სინოდმა ახალი ვიკარი ეპისკოპოსი აირჩია ფეოდოსიის უმე-ს ეპარქიისათვის

არქიმანდრიტი აგაფონი. ფოტო: Фейсбук-страница епископа Виктора (Коцабы)

2021 წლის 27 აგვისტოს გამართულ სხდომაზე უმე-ს წმინდა სინოდმა აირჩია კიევ-პეჩერის მიძინების ლავრის სავანეში მცხოვრები არქიმანდრიტი აგაფონი (ოპანასენკო) კოქტებელის  ეპისკოპოსად, ფეოდოსიის ეპარქიის ვიკარად. ამაზე იტყობინება უმე-ს საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილება.

არქიმანდრიტი აგაფონი (ვიაჩესლავ ოპანასენკო) დაიბადა 1977 წლის 13 ნოემბერს ხარკოვში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ 1994-წლიდან 1995-წლამდე ეწეოდა მნათეს  და იპოდიაკვანის მორჩილებას ხარკოვის ხარების ტაძარში. 1999 წელს დაამთავრა ოდესის სასულიერო სემინარია, ხოლო 2003 წელს-კიევის სასულიერო აკადემია. 2003-დან 2004 წლამდე ასწავლიდა ხარკოვის სასულიერო სემინარიაში.

2004 წელს მიიღეს კიევ-პეჩერის ლავრის საძმო თემში მარჯვენა კლიროსის მორჩილებაზე. იმავე წლის სექტემბერში ის აღკვეცეს ანაფორაში სახელით ვიაჩესლავი, ჩეხეთის წმინდანის ვიაჩესლავის პატივსაცემად, ხოლო ოქტომბერში აკურთხეს დიაკვნად კიევ-პიჩერის ლავრის მიძინების ტაძარში.

2005 წლის 23 მარტს აღიკვეცა მანტიაში სახელით აგაფონი ღირსი აგაფონ პეჩერსკის პატივსაცემად, 2006 წლის 11 სექტემბერს აკურთხეს მღვდელმონაზონად. წმინდა აღდგომის დღისათვის 2009 წელს დაჯილდოვებულია გამშვენებული ჯვრით.

2015 წლის 28 აგვისტოს აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში. 2018 წლისათვის კიევ-პეჩერის ყველა წმინდანთა დღესასწაულზე დაჯილდოვდა მეორე გამშვენებული ჯვრით. იყო კლიროსის, მღვდლის მორჩილებაში, ხოლო 2018 წლის 20 დეკემბრიდან კიევ-პეჩერის ლავრის საეკლესიო საკუთრების განმკარგულებლად.

ასევე მჟკ წერდა, რომ უმე-ს წმინდა სინოდმა დალოცა ორი ახალი მონასტრის დაარსება და მიიღო გადაწყვეტილება აკურთხონ ხუთი ახალი ადგილობრივი  წმინდანი.

ჩერნიგოვის უმე-ს ჩამორთმეულ ტაძარში ფილმის ჩვენება გაიმართა

ეკრანი საკურთხევლის წინ დამონტაჟდა.

ვოლინში უმე-ს კიდევ ერთი მღვდლის მობილიზება მოხდა

მღვდელმსახურისგან ითხოვენ, რომ მან იარაღით ხელში იმსახუროს.

2 ნოემბერი - ჟურნალისტთა წინააღმდეგ დანაშაულებებთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა

ნახევარ წელზე მეტი გავიდა, რაც დააპატიმრეს და საგამოძიებო იზოლატორში განათავსეს მჟკ-ს მართლმადიდებელი ჟურნალისტები, რომლებსაც  უკრაინაში რელიგიური სიტუაციის გაშუქების გამო უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

გერმანიაში მიტროპოლიტმა ვიქტორმა პარიზის უმე-ს მრევლისთვის დიაკვანი აკურთხა

ღვთისმსახურების დროს ლოცულობდნენ მორწმუნეები უკრაინიდან, გერმანიიდან და საფრანგეთიდან.

მართლმადიდებელი ქრისტიანები დიმიტრის (მშობელთა სულის მოსახსენიებელ) შაბათს აღნიშნავენ

ამ დღეს და წინადღით მართლმადიდებლები მიდიან ტაძარში, სადაც იხდიან მსახურებებს მიცვალებულთათვის: პარასკევს საღამოს - ლოცვას მიცვალებულთა სულებისთვის, შაბათს დილით - ლიტურგიას, მის შემდეგ კი - დიდ პანაშვიდს.

კამენეც-პოდოლსკში ხატწერის სასწავლებლის დაარსების 25 წლის იუბილე აღნიშნეს

ღვთისმსახურება ჩაატარეს კამენეც-პოდოლსკისა და გოროდოკსკის მიტროპოლიტმა თეოდორემ და ნეჟინსკისა და პრილუკსკის მიტროპოლიტმა კლიმენტმა.