ფანარიონმა დუმენკოს შეახსენა, რომ „საკითხების გადაწყვეტა“ უკრაინაში შეუძლია
პატრიარქი ბართლომე და ეპიფანე დუმენკო. ფოტო: cyplive.com
კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ წმინდა მოციქულთასწორ თავად ვლადიმერის ხსენების დღის მოსალოც გზავნილში შეახსენა ეპიფანე დუმენკოს, რომ უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესიას შეუძლია იმოქმედოს მხოლოდ უკრაინის სახელმწიფო საზღვრების ფარგლებში.
2021 წლის 28 ივლისს კიევის მთავარანგელოზ მიქაელის ზლატოვერქის მონასტერში ქალკედონის მიტროპოლიტმა ემანუელმა (ადამაკისი) წაიკითხა პატრიარქ ბართლომეს გზავნილი.
ფანარიონის მეთაური ყვებოდა იმის შესახებ, რომ ამა წლის აგვისტოში გეგმავს კიევში ვიზიტს, „რომ უშუალოდ და ახლოდან დაინახოს, როგორ იკურთხება და იწმინდება ღვთისმოსავი მართლმადიდებელი უკრაინელი ხალხი უფლის სხეულთან ზიარებით, გაყოფისა და ახლო წარსულის ავადმყოფური მდგომარეობის გარეშე“.
პატრიარქ ბართლომეს აზრით, „ქრისტეს ყველა მორწმუნე უკრაინაში კონსტანტინოპოლის დედა-ეკლესიის მრავალნაყოფიერი ვაზის ნაყოფს წარმოადგენს“.
ფანარიინის მეთაური თვლის, რომ ასეთი „კავშირი“ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან „სასიცოცხლოდ აუცილებელი“ და „სულიერია“.
მან განაცხადა, რომ არ აქვს სურვილი „აკონტროლოს და მანიპულირებდეს უკრაინის ეკლესიის შიდა ცხოვრებით“, მაგრამ შეახსენა, რომ უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესიას შეუძლია „სრულყოფილად, პასუხისმგებლობით, გააზრებულად და შეგნებულად გადაწყვიტოს ეკლესიის ყოველდღიური ცხოვრების საკითხები“ მხოლოდ „უკრაინის სახელმწიფო საზღვრების ფარგლებში“.
„ასეთი ადმინისტრაციული დამოუკიდებლობა არანაირად არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვზრუნავთ ან უარს ვამბობთ მძიმე სულიერ პასუხიმგებლობაზე, რომელიც ვიტვიტრთეთ, როდესაც თქვენს წინაპრებს რწმენა და განათლება მოვუტანეთ. ჩვენ ვგრძნობთ ამ ძლიერ სულიერ კავშირს და მაღალი ხარისხით დაინტერესებულები ვართ, რომ ჩვენი შვილები მთელ მსოფლიოში განვითარდებიან ღვთის მადლით“, - დაწერა კონსატანტინოპოლის საპატრიარქოს მეთაურმა.
მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ ფილარეტ დენისენკოს აზრით, ფანარიონის მეთაურის ვიზიტის მიზანი უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობის ხაზგასმაა.
მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი, ტრამპის არჩევნებში გამარჯვების გამო აშშ-ს დატოვებს
მოზარდმა თქვა, რომ მაშინაც კი, თუ ტრამპის ანტიტრანსგენდერული წესები არ ამოქმედდება, ხალხი, ვინც მათ ხმა მისცა, არსად წავლენ.
სასამართლომ უმე-ს ვლადიმირის მიძინების საკათედრო ტაძრის კომპლექსის დაცლა მოსთხოვა
უმე-ს შეუძლია სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.
რელიგიურმა მეცნიერმა თქვა, რა უნდა გააკეთოს მეუ-მ, რომ გახდეს საპატრიარქო
ალექსანდრე საგანმა ისაუბრა უკრაინის მართლმადიდებლობაში არსებულ განხეთქილებაზე.
ლგბტ წარმომადგენლები კიევში „საგანმანათლებლო“ ქვიარ ფესტივალს გამართავენ
ორგანიზატორები ფესტივალის დეტალურ პროგრამას მოგვიანებით გამოაქვეყნებენ.
რმეს-ის გერმანიის ეპარქია ხსნის მონასტერს ბავარიის უძველეს ციხესიმაგრეში
მომავალი მონასტრის გასაღების საზეიმოდ გადასაცემად 500 მართლმადიდებელი ქრისტიანი ჩავიდა.