40 000 მორწმუნე ლიტანიობით მიემართება კამენც-პოდოლსკიდან პოჩაევისკენ

ჯვარით მსვლელობა კამენეც - პადოლსკი – პოჩაევო. ფოტო: СПЖ

19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულზე, 40 000 მორწმუნე გამოვიდა ლიტანიობაზე კამენც-პოდოლსკიდან პოჩაევის ლავრაში, გვატყობინებენ უმე-ს კამენც-პოდოლსკის ეპარქიის საკათედრო ტაძრის საიტზე.

ლოცვითი მსვლელობა დაიწყო კამენც-პოდოლსკის შემოგარენში - ღვთისმშობლის შობის ტაძრიდან სოფელ დოლჟოკში.

კამენც-პოდოლსკისა და გოროდოკიის მიტროპოლიტი თეოდორე სათავეში ჩაუდგა პარაკლისს, მიმართა მორწმუნეებს სიტყვით, დალოცა მომლოცველები და შემდეგ თავად ჩაუდგა ლიტანიობას სათავეში.

მიტროპოლიტი თეოდორე ლიტანიობის მონაწილეებს შორის. ფოტო: СПЖ

მჟკ-ს არაოფიციალური წყაროების ცნობით, პოლიციაში სამართალდამცავებმა დაახლოებით 40 000 მორწმუნე დაითვალეს. ლიტანიონის მონაწილეთა კოლონა 10 კილომეტრზე გაიშალა. მორწმუნეები ერთი კვირის განმავლობაში გაივლიან 250 კილომეტრს  პოჩაევის ლავრამდე. მსვლელობაში მონაწილეობენ მომლოცველები სერბეთიდან, ბელარუსიდან, რუმინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.

„რამოდენიმე ასწლეულის მანძილზე მართლმადიდებელი ქრისტიანები კამენც-პოდოლსკიდან პოჩაევში მოსალოცად მემართებიან - აღნიშნეს ეპარქიაში. - ამ ხნის განმავლობაში, 250 კმ დაძლევისას, ყველა მომლოცველს აქვს შესაძლებლობა გარკვეულწილად განიმტკიცოს თავისი სხეული და სული, ისწავლოს მოყვასისადმი თანაგანცდა, მორჩილება, მოთმინება, ქრისტიანული სიყვარულისა და ქველმოქმედების გამოვლენა, ბოლოსდაბოლოს, უბრალოდ საკუთარი თავის გაგება, მის არსში ჩახედვა“.

როგორც მჟკ წერდა, ამ დღეს 4 ათასზე მეტი მორწმუნე გამოვიდა ლიტანიობით ბრაილოვიდან პოჩაევისკენ.

მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი, ტრამპის არჩევნებში გამარჯვების გამო აშშ-ს დატოვებს

მოზარდმა თქვა, რომ მაშინაც კი, თუ ტრამპის ანტიტრანსგენდერული წესები არ ამოქმედდება, ხალხი, ვინც მათ ხმა მისცა, არსად წავლენ.

რადა პორნოს დეკრიმინალიზაციის ინიციატივით გამოვიდა

კანონპროექტს მხარი 28-მა დეპუტატმა დაუჭირა.

სასამართლომ უმე-ს ვლადიმირის მიძინების საკათედრო ტაძრის კომპლექსის დაცლა მოსთხოვა

უმე-ს შეუძლია სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

რელიგიურმა მეცნიერმა თქვა, რა უნდა გააკეთოს მეუ-მ, რომ გახდეს საპატრიარქო

ალექსანდრე საგანმა ისაუბრა უკრაინის მართლმადიდებლობაში არსებულ განხეთქილებაზე.

ლგბტ წარმომადგენლები კიევში „საგანმანათლებლო“ ქვიარ ფესტივალს გამართავენ

ორგანიზატორები ფესტივალის დეტალურ პროგრამას მოგვიანებით გამოაქვეყნებენ.

რმეს-ის გერმანიის ეპარქია ხსნის მონასტერს ბავარიის უძველეს ციხესიმაგრეში

მომავალი მონასტრის გასაღების საზეიმოდ გადასაცემად 500 მართლმადიდებელი ქრისტიანი ჩავიდა.