წინამძღვარმა ორდენით დააჯილდოვა უმე-ს დევნილი თემის მღვდელმსახური პტიჩიეში

დეკანოზი ნიკოლაი სისონიუკი. ფოტო: rivne.church.ua

დეკანოზ ნიკოლაი სისონიუკს, როვენსკის ოლქის სოფელ პტიჩიეში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის  თემის წინამძღვარს  გადასცეს საეკლესიო ჯილდო-წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ორდენი. ამაზე იუწყება უმე-ს როვენსკის ეპარქიის პრეს-სამსახური.

როვენსკისა და ოსროჟსკის მიტროპოლიტ ბართლომეს შუამდგომლობით, კიევისა და სრულიად უკრაინის უმე-ს წინამძღვარმა, უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონუფრიმ დააჯილდოვა მამა ნიკოლაი  წმინდა მიძინების თემში მისი მოღვაწეობის 50-წლისთავის აღსანიშნავად.

1971 წლის 30 ივლისს ვოლინსკისა და როვენსკის არქიეპისკოპოსმა დამიანემ ოდესის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული, ახალგაზრდა მღვდელი ნიკოლაი სისონიუკი გააგზავნა მსახურებაზე სოფელ პტიჩიეს  მიძინების ტაძარში, სადაც ის მსახურობს  დღევანდლამდე.

2021 წლის 12 აგვისტოს იუბილესთან დაკავშირებით მიძინების თემის დროებით ტაძარში მთავარუხუცესმა, დეკანოზმა ნიკოლაი კირიჩენკომ, თვით იუბილარმა და მობრძანებულმა სამღვდელოებამ აღავლინეს საღმრთო ლიტურგია.

სადღესასწაულო ღვთისმსახურების შემდეგ საღმვდელოებამ და მორწმუნეებმა მოულოცეს მამა ნიკოლაის და უსურვეს მას შემდგომშიც დარჩეს  ქრისტეს ეკლესიის ერთგული და თავდადებული  მსახური.

2015 წელს სოფელ პტიჩიეში განხორციელდა დამოუკიდებელი უკრაინის ისტორიაში პირველი რელიგიური დარბევა, რომელიც მოაწყვეს უმე (კ) კს "მარჯვენა სექტორის" წარმომადგენლებმა. მორწმუნეები რამდენიმე წელი იცავდნენ თავის ტაძარს, მაგრამ 2019 წლის 4 აპრილს მეუ-ს რეიდერებმა დალუქული ეკლესიის კარებზე ბოქლომები ჩამოხსნეს და მიითვისეს  ის. უმე-ს ერგულებმა მოიგეს ყველა სასამართლო, მაგრამ მაინც გახდნენ იძულებული თავიდან ავტოფარეხში ელოცათ, ხოლო შემდგომ კეთილმოწყობილ სახლში.

 მრავალწლიანი ზემოქმედების მიუხედავად, უმე-ს თემი პტიჩიეში შენარჩუნდა და  კანონიკური ეკლესიის ერთგული დარჩა. მისი ყოფილი წინამძღვარი, დეკანოზი ნიკოლაი სისონიუკი, პენსიაზე გასვლის შემდეგ სამრევლოს მსახურებაში დარჩა.

ოლიმპიადის ორგანიზატორები ჩივიან, რომ ისლამისტები მათ მოკვლით ემუქრებიან

საპროდიუსერო კომპანიამ განაცხადა, რომ ის იღებს წერილებს ყურანის ციტირებით.

რუსეთის ფედერაციაში უმე-ს მღვდელს მიესაჯა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში

სასულიერო პირი ჯერ კიდევ 2023 წელს ყირიმში დააკავეს.

ერთი წლის წინ დუმენკომ დაარწმუნა ბართლომეოსი უკრაინაში დელეგაცია არ გაეგზავნა, - მედია

კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მეთაურს განზრახული ჰქონდა დელეგაციის გაგზავნა უკრაინაში ეკლესიების ძალით მიტაცების გარშემო არსებული კონფლიქტების მოსაგვარებლად.

რუსეთის ფედერაციასთან ომში უკრაინის ეკლესიების წარმომადგენელთა ნახევარი დაიღუპა უმე-დან, – მედია

პორტალმა „ქრისტიანები ომის წინააღმდეგ“ უკრაინაში დაღუპული სასულიერო პირებისა და ქრისტიანული ეკლესიების სასულიერო პირების სიები განაახლა.

პატრიარქი ბართლომეოსი რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში ეთნოფილეტიზმს უჩიოდა

კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მეთაურმა ალექსანდრიის პატრიარქ თეოდორესადმი მიწერილ წერილში დაგმო რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ქცევა აფრიკაში, როგორც არაძმური და ანტიქრისტიანული.

უკრაინის ხელისუფლება ყირიმთან დაკავშირებული საეკლესიო ასოციაციების საბჭოს შექმნის

ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენლობასთან არსებული საეკლესიო რელიგიური გაერთიანებების საბჭო საკონსულტაციო საექსპერტო ორგანოდ იმუშავებს.