რფ-ში ავტოკეფალიის მომხრეებმა მიტ. ალექსის მკვლელობის დოკუმენტი გაასაჯაროეს

მიტროპოლიტი ალექსი (გრომადსკი). ფოტო: wikipedia.org

რუსეთის ფედერაციის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოხდა დოკუმენტების განსაიდუმლოება უკრაინის ეკზარქოსის, ვოლინსკისა და ჟიტომირის მიტროპოლიტ ალექსის (გრომადსკი) მკვლელობის შესახებ. მასალიდან, რომელიც გამოქვეყნებულია პროექტში „ხანდაზმულობის ვადის გარეშე“, გამომდინარეობს, რომ 1943 წელს ეკზარქოსის მკვლელობა ორგანიზებული იყო ჰიტლერის მომხრეების მიერ უკრაინელ ნაციონალისტებთან ერთად, რომლებიც აქტიურად ეხმარებოდნენ განხეთქილებაში მყოფ უკრაინის ავტონომიური მართლმადიდებელი ეკლესიას, იუწყება РИА Новости.

მიტროპოლიტი ალექსი მეთაურობდა მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაში მყოფ უკრაინის ავტონომიურ მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც უკრაინაში კანონიკური საეკლესიო მართვის მოწყობისთვის 1941 წლის აგვისტოში ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეიქმნა. 

დოკუმენტებს შორის არის ცნობა, რომელიც 1944 წლის ივლისში კურსკისა და ბელგოროდის არქიეპისკოპოსმა პიტირიმმა გაუგაზვნა სსრკ სახალხო კომისართა საბჭოსთან არსებულ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა საბჭოს თავმჯდომარეს გიორგი კარპოვს. მასში წერია, რომ 1943 წლისთვის „ბრძოლა ორ ეკლესიურ მიმდინარეობას შორის უფრო გამძაფრდა“.

„გახშირდა „ბანდეროვცების“ მიერ ავტონომიური მღვდლების მკვლელობის შემთხვევები, - იუწყებოდა არქიეპისკოპოსი პიტირიმი. - ავტოკეფალისტები უფრო წინ წავიდნენ. მათ გადაწყვიტეს თავიანთი მთავარი მოწინააღმდეგის - მიტროპოლიტ ალექსის განადგურება. ამ ღონისძიების მოწინააღმდეგე არავინ არ იყო, ეტყობა გერმანელებიც. მათ არ აწყობდათ მიტროპოლიტ ალექსი გრომადსკის გაზრდილი ძალაუფლება და გავლენა“. 

მან აღნიშნა, რომ ხმები მათი გეგმების შესახებ ვრცელდებოდა მიტროპოლიტის სიკვდილამდე დიდი ხნით ადრე. შემდეგ, მოწმეთა ჩვენებებით, მან აღწერა 7 მაისს მომხდარი მკვლელობის გარემოებები.

„მიტროპოლიტმა ალექსიმ მიიღო მოწვევა ქალაქ ლუცკის გენერალური კომისრისგან სკოლის საქმეებთან დაკავშირებით. ქალაქ კრემენცის „გებიტსკომისარი“ (საოლქო კომისარი) აქტიურ მონაწილეობას იღებდა <...> გაგზავნაში ლუცკში“, - იუწყებოდა არქიეპისკოპოსი. 

მისი სიტყვებით, „გებიტსკომისარმა“ მკვლელობის დღეს სასწრაფოდ გამოიძახა მიტროპოლიტი ალექსი პოჩაევოს ლავრიდან და მისცა მანქანა ყოველგვარი დაცვის გარეშე. მდივნის, დეკანოზ თეოდორე იურკევიჩისა და თარჯიმან მარკ ჟიხარევის თანხლებით 8:30 იერარქი გაემგზავრა ლუცკის მიმართულებით. აგრეთვე, დაამატა არქიეპისკოპოსმა პიტირიმმა, ადგილობრივ ორგანიზაციებში შემოდიოდა უცნობთა ზარები, რომლებიც უკმაყოფილებას გამოხატავდნენ იმის გამო, რომ მიტროპოლიტი არ ჩქარობდა გამგზავრებას.

„მიტროპოლიტის გამგზავრებიდან 20 წუთში გავრცელდა ხმები, რომ ალექსი და მისი თანამგზავრები მოკლულები არიან. კონსისტორიამ მიმართა ხელისუფლებას გადამოწმების თხოვნით. კომისარიატს დიდი ინტერესი არ გამოუხატავს ამ მოვლენის მიმართ  და მხოლოდ საღამოს გააგზავნა  ექიმი მანქანით. ეს მანქანა გზაზე შეხვდა გერმანელთა რაზმს, რომელსაც მანქანით მოჰქონდა ოთხი გვამი. ალექსის გვამი ჯერ თბილი იყო და მას შვიდი ჭრილობა ჰქონდა“, - იუწყებოდა მღვდელმსახური დოკუმენტში. 

შემდეგ მან მოიყვანა ერთ-ერთი თვითმხილველის ნაამბობი, რომელმაც ტყეში დამტვრეული მანქანა დაინახა დაღუპულთა გვამებით. მისი სიტყვებით, დაჭრილი მიტროპოლიტი იმ მომენტში ცოცხალი იყო და დახმარებას ითხოვდა. გამვლელმა მიმართა გლეხებს, რომლებიც იქვე მინდორში ბარავდნენ და თხოვა მათ მოკლულები კრემენეცში წაეყვანათ, ამისთვის ნებისმიერ გასამრჯელოს დაპირდა. მაგრამ ნაციონალისტების მიერ დაშინებულმა გლეხებმა სასტიკი უარი თქვეს. როდესაც გამვლელი მანქანასთან დაბრუნდა, „მიტროპოლიტი ალექსი უკვე მკვდარი დახვდა და მას ახალი ჭრილობები ჰქონდა“.

„არც ერთ იმ პირს, ვინც ახლოს იდგა ალექსისთან, ეჭვი არ ეპარება, რომ მკვლელობა ჩაიდინეს „პოლიკარპოვცებმა“ (უკრაინის ავტონომიური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის პოლიკარპე სიკორსკის სახელით, - რედ.)“, - იუწყებოდა არქიეპისკოპოსი პიტირიმი.

მან აგრეთვე მოიყვანა დუბნელი დეკანოზის  ვლადიმერ კოვალსკის აზრი, რომელიც ამტკიცებდა, რომ მიტროპოლიტი მოკლა ეგრეთ წოდებულმა ტყის მღვდელმა-ნაციონალისტმა პეტრე მელნიკმა, „რომელიც ცნობილი იყო თავისი ტერორისტული ქმედებებით“. მტკიცებულება იმისა, რომ მელნიკი მკვლელია, დეკანოზის აზრით, არის გამშვენებული ჯვარი, რომელიც მიტროპოლიტის თანმხლებს, დეკანოზ თეოდორე იურკევიჩს ეკუთვნოდა.

მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ 1943 წლის 7 მაისს მიტროპოლიტი ალექსი მოკლეს უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციის (მელნიკის) მებრძოლებმა, როდესაც მან გაიარა სოფელი სმიგა ვოლინში. 1961 წელს ჩიკაგოში გამოსცეს უკრაინული ამბოხების არმიის მებრძოლის მაქსიმ სკორუპსკის („მაქსი“) წიგნი, რომელიც დაწვრილებით ყვებოდა იმაზე, როგორ დაცხრილეს მებრძოლებმა „ხრენის“ მეთაურობით მიტროპოლიტის მანქანა.

ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ამერიკის საელჩოს ეწვია

ბმე-ს ახლად არჩეულმა პატრიარქმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ზეიმებში მიიღო მონაწილეობა.

ექსპერტი: კანონი 8371 არის მიზეზი იმისა, რომ უკრაინამ მილიარდობით პრეტენზია გადაიხადოს აუეს-ში

უკრაინის ომბუდსმენის ყოფილმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ხედავს ქვეყანაში მორწმუნეთა უფლებების სისტემატურ დარღვევას.

საფრანგეთში, რკე-ის ტაძარში დემონების გამოსახულების გამოფენა იმართება

დემონების გამოსახულებები პირდაპირ დგას ტაძრის საკურთხევლის წინ და ნათლობის ჭურჭელთან, სხვები კი კედლებზე და ტაძრის შიგნით.

უმე-ის მღვდელმა აღწერა, როგორ მიდის მისი სულიერი ცხოვრება წინასწარი დაკავების იზოლატორში

"ჯერ თავიდან სწავლობ ლოცვას, მაგრამ არა ხატების წინ, არამედ ლოგინზე ჯდომისას, მერე პირველ ხატს შემოგიგზავნიან..."

კრივოი როგში მიტროპოლიტ არსენის საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართა

ეპისკოპოსი რჩება წინასწარი დაკავების იზოლატორში.

ევროკავშირში ამტკიცებენ, რომ უმე-ის აკრძალვა მომგებიანია არა პოროშენკოს, არამედ უკრაინისთვის

ისინი, ვინც ამბობენ, რომ უმე-ის აკრძალვა მომგებიანია ევროკავშირის პარტიისთვის, პრეზიდენტის შიშებზე თამაშობენ, თვლის პავლენკო.