არქიეპისკოპოსი არკადი როვენსკის ეპარქიის მმართველად დანიშნეს

არქიეპისკოპოსი არკადი. ფოტო: facebook.com/Odesskaja.eparhija

2021 წლის 17 აგვისტოს წმინდა სინოდის მორიგ სხდომაზე, რომელიც ტარდებოდა კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესი მიტროპოლიტის ონოფრეს თავმჯდომარეობით, არქიეპისკოპოსი არკადი (ტარანოვი) დანიშნული იყო უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის როვენსკისა და სვერდლოვსკის ეპარქიის მმართველად, იუწყება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საინფორმაციო-საგანმანათლებლო ცენტრი. 

სინოდის გადაწყვეტილება იმაზე, რომ როვენსკის ეპარქიას შემდგომში მაღალყოვლადუსამღვდელოესი ოვიდიოპოლის არქიეპისკოპოსი არკადი უხელმძღვანელებს, რომელიც მანამდე ოდესის ეპარქიის ქორ-ეპისკოპოსი იყო, დაკავშირებულია ახალი მღვდელმთავრის დანიშვნასთან ლუგანსკის კათედრაზე. 

არქიეპისკოპოსი არკადი (ტარანოვი) დაიბადა 1957 წლის 11 მარტს ლუგანსკის ოლქის მუშათა დასახლება იასენოვსკიში.

1973 წელს მან დაამთავრა საშუალო სკოლა და მას შემდეგ ორი წლის განმავლობაში სწავლობდა დონეცკის ოლქის ქალაქ პაპასნოეს რკინიგზის სასწავლებელში. 1975-1977 წლებში სავალდებულო სამსახურს იხდიდა შეიარაღებულ ძალთა რიგებში.

1978-1982 წლებში სწავლობდა ოდესის სასულიერო სემინარიაში, ხოლო 1981 წელს   ოდესის მიძინების მამათა მონასტერში მორჩილად იყო. 1982 წლის 8 მარტს მონასტრის ნაცვლის, არქიმანდრიტ ვადიმის (სემიაშკო) მიერ ხელდასხმული იყო მცირე სქემაში სახელით არკადი, ღირსი არკადი კვიპრელის პატივსაცემად (ხსენება 19 მარტს). 

1982 წლის 22 მარტს მიტროპოლიტ სერგის (პეტროვი) მიერ ხელდასხმული იყო იეროდიაკვნად, ხოლო 1983 წლის 6 იანვარს - მღვდელმონაზვნად. 1981 – 1990 წლებში სახლობდა ოდესის საპატრიარქო მიძინების მონასტერში. იყო კეთილმოწესის მორჩილებაში და უძღვებოდა სეფისკვერების საცხობს. 

1990 წელს მიტროპოლიტ ლეონტის (გუდიმოვი) მიერ აყვანილ იყო იღუმენის ხარისხში და იმავე წლის 13 ნოემბერს დანიშნული იყო ქალაქ ოდესის წმინდა მოწამეთა ადრიანესა და ნატალიას ტაძრის წინამძღვრად.

1996 წელს აყვანილი იყო არქიმანდრიტის ხარისხში. იმავე წელს, ოდესისა და იზმაილის მიტროპოლიტ აღათანგელოზის წარდგინებით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის მიერ დანიშნული იყო ოდესის წმინდა პანტელეიმონის მამათა მონასტრის ნაცვლად.

2002 წელს დაამთავრა კიევის სასულიერო აკადემია, ხოლო 2009 წლის იანვარში მონაწილეობდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილობრივ კრებაში (ოდესის ეპარქიიდან). 

2012 წლის 20 ივლისს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, არქიმანდრიტ არკადის განესაზღვრა ოვიდიოპოლის ეპისკოპოსობა, ოდესის ეპარქიის ქორ-ეპისკოპოსობა.

ეპისკოპოსად დასახელდა 2012 წლის 3 აგვისტოს ფაოფანიაში, კიევის წმინდა პანტელეიმონის მონასტრის ყოველთა წმინდანთა ტაძარში.

4 აგვისტოს ფაოფანიაში, კიევის წმინდა პანტელეიმონის მონასტრის მთავარ ტაძარში ოვიდიოპოლის ეპისკოპოსად და ოდესის ეპარქიის ქორ-ეპისკოპოსად იყო ხელდასხმული.

მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ უკრაინის მართლმადიდებელ  ეკლესიაში ლოცვით აღნიშნეს წანამძღოლის ინტრონოზაციის მეშვიდე წლისთავი.

ჩერნიგოვის უმე-ს ჩამორთმეულ ტაძარში ფილმის ჩვენება გაიმართა

ეკრანი საკურთხევლის წინ დამონტაჟდა.

მიტროპოლიტ ლონგინოზის ადვოკატი: მოსამართლეებს სასამართლო პროცესის ვიდეო გადაღების აკრძალვა სურდათ

მას შემდეგ, რაც მოსამართლემ გადაწყვიტა სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩაეტარებინა, მეუფეს გულის შეტევა დაემართა.

უმე-ის ოდესის ეპარქია: გაჩუმება აღარ შეიძლება, ჩვენ დავიცავთ ეკლესიას

ეპარქიის პრესსამსახური ოკუპირებული ტერიტორიების ეპარქიებთან მიმართებაში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ეხმაურება.

ლუცკში მეუ-მ საკათედრო ტაძარი მოხატა ბიზნესმენების ფრესკებით

ამ ინიციატივის კრიტიკის გამო, კედლების შეფერვა მოუწიათ.

ელენსკი უმე-ის ეპისკოპოსების განცხადებაზე: ჩვენ ველოდებით არა დისკუსიას, არამედ რმე-დან გასვლას

ესთს-ის ხელმძღვანელმა ივარაუდა, რომ მისმა უნეტარესმა მხარი არ დაუჭირა ამ განცხადებას, რადგან მასზე მისი ხელმოწერა არ იყო.

სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფოს გადასცა პოჩაევის ლავრას სკიტი

პოჩაევის წმინდა სასულიერო მონასტრის სამი ეკლესია, რომელიც უმე-ს ეკუთვნის, სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა.