უნეტარესმა ონუფრემ რთულ დროში ერთიანობისთვის მორწმუნეებს მადლობა გადაუხადა

მორწმუნეები ინტრონიზაციის წლისთავს ულოცავენ წინამძღვარს. ფოტო: news.church.ua

2021 წის 17 აგვისტოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა, უნეტარესმა ონუფრემ  აღსაყდრების მე-7 წლისთავის დღესასწაულზე  მადლობა გადაუხადა უმე-ს მორწმუნეებს რთულ დროში ერთიანობისთვის, იუწყება უმე-ს საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილება.

უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონუფრემ მადლობა გადაუხადა ეპისკოპოსებს, სასულიერო პირებს და მორწმუნეებს იმისათვის, რომ ამ რთულ დროში ისინი ინარჩუნებენ  ჭეშმარიტი რწმენის ერთგულებას და ისწრაფვიან  ერთიანობისკენ  ქრისტეში, რომელიც არა ადამიანურ პრინციპებზე, არამედ ღვთის კანონებზეა დაფუძნებული.

"მე მინდა მადლობა ვუთხრა წმინდა ეკლესიის ყველა ეპისკოპოსს, ყველა მღვდელს და ყოველ თქვენგანს, ძვირფასო ძმებო და დებო იმისათვის, რომ თქვენ დღეს მოხვედით ილოცოთ  მე უღირსზე. შვიდი წელი გავიდა როგორც ერთი დღე. თუმცა დრო იყო შინაარსიანი, ერთი მოვლენა იცვლებოდა სხვით, მაგრამ ალბათ,ადამიანის გული და სული ისეა მოწყობილი, რომ როდესაც 7 წელი წინაა, მაშინ გვგონია რომ ბევრია, ხოლო როდესაც გავლილი გვაქვს, გვგონია, რომ ისინი არაფერია",-მიმართა დამსწრეებს არქიწინამძღვარმა.

უმე-ს წინამძღვრის სიტყვებით, ეს წლები რთული იყო, მაგრამ ღვთის მადლით ავსებული: "ჩვენ გადავიტანეთ ბევრი არასტანდარტული, უჩვეულო სიტუაციები, რომლებიც ღვთის დაშვებით ხდებოდა.  და მე დღეს მადლობელი ვარ ღმერთის იმისათვის, რომ ის იყო მომთმენი, სულგრძელი ჩემი, ცოდვილის, და ყველა ჩვენგანის მიმართ,- აღნიშნა უნეტარესმა. -ღმერთი განგვამტკიცებდა და გვაძლევდა ახალ წყალობას, ახალ ძალას რთულ წუთებში, როდესაც,თითქოსდა უკვე ყველანაირი ძალა და შესაძლებლობა ამოიიწურა".

მიტროპოლიტმა ონუფრემ მადლობა გადაუხადა ყველა მათგანს, ვინც ამ რთულ დროს წინააღმდეგობა გაუწია ცდუნებებს:" დაე ღმერთმა დააჯილდოვოს ის ადამიანები, ვინც რთულ დროს აჩვენა სულის სიძლიერე- როდესაც დადგა საკითხი: წავიდეს მარცხნივ თუ მარჯვნივ (თუ წახვალ მარცხნივ, იქ არის აპლოდისმენტებიც და ადამიანური ქება-დიდება), მაგრამ წავიდნენ მარჯვნივ იმიტომ, რომ დადიოდნენ სწორი გზით- გზით, რომელსაც ადამიანები ღმერთთან მიყავს".

მან აღნიშნა, რომ "ჩვენს ძალას და ჩვენს ერთობას აზრი აქვს, როდესაც ჩვენ ერთიანი ვართ ღმერთში, ჭეშმარიტებაში, ქრისტეში".  არქიწინამძღვარმა შეახსენა, რომ "ეს   ერთობა არის მყარი და არავის არ შეუძლია მისი დაანგრევა".

ყველა სხვა გაერთიანება, რომლებიც წარმოიქმნა ადამიანურ პრინციპებზე და ადამიანურ ინტერესებშია, "  იმდენად ხანგრძლივია, რამდენადაც ამ პრინციპებს და ინტერესებს აქვთ აზრი", და "როდესაც იკარგება აზრი, ერთიანობა ირღვევა". ამავე დროს, "ერთობა ღვთიური ჭეშმარიტების ირგვლივ მუდმივია, იმიტომ რომ ღმერთი მარადიულია", -აღნიშნა წინამძღვარმა.

"უფალი იყოს ყოველი ჩვენგანის შემწე ძვირფასო ძმებო და დებო, მეუფეებო, რომ ჩვენ ერთიანი ვიყოთ ქრისტეში. ეს იქნება  ჩვენთვის  მადლი მიწიერ ცხოვრებაში და  მარადიული ცხოვრებისათვის გადარჩენის ძირითადი იმედი ",-დაასკვნა მიტროპოლიტმა ონუფრიმ.

მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი, ტრამპის არჩევნებში გამარჯვების გამო აშშ-ს დატოვებს

მოზარდმა თქვა, რომ მაშინაც კი, თუ ტრამპის ანტიტრანსგენდერული წესები არ ამოქმედდება, ხალხი, ვინც მათ ხმა მისცა, არსად წავლენ.

რადა პორნოს დეკრიმინალიზაციის ინიციატივით გამოვიდა

კანონპროექტს მხარი 28-მა დეპუტატმა დაუჭირა.

სასამართლომ უმე-ს ვლადიმირის მიძინების საკათედრო ტაძრის კომპლექსის დაცლა მოსთხოვა

უმე-ს შეუძლია სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

რელიგიურმა მეცნიერმა თქვა, რა უნდა გააკეთოს მეუ-მ, რომ გახდეს საპატრიარქო

ალექსანდრე საგანმა ისაუბრა უკრაინის მართლმადიდებლობაში არსებულ განხეთქილებაზე.

ლგბტ წარმომადგენლები კიევში „საგანმანათლებლო“ ქვიარ ფესტივალს გამართავენ

ორგანიზატორები ფესტივალის დეტალურ პროგრამას მოგვიანებით გამოაქვეყნებენ.

რმეს-ის გერმანიის ეპარქია ხსნის მონასტერს ბავარიის უძველეს ციხესიმაგრეში

მომავალი მონასტრის გასაღების საზეიმოდ გადასაცემად 500 მართლმადიდებელი ქრისტიანი ჩავიდა.