართან უკვე პოლიციის ორი ავტომობილი იდგა, თითქოს „მართლწესრიგის დაცვის უზრუნველსაყოფად“.
მეუ-ს მომხრეები აიძულებდნენ უმე-ს სასოფლო გაერთიანების მღვდელს ანდრია კოზიუკს შესულიყო ეკლესიის სახლში, სადაც თავდამსხმელებმა ჩაამტვრიეს ფანჯრები და კარები, რომ მას თავისი ნივთები წაეღო, „იმიტომ რომ ხვალ ისინი იქ უკვე აღარ დახვდება“.
12.15 კეთილმოწესემ შეატყობინა მომხდარის შესახებ 102 ხაზზე, მაგრამ საგამომძიებლო-ოპერატიული ჯგუფი ადგილზე 14.55 მოვიდა, თუმცა მანძილი რაიონული განყოფილებიდან სოფლამდე სულ 65 კმ-ია და მხოლოდ შშს ცხელ ხაზზე დარეკვის შემდეგ პოლიციამ დაიწყო განცხადებებისა და განმარტებების შეგროვება, მაგრამ ამ დროისთვის ტაძრის მიტაცების ორგანიზტორი როსტისლავ პროცანინი უკვე წასული იყო.
როგორც ეპარქიის საიტის შეტყობინებაშია აღნიშნული, ბერშადსკის საოლქო ტერიტორიული სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს ბატონ ნეჩიტაილოს ჰქონდა „ხელმძღვანელობის ზეპირი განკარგულება“ ტაძრის საკითხის „სწორი“ გადაწყვეტის უზრუნველყოფის თაობაზე.
„იქმნება შთაბეჭდილება, რომ ფანარიონის დიდმა მხარდამჭერებმა პატრიარქ ბართლომეს კიევში ვიზიტის დასრულების შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლების ყველა ორგანოსთვის „გასცეს ბრძანება“, რომ მან ხელი შეუწყოს მიტაცებას და უმე-ს ტაძრების გადაფორმებას, მათ შორის ბერშადსკშიც, ეგრეთ წოდებული მეუ-ს სასარგებლოდ, უკრაინის უმაღლესი სასამართლო ხელისუფლების საბოლოო გადაწყვეტილებების გამოტანამდე“, - განმარტეს ტულჩინსკის ეპარქიაში.
2021 წლის 4 სექტემბერს მეუ-ს განხეთქილების მონაწილეებმა სოფ. კრასნოსელკის მიტაცებულ ტაძარში გადაიხადეს „სამადლობელო პარაკლისი“.
რეიდერებმა მადლიერება გამოხატეს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მიმართ ტაძრისა და მასთან მიმდებარე ტერიტორიაზე მართლწესრიგის უზრუნვეყოფის გამო. რეიდერები ამტკიცებენ, რომ მეუ-ს გაერთიანება შევიდა ტაძარში „სასამართლოს ყველა ინსტანციის გადაწყვეტილებების საფუძველზე“.
ვინიცკის ოლქის სოფ. კრასნოსელკის იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მიტაცებას მეუ-ს მომხრეები ცდილობდნენ 2019 წლიდან, სოფლის მაცხოვრებლების უკანონო კრების ჩატარების შემდეგ ტაძრის მეუ-ში გადარეგისტრირების შესახებ. უმე-ს გაერთიანება სასამართლო წესით იბრძოდა ტაძარზე და საეკლესიო სახლზე თავისი უფლებისთვის. მთელი ამ დროის განმავლობაში ღვთისმსახურებები ტაძარში არ ტარდებოდა და ის პოლიციის მიერ იყო დალუქული.
როგორც მანამდე მჟკ იუწყებოდა, კრასნოსელკაში უმე-ს მღვდელმსახურის ოჯახს საეკლესიო სახლიდან ასახლებენ.
მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი, ტრამპის არჩევნებში გამარჯვების გამო აშშ-ს დატოვებს
მოზარდმა თქვა, რომ მაშინაც კი, თუ ტრამპის ანტიტრანსგენდერული წესები არ ამოქმედდება, ხალხი, ვინც მათ ხმა მისცა, არსად წავლენ.
სასამართლომ უმე-ს ვლადიმირის მიძინების საკათედრო ტაძრის კომპლექსის დაცლა მოსთხოვა
უმე-ს შეუძლია სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.
რელიგიურმა მეცნიერმა თქვა, რა უნდა გააკეთოს მეუ-მ, რომ გახდეს საპატრიარქო
ალექსანდრე საგანმა ისაუბრა უკრაინის მართლმადიდებლობაში არსებულ განხეთქილებაზე.
ლგბტ წარმომადგენლები კიევში „საგანმანათლებლო“ ქვიარ ფესტივალს გამართავენ
ორგანიზატორები ფესტივალის დეტალურ პროგრამას მოგვიანებით გამოაქვეყნებენ.
რმეს-ის გერმანიის ეპარქია ხსნის მონასტერს ბავარიის უძველეს ციხესიმაგრეში
მომავალი მონასტრის გასაღების საზეიმოდ გადასაცემად 500 მართლმადიდებელი ქრისტიანი ჩავიდა.