წინამძღვარი სტრიჟავკაში: მეუ-ში გადასული მრევლი ნელ-ნელა ბრუნდება

მიძინების სახელობის ტაძარი სტრიჟავკაში. ფოტო: pravmir.ru

მეუ-ში გადასული მრევლი ნელ-ნელა ბრუნდება. ამაზე განაცხადა  ვინიცის ოლქის ქალაქის ტიპის დასახლება სტრიჟავკის უმე-ს თემის წინამძღვარმა, მამა ვიქტორმა, იუწყება  «Правмир»-ი.

მღვდელმა ისაუბრა ერთ-ერთ ასეთ მორწმუნეზე- 90 წლის მნათე ლევზე.ის 20 წელზე მეტ ხანს ეხმარებოდა წინა წინამძღვარს, რომელიც 2018 წელს გადავიდა მეუ-ში და თავიდან მასთან დარჩა, თუმცა შემდეგ მაინც დაბრუნდა ეკლესიაში.

"მე, როგორც მღვდელმსახურს მაკვირვებს ეს ადამიანი,- გააზიარა მამა ვიქტორმა.-ძლივს დადის, ჯოხით, ზოგჯერ დახმარების გარეშე არ შეუძლია ტაძარში მოსვლა. მაგრამ დიდის ყოველ მსახურებაზე. "როგორ დაგტოვოთ, ვინ დაგეხმარებათ?"-ამბობს.  საკურთხეველში გვემსახურება წყნარად, თავმდაბლად, და თითქმის ყოველთვის თვალებზე ცრემლი აქვს. ღვთიური ადამიანია. და ასეთები ბევრი გვყავს".

ამჟამად თემი ლოცულობს მიძინების ტაძარ-ვაგონში. მღვდლის სიტყვებით, ეკლესია შეიქმნა თემისთვის თითქმის ერთდროულად მისი დანიშვნასთან , 2019 წლის აღდგომის შემდეგ, ხოლო მანამდე ადამიანები ლოცულობდნენ ღია ცის ქვეშ. სამრევლო თანდათან მრავლდება- ახლა დაახლოებით 60 ადამიანია და პატარა ტაძარი ძლივს იტევს მლოცველებს საკვირაო მსახურებაზეც კი, დღესასწაულებზე  არაფერი რომ არ ვთქვათ . ამიტომ მამაომ მრევლთან ერთად დაიწყო შენობის მიშენება, რომელიც უკვე თითქმის მზადაა.

მიძინების ძველი ტაძარი, გადასული მეუ-ში, დგას დაკეტილი, იქ რემონტია. მის სამრეკლოს უკვე დაადგეს ახალი გუმბათი სამკაპით,საიდანც ამოდის ჯვარი. დაკეტილია ჩამოკიდებული ბოქლომით ასევე დასახლების მეორე ტაძარიც, ნიკოლოზის-ისიც ასევე "ნებაყოფლობით" აღმოჩნდა მეუ-ში.

როგორც მჟკ უიწყებოდა, ვინიცის ოლქის კოლო-მიხაილოვკაში წინამძღვრისგან მიტოვებული უმე-ს  მრევლი ამთავრებს ახალის ტაძრის შენებას.

სანამ უკრაინას ვიცავ, ჩემი სახლის წართმევა სურთ, - სამხედრო პირი ლავრაზე

ჯარისკაცს სურს სასამართლოში დაიცვას მონასტრის ბერები, რომლებსაც კიევ-პეჩერის ლავრიდან განდევნით ემუქრებიან.

ვენესუელაში პრეზიდენტმა შობა 1 ოქტომბერს აღნიშნა

კათოლიკურ ეკლესიას ამ მოვლენაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

გაეროს ანგარიში: ხელისუფლებას არ შეუწყვეტია ზეწოლა უმე-ზე

გაერომ აღნიშნა უკრაინაში მორწმუნეთა უფლებების დარღვევა.

კიევ-პეჩერის ლავრის საქმე უზენაეს სასამართლოში განიხილება

შეხვედრის თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

უმე-მ მოიგო სააპელაციო სასამართლო დესიატინის ეკლესიის დანგრევის წინააღმდეგ

უმე-ის დამცველები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაამტკიცებენ დესიატინის მონასტრის ვლადიმირ-ოლგინსკის ეკლესიის დანგრევის უკანონობას, რომელიც კულტურის სამინისტრომ გაანადგურა 2024 წლის მაისში.

ნორვეგიულმა ორგანიზაციამ ფორუმი 18 გააკრიტიკა უკრაინის კანონი 3894

ანალიტიკოსები თვლიან, რომ კანონი N 3894-IX ზედმეტად აფართოებს სახელმწიფოს უფლებამოსილებას რელიგიური თემების კონტროლისთვის, რაც არღვევს რელიგიის თავისუფლების შესახებ საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.