სერბი იერარქი მეუ-ზე : ჩვენთვის ეს ეკლესია არ არის
რემესიანის ეპისკოპოსი სტეფანე, სერბეთის პატრიარქის ვიკარი. ფოტო: страница митрополита Антония в Facebook.
სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის რემესიანის ეპისკოპოსი სტეფანე, რომელიც მონაწილეობდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ზეიმში რუსეთის გაქრისტიანების 1033 წლისთავთან დაკავშირებით, არხ «Перший козацький»-თან ინტერვიუში თქვა, რომ პატრიარქ ბართლომეს მიერ შექმნილი რელიგიური ორგანიზაცია უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესია - არ არის ეკლესია. „ჩვენ საქმის კურსში ვართ (უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესიაზე - რედ.), მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევთ მას იმიტომ, რომ ჩვენთვის ეს ეკლესია არ არის, უბრალოდ არ არის ეკლესია“, - თქვა სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქმა.
უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის აქტივისტების მიერ უკრაინაში ტაძრების რეიდერული მიტაცების კომენტირებისას, სერბმა იერარქმა აღნიშნა, რომ მსგავსი მოვლენები რომ არ ხდებოდეს მონტენეგროში სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრებთან დაკავშირებით, მას მომხდარის დაჯერება გაუჭირდებოდა. „ჩვენ რომ არ გვქონოდა მსგავსი სიტუაცია მენტენეგროში, ვერ დავიჯერებდით, რომ ასეტი რამე შეიძლება მოხდეს XXI საუკუნეში, განსაკუთრებით როდესაც დასავლეთი დემოკრატიაზე ლაპარაკობს“, - თქვა ეპისკოპოსმა სტეფანემ. უკრაინის ხელისუფლების მცდელობები, რომ გადაარქვან სახელი უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას, სერბმა იერარქმა დასავლეთის გავლენა უწოდა: „მონტენეგროშიც ასე უნდოდათ, მაგრამ მერე ისე მოხდა, რომ პრეზიდენტმა არჩევნები წააგო. ეკლესიასთან და ღმერთთან ხუმრობა არ შეიძლება, კანონით კი არა, ლოცვით და კრებით უნდა მოხდეს. ვფიქრობ, ეს დასავლეთის გავლენაა“.
პატრიარქ ბართლომეს ბოლოდროინდელ ქმედებებს უკრაინაში და მსოფლიოში სერბეთის პატრიარქი ახასიათებს როგორც მართლმადიდებლურ სულს მოკლებულებს. ხოლო ვლადიმერ ზელენსკის მიერ ფანარის მეთაურის მოწვევის ფაქტს სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი არაკანონიკურად მიიჩნევს. „ვინ დაპატიჟა ბართლომე? ზელენსკიმ? მესმის, როდესაც რომის პაპს პატიჟებებ, ის სახელმწიფო ვატიკანის პრეზიდენტია. მაგრამ ჩვენთან, მართლმადიდებლებთან, სხვანაირად არის, ადგილობრივი ეკლესიების მეთაურები იწვევენ ერთმანეთს. ასე რომ, თავიდანვე ეს კანონიკური არ არის. სამწუხაროა, რომ ასე მოხდა, პატრიარქი ბართლომე ძალზე ქარიზმატული პიროვნებაა, მაგრამ ვიცი, რომ ბოლო 5 წელია (მისი ქმედებები - რედ.) მართლმადიდებლურ სულს მოკლებულები არიან“, - დაასკვნა სერბეთის ეკლესიის იერარქმა.
როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, სერბეთის იერარქი თვლის, რომ სიტუაცია კიევში სხვა ადგილობრივი ეკლესიებისთვისაც საშიშროებას წარმოადგენს.
მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი, ტრამპის არჩევნებში გამარჯვების გამო აშშ-ს დატოვებს
მოზარდმა თქვა, რომ მაშინაც კი, თუ ტრამპის ანტიტრანსგენდერული წესები არ ამოქმედდება, ხალხი, ვინც მათ ხმა მისცა, არსად წავლენ.
სასამართლომ უმე-ს ვლადიმირის მიძინების საკათედრო ტაძრის კომპლექსის დაცლა მოსთხოვა
უმე-ს შეუძლია სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.
რელიგიურმა მეცნიერმა თქვა, რა უნდა გააკეთოს მეუ-მ, რომ გახდეს საპატრიარქო
ალექსანდრე საგანმა ისაუბრა უკრაინის მართლმადიდებლობაში არსებულ განხეთქილებაზე.
ლგბტ წარმომადგენლები კიევში „საგანმანათლებლო“ ქვიარ ფესტივალს გამართავენ
ორგანიზატორები ფესტივალის დეტალურ პროგრამას მოგვიანებით გამოაქვეყნებენ.
რმეს-ის გერმანიის ეპარქია ხსნის მონასტერს ბავარიის უძველეს ციხესიმაგრეში
მომავალი მონასტრის გასაღების საზეიმოდ გადასაცემად 500 მართლმადიდებელი ქრისტიანი ჩავიდა.