ექსპერტი ტომოსით „გაერთიანების“ შესახებ: ბართლომე სულელი არაა - ცბიერია

მიხეილ პოგრებინსკი. ფოტო: vesti.ua

პატრიარქი ბართლომე არ ტოვებს სულელი ადამიანის შთაბეჭდილებას, ესე იგი ის ცბიერი ადამიანია. ამის შესახებ პოლიტოლოგმა, კიევის პოლიტიკური კვლევებისა და კონფლიქტოლოგიის ცენტრის დამაარსებელმა და დირექტორმა, ფანარის მეთაურის უკრაინაში ვიზიტის შედეგების მიხედვით, მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის კომენტარში აღნიშნა.

მისი აზრით, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა კარგად იცის, რომ მის მიერ გაცემულმა ტომოსმა არ გააერთიანა, არამედ გაყო უკრაინელები და სხვა ყველაფერი ამის საწინააღმდეგოდ თქმული - ტყუილია. 

„ნუთუ ის წინასწარ არ გააფრთხილეს, რომ აქ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ბევრად მეტი რაოდენობის მორწმუნე ყავს, რომლებიც მას არასდროს არ მიიღებენ? მან ეს ყველაფერი იცოდა. მაგრამ ის იმ როლს ასრულებს, რომელიც მას ოკეანსმიღმა პატრონებმა დააკისრეს. რა თქმა უნდა, ტომოსი ყოფს და მან ეს იცის. მაგრამ ის ცბიერი ადამიანია, უკრაინულად „ბრეხუნი“. ასეთი ადამიანი რელიგიური მსახურების მაგალითი ვერ გახდება. ადამიანი თავხედურად იტყუება, თავხედურად იქცევა: ეს თქვენი ტერიტორია არ არის, თქვენ არ უნდა გამოდიოდეთ სოფიაში. მაგრამ ის გამოვიდა“, - ხაზი გაუსვა ექსპერტმა. 

კიდევ კარგი, ვლადიმერ ზელენსკიმ პატრიარქი ოფიციალურ ღონისძიებაზე კიევის სოფიას ტერიტორიაზე არ მოიწვია, სადაც სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ - ეს იყო უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიის პირობა და მოთხოვნა, თუმცა პოლიტოლოგი თვლის, რომ ხელისუფლება გააგრძელებს ეკლესიაზე ზეწოლის მცდელობას.

„წააქეზებს თუ არა ტაძრებისა და მონასტრების მიტაცებას -  ამას არ ველოდები. ახლა მსოფლიოში სიტუაცია იცვლება, ასე თუ ისე ზელენსკი მივიდა იმ აზრამდე, რომ დასავლეთი მას არ დაეხმარება, რომ ეს მხოლოდ სიტყვებია, თუ ასეა - ცოტა თავშეკავებულად უნდა ვიქცეოდეთ“, - დაასკვნა მიხეილ პოგრებენსკიმ.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ სანამ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიის ათასობით მორწმუნე ცდილობს ფანარიონის მეთაურთან შეხვედრას და მოყოლას, თუ რა მოუტანა სინამდვილეში უკრაინას მის მიერ გაცემულმა ტომოსმა, პატრიარქი ბართლომე ამბობდა, რომ ახლა უკრაინელები ერთიანები არიან, ვინაიდან „სიმბოლურად ჩვენი ეკლესიის მიერ არიან ცხებულნი“.

ჩერნიგოვის უმე-ს ჩამორთმეულ ტაძარში ფილმის ჩვენება გაიმართა

ეკრანი საკურთხევლის წინ დამონტაჟდა.

მიტროპოლიტ ლონგინოზის ადვოკატი: მოსამართლეებს სასამართლო პროცესის ვიდეო გადაღების აკრძალვა სურდათ

მას შემდეგ, რაც მოსამართლემ გადაწყვიტა სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩაეტარებინა, მეუფეს გულის შეტევა დაემართა.

უმე-ის ოდესის ეპარქია: გაჩუმება აღარ შეიძლება, ჩვენ დავიცავთ ეკლესიას

ეპარქიის პრესსამსახური ოკუპირებული ტერიტორიების ეპარქიებთან მიმართებაში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ეხმაურება.

ლუცკში მეუ-მ საკათედრო ტაძარი მოხატა ბიზნესმენების ფრესკებით

ამ ინიციატივის კრიტიკის გამო, კედლების შეფერვა მოუწიათ.

ელენსკი უმე-ის ეპისკოპოსების განცხადებაზე: ჩვენ ველოდებით არა დისკუსიას, არამედ რმე-დან გასვლას

ესთს-ის ხელმძღვანელმა ივარაუდა, რომ მისმა უნეტარესმა მხარი არ დაუჭირა ამ განცხადებას, რადგან მასზე მისი ხელმოწერა არ იყო.

სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფოს გადასცა პოჩაევის ლავრას სკიტი

პოჩაევის წმინდა სასულიერო მონასტრის სამი ეკლესია, რომელიც უმე-ს ეკუთვნის, სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა.