უმე-ს სინოდმა დანიშნა ლუგანსკის ეპარქიის ახალი მმართველი

მიტროპოლიტი პანტელეიმონი. ფოტო: rovenky-ep.org.ua

2021 წლის 17 აგვისტოს წმინდა სინოდის მორიგ სხდომაზე, რომელიც ტარდებოდა კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესი მიტროპოლიტის ონოფრეს თავმჯდომარეობით, მიტროპოლიტი პანტელეიმონო (პოვოროზნიუკი) დანიშნული იყო უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ლუგანსკის ეპარქიის მმართველად, იუწყება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საინფორმაციო-საგანმანათლებლო ცენტრი.

როვენსკისა და სვერდლოვსკის ყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტის პანტელეიმონის ლუგანსკის ეპარქიის ახალ მმართველად დანიშვნა დაკავშირებულია იმასთან, რომ 2021 წლის 18 ივნისს ღვთივგანისვენა ლუგანსკისა და ალჩევსკის ყოვლადუსამღვდელოესმა მიტროპოლიტმა მიტროფანემ, საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ და წმინდა სინოდის მუდმივმა წევრმა.

მიტროპოლიტი პანტელეიმონი დაიბადა 1973 წლის 24 აგვისტოს ვინიცკის ოლქის გაისიინსკის რაიონის სოფელ ბუბნოვკაში. 1980-1990 წლებში სწავლობდა ბუბნოვსკის საშუალო სკოლაში, ხოლო 1991 წლის 5 დეკემბრიდან იყო მედავითნე სოფელ ბუბნოვკის წმინდა სამების ტაძარში. 

1994 წელს ჩააბარა კიევის სასულიერო სემინარიაში, რომელიც დაამთავრა 1998 წელს. 1998-2002 წლებში სწავლობდა კიევის სასულიერო აკადემიაში, რომელიც დაამთავრა ღვთისმეტყველების კანდიდატის სამეცნიერო ხარისხით, დაიცვა დისერტაცია თემაზე: „კიევის მიტროპოლიტთა საეკლესიო-საზოგადოებრივი და სამეცნიერო-საღვთისმეტყველო მოღვაწეობა სინოდალურ ეპოქაში (XVIII საუკუნე)“.

2002 წლის 17 ივნისს მიღებული იყო კიევო-პეჩერის ლავრის წმინდა მიძინების საძმოში, ხოლო 2002 წლის 11 ივლისს ლავრის ნაცვლის, ვიშგოროდის არქიეპისკოპოს პავლეს (ლებედი) მიერ აღკვეცილი იყო მორჩილის ხარისხში სახელით ფილიპე, წმინდა მოციქულ ფილიპეს პატივსაცემად. 

2002 წლის 12 ივლისს მონასტრის ნაცვლის მიერ ხელდასხმული იყო დიაკვნად. 2003 წლის 4 აპრილს კიევო-პეჩერის ლავრის ახლო გამოქვაბულებში არქიეპისკოპოს პავლეს მიერ აღკვეცილი იყო მანტიაში სახელით პანტელეიმონი, წმინდა დიდმოწამე და მკურნალ პანტელეიმონის პატივსაცემად.

2003 წლის 12 ივლისს კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტის, უნეტარესი ვლადიმერის მიერ ხელდასხმული იყო მღვდელმონაზვნის ხარისხში. 2004 წლის 23 ნოემბერს აყვანილი იყო იღუმენის ხარისხში.

2007 წლის 11 ივნისს უნეტარესი მიტროპოლიტის ვლადიმერის (საბოდანი) მიერ დანიშნული იყო მონასტრის კეთილმოწესედ, ხოლო 2007 წლის 28 აგვისტოს აყვანილი იყო არქიმანდრიტის ხარისხში.

2008 წლის 23 სექტემბერს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არქიმანდრიტი პანტელეიმონი (პოვოროზნიუკი) ხელდასხმული იყოს ვასილკოვსკის ეპისკოპოსად, კიევის მიტროპოლიის ქორ-ეპისკოპოსად.

სამღვდელმთავრო ქიროტონია ჩატარდა 2008 წლის 24 სექტემბერს ზიმნენსკის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულზე, საღმრთო ლიტურგიაზე სვიატაგორსკის ზიმნენსკის სტავროპიგიის მიძინების დედათა მონასტერში, რომელიც ჩაატარა კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ვლადიმერმა.

2009 წლის 9 ივლისს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, დანიშნული იყო უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი სინოდალური განყოფილების თავმჯდომარედ ოჯახურ საკითხებში. 

2010 წლის 23 დეკემბერს კიევში ჩატარებულ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე ვასილკოვსკის ეპისკოპოსს პანტელეიმონს, კიევის მიტროპოლიის ქორ-ეპისკოპოსს დაევალა კიევის მიტროპოლიის ახლადშექმნილ პერეიასლავ-ხმელნოცკის სავიკარიოს მმართველობა. 2011 წლის 14 ივნისიდან - წმინდა კირილეს მონასტრის ნაცვალია კიევში.

2012 წლის 20 დეკემბერს დანიშნული იყო  ჩრდილოდონეცკისა და სტარობელსკის ეპისკოპოსად და განთავისუფლებული იყო ქალაქ კიევის კირილეს მონასტრის ნაცვლის თანამდებობიდან, ხოლო 2013 წლის 5 იანვარს დანიშნული იყო როვენსკისა და სვერდლოვსკის ეპისკოპოსად. 

მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ არქიეპისკოპოსი არკადი (ტარანოვი) დანიშნეს როვენსკის ეპარქიის მმართველად.

სანამ უკრაინას ვიცავ, ჩემი სახლის წართმევა სურთ, - სამხედრო პირი ლავრაზე

ჯარისკაცს სურს სასამართლოში დაიცვას მონასტრის ბერები, რომლებსაც კიევ-პეჩერის ლავრიდან განდევნით ემუქრებიან.

ვენესუელაში პრეზიდენტმა შობა 1 ოქტომბერს აღნიშნა

კათოლიკურ ეკლესიას ამ მოვლენაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

გაეროს ანგარიში: ხელისუფლებას არ შეუწყვეტია ზეწოლა უმე-ზე

გაერომ აღნიშნა უკრაინაში მორწმუნეთა უფლებების დარღვევა.

კიევ-პეჩერის ლავრის საქმე უზენაეს სასამართლოში განიხილება

შეხვედრის თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

უმე-მ მოიგო სააპელაციო სასამართლო დესიატინის ეკლესიის დანგრევის წინააღმდეგ

უმე-ის დამცველები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაამტკიცებენ დესიატინის მონასტრის ვლადიმირ-ოლგინსკის ეკლესიის დანგრევის უკანონობას, რომელიც კულტურის სამინისტრომ გაანადგურა 2024 წლის მაისში.

ნორვეგიულმა ორგანიზაციამ ფორუმი 18 გააკრიტიკა უკრაინის კანონი 3894

ანალიტიკოსები თვლიან, რომ კანონი N 3894-IX ზედმეტად აფართოებს სახელმწიფოს უფლებამოსილებას რელიგიური თემების კონტროლისთვის, რაც არღვევს რელიგიის თავისუფლების შესახებ საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.