ლუცკში მეუ-ს ,,იერარქის’’ ზინკევიჩის ძაღლებმა მრევლი დაკბინეს, – მედია

ძაღლის ნაკბენის კვალი მეუ-ს მრევლის კიდურებზე. ფოტო: volyntimes.com.ua

ლუცკში მეუ-ს მრევლი ქალი ,,იერარქის’’  მიხეილ ზინკევიჩის ზაღლებმა დაკბინეს, რომლებიც სქიზმატიკოსების საკათედრო ტაძარს იცავენ, იუწყება ინტერნეტ გამომცემლობა «Волынь Час».

გამომცემლობის ცნობით, 9 ივლისს, საღამოს მორწმუნე გალინა მივიდა ტაძარში სალოცავად, როდესაც მას ზურგიდან რამდენიმე ძაღლი დაესხა თავს. ძაღლებმა ქალბატონი დაკბინეს, რაზეც მეტყველებს ამოგლეჯილი კანი მის ფეხებზე, ასევე დაკბენილი მკლავები და მთელ სხეულზე დალურჯებები. გააფთრებული ძაღლები ქალს მოაშორა სხვა მრევლმა ქალბატონმა, რომელმაც თავი წარადგინა როგორც ტატიანა ფილარეტოვნა. გამომცემლობის მიხედვით, ის წარმოადგენს ლუცკის «იერარქის»  «ახლო მეგობარს».

სწორედ მან ახალგაზრდა უცნობ მამაკაცთან ერთად ჩასვა მანქანაში დაკბენილი მრევლი და წაიყვანა რატომღაც, არა ადგილობრივ სამედიცინო პუნქტში, არამედ რაიონულ საავადმყოფოში. იქ რატომღაც ქალს დაუსვეს «მარჯვენა მუხლის ფლეგმონის» დიაგნოზი, ხოლო ძაღლის ნაკბენი დიაგნოზში ნახსენები არც ყოფილა. ჭრილობები დაუმუშავეს, რამდენიმე დღე ანტიბიოტიკოთერაპია ჩაუტარეს და შემდეგ შესთავაზეს საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე ბინაზე გაწერა და მკურნალობის სახლის პირობებში გაგრძელება.

გამომცემლობა «Волынь Час» თქმით, ლუცკში საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე არაერთი ადამიანი გამხდარა ძაღლებს სამიზნე, მაგრამ ფაქტები მიჩქმალულია ,,ეპარქიის’’ ხელმძღვანელობის დავალებით. ასევე ადგილობრივმა ეკოლოგებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ძაღლებმა დაგლიჯეს ცხოველები, რომლებიც უბრალოდ იქვე გადაყარეს ნაგავში ზინკევიჩის ,, ეკლესიის’’ რეზიდენციის მახლობლად.

როგორც მჟკ წერდა, მეუ-ს «იერარქმა» ზინკევიჩმა ,,მსახურება’’ პატრიარქის მანტიაში ჩაატარა.

სანამ უკრაინას ვიცავ, ჩემი სახლის წართმევა სურთ, - სამხედრო პირი ლავრაზე

ჯარისკაცს სურს სასამართლოში დაიცვას მონასტრის ბერები, რომლებსაც კიევ-პეჩერის ლავრიდან განდევნით ემუქრებიან.

ვენესუელაში პრეზიდენტმა შობა 1 ოქტომბერს აღნიშნა

კათოლიკურ ეკლესიას ამ მოვლენაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

გაეროს ანგარიში: ხელისუფლებას არ შეუწყვეტია ზეწოლა უმე-ზე

გაერომ აღნიშნა უკრაინაში მორწმუნეთა უფლებების დარღვევა.

კიევ-პეჩერის ლავრის საქმე უზენაეს სასამართლოში განიხილება

შეხვედრის თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

უმე-მ მოიგო სააპელაციო სასამართლო დესიატინის ეკლესიის დანგრევის წინააღმდეგ

უმე-ის დამცველები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაამტკიცებენ დესიატინის მონასტრის ვლადიმირ-ოლგინსკის ეკლესიის დანგრევის უკანონობას, რომელიც კულტურის სამინისტრომ გაანადგურა 2024 წლის მაისში.

ნორვეგიულმა ორგანიზაციამ ფორუმი 18 გააკრიტიკა უკრაინის კანონი 3894

ანალიტიკოსები თვლიან, რომ კანონი N 3894-IX ზედმეტად აფართოებს სახელმწიფოს უფლებამოსილებას რელიგიური თემების კონტროლისთვის, რაც არღვევს რელიგიის თავისუფლების შესახებ საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.