ბართლომე აერთიანებს მართლმადიდებლობას მხოლოდ თავის ფანტაზიებში, - ექსპერტი
ფონდ «Украинская политика»/UP Foundation ხელმძღვანელი კონსტანტინე ბონდარენკო. ფოტო: uapolicy.org
უკრაინაში კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს ვიზიტის დროს მან უარი განაცხადა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეებთან შეხვედრაზე, რამდენადაც ისინი არ აღიარებენ მის „მსოფლიო“ უფლებამოსილებებს, რომელიც მხოლოდ ფანარიონის მეთაურის ფანტაზიებში არსებობს, თქვა მჟკ-თან კომენტარის გაკეთებისას ფონდი „უკრაინის პოლიტიკა”/UP Foundation ხელმძღვანელმა, ისტორიკოსმა, პოლიტოლოგმა კონსტანტინე ბონდარენკომ.
ის თვლის, რომ პატრიარქი ბართლომე „ ცხოვრობს თავის ტალღაზე“, სრული რწმენით, რომ მის მიერ მეუ-ს შექმნამ გააერთიანა მართლმადიდებელი უკრაინელები, თუმცა, სინამდვილეში ყველაფერი პირიქით მოხდა. „მას (პატრიარქი ბართლომე- რედ.) ალბათ, სჯერა, რომ მისი ქმედებები იყო მართებული და ის აერთიანებს მართლმადიდებელ სამყაროს. სინამდვილეში მას შეაქვს სერიოზული განხეთქილება და ეს ეხება უკვე არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მსოფლიო მართლმადიდებლობასაც“, - განაცხადა ექსპერტმა.
კონსტანტინე ბონდარენკო თვლის, რომ უმე-ს დევნის გაძლიერება ხელისუფლების მხრიდან უკრაინაში ფანარიონის მეთაურის ვიზიტით არ იქნება პროვოცირებული, რამდენადაც მისი მომწვევი პოლიტიკოსები ხელმძღვანელობდნენ თავიანთი პიარით და არა რელიგიური მოტივებით. ამასთან, შესაძლებელია ტაძრების მიტაცების ახალი მცდელობები მეუ-ს მომხრეების მხრიდან. „ეს ნავთს ასხამს ცეცხლში და იქნება ტაძრების მიტაცების მცდელობები, მაგრამ რეალურად მოცემულ სიტუაციაში ვფიქრობ: პრეზიდენტის ოფისმა აღნიშვნა გააკეთა „ჩამოვიდა ბართლომე“, შედგა ფოტოსესია და ამით ყველაფერი დასრულდა, - განაცხადა პოლიტოლოგმა. - ისინი, ვინც ის მოიპატიჟა, აზროვნებენ არა ეკუმენიზმის, რელიგიურობის, რწმენის კატეგორიებით, ისინი აზროვნებენ პიარისა და იდეოლოგიური მანიპულაციების კატეგორიებით და სულ ესაა“.
როგორც ადრე მჟკ წერდა, ფანარიონის მეთაურის ვიზიტი ზრდის მეუ-ს უნიატებთან კავშირის ალბათობას, თვლის ექსპერტი.
მიტროპოლიტ ლონგინოზის ადვოკატი: მოსამართლეებს სასამართლო პროცესის ვიდეო გადაღების აკრძალვა სურდათ
მას შემდეგ, რაც მოსამართლემ გადაწყვიტა სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩაეტარებინა, მეუფეს გულის შეტევა დაემართა.
უმე-ის ოდესის ეპარქია: გაჩუმება აღარ შეიძლება, ჩვენ დავიცავთ ეკლესიას
ეპარქიის პრესსამსახური ოკუპირებული ტერიტორიების ეპარქიებთან მიმართებაში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ეხმაურება.
ლუცკში მეუ-მ საკათედრო ტაძარი მოხატა ბიზნესმენების ფრესკებით
ამ ინიციატივის კრიტიკის გამო, კედლების შეფერვა მოუწიათ.
ელენსკი უმე-ის ეპისკოპოსების განცხადებაზე: ჩვენ ველოდებით არა დისკუსიას, არამედ რმე-დან გასვლას
ესთს-ის ხელმძღვანელმა ივარაუდა, რომ მისმა უნეტარესმა მხარი არ დაუჭირა ამ განცხადებას, რადგან მასზე მისი ხელმოწერა არ იყო.
სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფოს გადასცა პოჩაევის ლავრას სკიტი
პოჩაევის წმინდა სასულიერო მონასტრის სამი ეკლესია, რომელიც უმე-ს ეკუთვნის, სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა.