კიევში ფანარიონს უნდოდა ეჩვენებინა ძალაუფლება, რომელიც არა აქვს, - დ.ჯოგო
დეკანოზი დარკო ჯოგო. ფოტო: slobodnahercegovina.com
უკრაინაში პატრიარქ ბართლომეს ვიზიტი მოტივირებული იყო ძალაუფლების დემონსტრირების აუცილებლობით, რომელიც ფანარიონს სინამდვილეში არა აქვს, თქვა წმინდა ვასილი ოსტროჟსკის სახელობის უნივერსიტეტის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ფაკულტეტის პროფესორმა, აღმოსავლეთ სარაევოში სერბული მართლმადიდებლური ეკლესიის დეკანოზმა დარკო ჯოგომ Sputnik Србија-სთან ინტერვიუში.
"ეს ვიზიტი უკრაინელი ნაციონალისტებისთვის აუცილებელი იყო იმიტომ, რომ წარმოადგინონ თავისი ახლად შეძენილი ეკლესიური იდენტობა როგორც მართლმადიდებელ სამყაროში საყოველთაოდ აღიარებული და მიღებული,- აღნიშნა მამა დარკომ.- უკრაინელი ნაციონალისტებისათვის ფსევდო-მსოფლიო პატრიარქის ვიზიტი უნდა გახდეს მთელი პროცესის ერთგვარ ლეგიტიმიზაციად, რომელიც დაიწყო ადრე პოროშენკოს და ყოფილი ხელისუფლების დროს".
პროფესორის სიტყვებით, საერო ხელისუფლებას ჰქონდა ფანარიონის მეთაურის მოწვევის საკუთარი მოტივი -თავისი კანონიერების კიდევ ერთხელ დამტკიცების აუცილებლობა.
"თვითონ ფანარიონი, მეორეს მხრივ, აშკარად საჭიროებს ძალაუფლების დემონსტრირებას, რომელიც სინამდვილეში მას არ გააჩნია, და გამორიცხული არაა, რომ არსებობს გარკვეული მომგებიანი მოტივები, იმიტომ რომ, როგორც ჩვენ ვიცით ეგრეთწოდებული ავტოკეფალიის შესახებ ეგრეთწოდებულ ტომოსზე, მითითებული იყო კონკრეტული ფინანსური შეღავათებიდა მონასტრების სტატუსები უკრაინაში, რომელმაც უნდა მოუტანოს სარგებელი კონსტანტინოპოლს",-არნიშნა სერბეთის ეკლესიის მღვდელმსახურმა.
მამა დარკომ ყურადღება მიაქცია, რომ მრავალრიცხოვანი მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, რომლებმაც განათლება მიიღეს ბერძნულთან ახლოს, იზიარებენ იდეას იმაზე, რომ ფანარიონი ასრულებს მთელი მართლმადიდებლობის პოლიციელის როლს. და , მიუხედავად კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს აშკარა აგრესიულობისა ისინი აგრძელებენ ამის კეთებას.
სხვა მხრივ, არიან ადამიანები, რომლებიც არ ემხრობიან ფანარიონის ქმედებებს, თუმცა სვამენ კითხვას: "რას ვიზამთ, თუ კონსტანტინოპოლი წაგვართმევს ჩვენს ავტოკეფალიას?". სერბი ღვთისმეტყველის აზრით, ეს კითხვა საფრთხეს უქმნის ეკლესიას.
"გარდა მრავალსაუკუნოვანი გამოცდილებისა, რომელმაც აჩვენა, რომ კონსტანტინოპოლი არ არის კეთილგანწყობილი, ასეთი შეკითხვის დასმა სასიკვდილოდ საშიშია თანამედროვე მართლმადიდებლობისათვის",-თქვა მან. - ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ თანდათან უნდა შევეგუოთ სამყაროს, რომელშიც არ იქნება კონსტანტინოპოლის საპატრიარქო".
როგორც მჟკ იუწყებოდა, პატრიარქმა ბართლომემ განაცხადა, რომ მართლმადიდებლები და კათოლიკები მიისწრაფვიან აღადგინონ თანაზიარობის ერთობა.
მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი, ტრამპის არჩევნებში გამარჯვების გამო აშშ-ს დატოვებს
მოზარდმა თქვა, რომ მაშინაც კი, თუ ტრამპის ანტიტრანსგენდერული წესები არ ამოქმედდება, ხალხი, ვინც მათ ხმა მისცა, არსად წავლენ.
სასამართლომ უმე-ს ვლადიმირის მიძინების საკათედრო ტაძრის კომპლექსის დაცლა მოსთხოვა
უმე-ს შეუძლია სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.
რელიგიურმა მეცნიერმა თქვა, რა უნდა გააკეთოს მეუ-მ, რომ გახდეს საპატრიარქო
ალექსანდრე საგანმა ისაუბრა უკრაინის მართლმადიდებლობაში არსებულ განხეთქილებაზე.
ლგბტ წარმომადგენლები კიევში „საგანმანათლებლო“ ქვიარ ფესტივალს გამართავენ
ორგანიზატორები ფესტივალის დეტალურ პროგრამას მოგვიანებით გამოაქვეყნებენ.
რმეს-ის გერმანიის ეპარქია ხსნის მონასტერს ბავარიის უძველეს ციხესიმაგრეში
მომავალი მონასტრის გასაღების საზეიმოდ გადასაცემად 500 მართლმადიდებელი ქრისტიანი ჩავიდა.