პატრიარქმა კირილმა კომენტარი გაუკეთა ფანარიონის მეთაურის ვიზიტს უკრაინაში

პატრიარქი კირილი ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში. ფოტო: vologda-mitropolia.ru

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა პატრიარქ ბართლომეს ვიზიტს უკრაინაში ცოდვილი და გაუგებარი უწოდა, იუწყება ria.ru.

"დაე, შეგვეწიოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მართლმადიდებელი ეკლესიების ერთიანობის დაცვაში, რომელიც ირღვევა ბოროტი ძალების მიერ. ჩვენ ვიცით, რა ხდება დღეს მსოფლიო მართლმადიდებლობაში, ეს ძალები როგორ ცდილობენ უკრაინაში შექმნილი უმძიმესი სიტუაციის გამოყენებას , ცდილობენ დაარღვიონ მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობა. და რაღაცაში წარმატებული არიან:ამის მაგალითია ცოდვილი და გაუგებარი ჩამოსვლა კონსტანტინოპოლის პატრიარქისა კიევში და მისი მსახურება სქიზმატიკოსებთან ერთად", - წარმოთქვა პატრიარქმა კირილმა ქადაგებაში ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში.

პატრიარქი ბართლომე სტუმრობდა უკრაინას 20-დან 24 აგვისტომდე, მონაწილეობა მიიღო უკრაინის დამოუკიდებლობის 30 წლისთავის დღესასწაულზე. ვიზიტის დროს მან ჩაატარა ღვთისმსახურება მეუ-ს წინამძღვართან ეპიფანე დუმენკოსთან ერთად კიევში, წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარში, შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის, პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს და პარლამენტის სპიკერს დიმიტრი რაზუმკოვს.

ფანარიონის მეთაურის ვიზიტმა უკრაინაში გამოიწვია პროტესტი უმე-ს მორწმუნეებს შორის, რომლების 21 აგვისტოს მივიდნენ უმაღლეს რადასთან, რათა შეხვედროდნენ პატრიარქ ბართლომეს და გამოეხატათ თავისი უთანხმოება ტომოსის მინიჭებასთან დაკავშირებით, მაგრამ პატრიარქი ბართლომე მათთან არ გამოსულა.

როგორც ადრე მჟკ იუწყებოდა, ექსპერტმა განაცხადა, რომ ფანარიონის მეთაურის ვიზიტი შესაძლებელს ხდის მეუ-ს კავშირს უნიატებთან.

ჩერნიგოვის უმე-ს ჩამორთმეულ ტაძარში ფილმის ჩვენება გაიმართა

ეკრანი საკურთხევლის წინ დამონტაჟდა.

მიტროპოლიტ ლონგინოზის ადვოკატი: მოსამართლეებს სასამართლო პროცესის ვიდეო გადაღების აკრძალვა სურდათ

მას შემდეგ, რაც მოსამართლემ გადაწყვიტა სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩაეტარებინა, მეუფეს გულის შეტევა დაემართა.

უმე-ის ოდესის ეპარქია: გაჩუმება აღარ შეიძლება, ჩვენ დავიცავთ ეკლესიას

ეპარქიის პრესსამსახური ოკუპირებული ტერიტორიების ეპარქიებთან მიმართებაში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ეხმაურება.

ლუცკში მეუ-მ საკათედრო ტაძარი მოხატა ბიზნესმენების ფრესკებით

ამ ინიციატივის კრიტიკის გამო, კედლების შეფერვა მოუწიათ.

ელენსკი უმე-ის ეპისკოპოსების განცხადებაზე: ჩვენ ველოდებით არა დისკუსიას, არამედ რმე-დან გასვლას

ესთს-ის ხელმძღვანელმა ივარაუდა, რომ მისმა უნეტარესმა მხარი არ დაუჭირა ამ განცხადებას, რადგან მასზე მისი ხელმოწერა არ იყო.

სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფოს გადასცა პოჩაევის ლავრას სკიტი

პოჩაევის წმინდა სასულიერო მონასტრის სამი ეკლესია, რომელიც უმე-ს ეკუთვნის, სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა.