უმე-ში გამოაქვეყნეს ბერ-მონაზონთა მიმართვა მართლმადიდებელი ქრისტიანებისადმი

მონაზვნების კრება პოჩაევოში. ფოტო: протоиерея Николая Данилевича

უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში გაასაჯაროვეს ბერ-მონაზონთა მიმართვა მართლმადიდებელი ქრისტიანებისადმი, რომელიც მიღებულ იქნა 2021 წლის 15 ივნისს გამართულ  პოჩაევოს მიძინების  ლავრაში გამართულ ყრილობაზე.

დოკუმენტის სრული ტექსტი გამოაქვეყნეს ხუთშაბათს, 29 ივლისს, კიევ-პეჩერის ლავრის საიტზე.

მასში აღნიშნულია, რომ მონაზვნობა ყოველთვის იყო რწმენის სიწმინდისა და ჭეშმარიტების  განსახიერება, და "ჯერ კიდევ კიევის რუსეთის დროიდან ჩვენი სახელმწიფოს  თვალუწვდენელ სივრცეებში მონაზვნობა იმ "მიწის მარილი" იყო, რომელიც  ხელს უწყობდა არამარტო  ეკლესიის განვითარებას, არამედ სახელმწიფოს ფორმირებას".

"სამწუხაროდ, ჩვენ გვიწევს იმ ფაქტის კონსტანტირება, რომ თანამედროვე სამყარო სულ უფრო იძირება ცოდვაში და ხდება ცოდვის მონა. ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში ლიბერალური საზოგადოება  თვით ადამიანს ებრძვის, მისი ღირსების დამცირებით.

მრავალფეროვანი ცოდვილი  ჩვეულების წაქეზება, პროპაგანდა და სხვადასხვა გარყვნილებების აგრესიულად თავსმოხვევა, ისეთები როგორიცაა: ერთსქესიანი ქორწინებები, აბორტები, თვითმკვლელობის უფლება და სხვები- დღეს წარმოადგენს პიროვნების თავისუფლების დაცვას. მრავალი საზოგადო მოღვაწე, ქრისტიანობის ყველა სულიერ მიღწევებს უარყოფს როგორც "მოძველებულს და რეტროგრადულს", ჯიუტად არ უნდათ იმის აღიარება, რომ ადამიანის პრობლემის არსი მდგომარეობს ცოდვისკენ მის მიდრეკილებაში და, რომ ნამდვილი თავისუფლება-ეს ცოდვისგან თავისუფლებაა. ღმერთი სახარებიდან გვაფრთხილებს ამგვარი "მასწავლებლებისა" და "მოძღვრებისაგან"- მოეშვით მათ: ბრმები არიან და ბრმებისვე წინამძღოლნი; ხოლო თუ ბრმა წინ უძღვის ბრმას, ორივენი ორმოში ჩაცვივიან" (მათე15:14).

დიდი გულისტკივილით ვიაზრებთ, რომ "ამა სოფლის სული" ავსებს არამარტო ერისკაცებს, არამედ ზოგიერთ მღვდელმსახურსაც. საკუთარი ამბიციების დაკმაყოფიების დევნაში, ადგება რა პოლიტიკოსთა მომსახურების გზას პირველობის მისაღებად, ისინი მზად არიან გადააბიჯონ წმინდა ეკლესიის კანონებს, შიშისა და სინანულის გარეშე მართლმადიდებლობაში განხეთქილების შეტანით გაანადგურონ ქრისტეს ქიტონი.

<...>გულისტკივილით ვაკვირდებით კონსტანტინოპოლის პატრიარქის ბართლომესა და მისი მიმდევრების  დესტრუქციულ მოღვაწეობას.  არაკანონიკური სტრუქტურის "მეუ"-ს შექმნა და მისთვის ფიქტიური "ტომოსის" მინიჭება არანაირად არ უწყობდა ხელს განხეთქილების გადალახვაში, რომელიც დაიწყო ჯერ კიდევ 20 საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში. პირიქით, ამან უკრაინასა და ეკლესიაში დაძაბულობის ახალი ტალღის პროვოცირება მოახდინა.ამის დამადასტურებელია, სამწუხაროდ, შემდგომში ტაძრებისა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიების თემთა საკუთრების  უკანონო ძალისმიერი წართმევა",- ნათქვამია მიმართვაში.

ყრილობის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მიუხედავად სხვადასხვა პირებისა და პოლიტიკური ორგანიზაციების მხრიდან უპრეცედენტო ზეწოლისა  უმე-ს არცერთი მონატერი არ წასულა განხეთქილებაზე, ხოლო სამონაზვნო თემთა ძმებიდა დები იმყოფებიან ყოველდღიურ ლოცვით ღვაწლში და განუწყვეტლივ ინახავენ რწმენის სიწმინდეს.

"სადღეისოდ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ითვლის 258 მონასტერს, 56 სკიტს და მონაზონთა თემებს, სადაც  მორჩილებას ეწევა დაახლოებით 4500 ბერი. მათ შორის მამათა მონასტერი 133 და 33 დანაყოფია, დედათა-125 და 23 დანაყოფი. 1100 ბერი წმინდა ხარისხში ეწევა მრევლის მსახურებას. სავანეთა  ყველა  მკვიდრი ცხოვრობს სრულყოფილი მონაზვნური ცხოვრებით, არ ტოვებს თავის ასკეტურ ღვაწლსა და შრომას და ამასთან ერთად, ეწევიან სოციალურ მსახურებას, ავადმყოფებსა და დაჩაგრულებს  ეხმარებიან.

<...>ეკლესიური მსახურებისას, ქრისტეს ყანაში მუშაობისას, ჩვენ მოწოდებული ვართ არა სიტყვებით, არამედ კონკრეტული საქმეებით მშვიდობის საკვრელით შევინარჩუნოთ სულის ერთობა" (ეფესელთა 4:3), ეკლესიურად ყველამ ერთად: მღვდელმთავრებმა, სასულიერო პირებმა, მონაზვნებმა და მრევლმა.

და დღეს ჩვენ მივმართავთ მსოფლიოს ყველა მართლმადიდებელს მოწოდებით, შეინახოთ ერთიანობა ქრისტეში და პატივისცემით გვთხოვთ თქვენს მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც ეხება რწმენის სიწმინდეს და მსოფლიო მართლმადიდებლობის კანონიკურ მოწყობილობას, გადაწყვიტოთ არა ერთპიროვნულად, არამედ ერთობლივი ეკლესიური გონიერებით, რათა ჩვენს შორის არ იყოს დაყოფა და  საყვედურები ერთმანეთს შორის, რათა საკუთარი ამბიციების გამო არ დაზარალდეს  ქრისტეს სხეულის ერთობა და რათა ღმერთის საიდუმლოებები არ იქნას მოპარული სხვების მიერ",-აღნიშნულია დოკუმენტში.

დასასრულ ყრილობის მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს უმე-ს ყველა ერთგულ შვილს, რომლებმაც გადაიტანეს ზეწოლა ამ მძიმე დროში და დაადასტურეს თავისი ერთგულება ეკლესიისადმი.

ადრე მჟკ-მ გამოაქვეყნა უმე-ს ბერ-მონაზონთა მიმართვა კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომესადმი.

ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ამერიკის საელჩოს ეწვია

ბმე-ს ახლად არჩეულმა პატრიარქმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ზეიმებში მიიღო მონაწილეობა.

ექსპერტი: კანონი 8371 არის მიზეზი იმისა, რომ უკრაინამ მილიარდობით პრეტენზია გადაიხადოს აუეს-ში

უკრაინის ომბუდსმენის ყოფილმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ხედავს ქვეყანაში მორწმუნეთა უფლებების სისტემატურ დარღვევას.

საფრანგეთში, რკე-ის ტაძარში დემონების გამოსახულების გამოფენა იმართება

დემონების გამოსახულებები პირდაპირ დგას ტაძრის საკურთხევლის წინ და ნათლობის ჭურჭელთან, სხვები კი კედლებზე და ტაძრის შიგნით.

უმე-ის მღვდელმა აღწერა, როგორ მიდის მისი სულიერი ცხოვრება წინასწარი დაკავების იზოლატორში

"ჯერ თავიდან სწავლობ ლოცვას, მაგრამ არა ხატების წინ, არამედ ლოგინზე ჯდომისას, მერე პირველ ხატს შემოგიგზავნიან..."

კრივოი როგში მიტროპოლიტ არსენის საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართა

ეპისკოპოსი რჩება წინასწარი დაკავების იზოლატორში.

ევროკავშირში ამტკიცებენ, რომ უმე-ის აკრძალვა მომგებიანია არა პოროშენკოს, არამედ უკრაინისთვის

ისინი, ვინც ამბობენ, რომ უმე-ის აკრძალვა მომგებიანია ევროკავშირის პარტიისთვის, პრეზიდენტის შიშებზე თამაშობენ, თვლის პავლენკო.