უმე-ში გამოაქვეყნეს ბერ-მონაზონთა მიმართვა პატრიარქ ბართლომეს მიმართ
უმე-ს მონაზონთა ყრილობა პოჩაევოში. ფოტო: news.church.ua
უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში გამოაქვეყნეს ბერ-მონაზონთა მიმართვა კონსტანტონოპოლის პატრიარქ ბართლომეს მიმართ, რომელიც პოჩაევოს მიძინების ლავრაში 2021 წლის 15 ივლისის ყრილობაზე მიიღეს. ტექსტი, რომელიც ხელმოწერილია ყრილობის დელეგატებისა და თავმჯდომარის, ვიშგოროდისა და ჩერნობილის მიტროპოლიტ პავლეს მიერ, გამოაქვეყნეს კიევო-პეჩერის მიძინების ლავრის საიტზე 29 ივლისს.
თავის მიმართვაში ბერებმა მოუწოდეს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მეთაურს, რომ შეაფასოს მის მიერ განხორციელებული მზაკვრული ქმედებების შედეგები უკრაინაში კანონიკური ეკლესიის მიმართებით და გადახედოს თავის გადაწყვეტილებებს, რომ მართლმადიდებლობის ისტორიაში არ შევიდეს ეკლესიის მოღალატეთა რიგებში.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა წარმოადგინა დოკუმენტის სრული ტექსტი.
„თქვენო უწმინდესობავ!
მართლმადიდებლობის ათასწლოვანი ტრადიცია ყალიბდებოდა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების ერთობის საფუძველზე, ყოველი მათგანი სრულყოფილად ფლობს მადლს, მთელი თავისი სისავსით, და ყველაფერი ეს ქმნის ერთიან წმინდა კათოლიკე და სამოციქულო მსოფლიო ეკლესიას.
ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების ეს ერთობა შეიძლება შევადაროთ წმინდა ევქარისტიას, სადაც წმინდა ტარიგში სრულად ქრისტეა წარმოდგენილი და ყოველ მის ნაწილში სრულად ქრისტეა. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია თავიდანვე იცავდა ამ ეკლესიოლიგიას, პირველობის პატივს კი მხოლოდ ძველ მართლმადიდებელ ეკლესიებს უთმობდა. ჩვენ, ქრისტეს მორწმუნეებს, გვახსოვს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სიტყვები, რომ ის არ მოსულა იმისთვის, რომ მას ემსახურონ, არამედ თავად ემსახუროს (იხ. მთ. 20:28). ამიტომ ყოველი სწავლება, რომელიც დაკავშირებულია განსაკუთრებულ უფლებებთან და განსაკუთრებულ სტატუსთან, ყოველთვის ამქვეყნიური სულისკენ არის მიდრეკილი.
თქვენო უწმინდესობავ, 2021 წლის 15 ივლისს ბერ-მონაზონთა ყრილობის 310 მონაწილე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის 258 მონასტრიდან და 56 გაერთიანებიდან შეიკრიბნენ მიძინების პოჩაევოს ლავრაში, რომ არა მარტო განიხილონ მონაზვნური ცხოვრების საჭირბოროტო საკითხები, არამედ რეაგირება მოახდინონ იმ პროცესებზე მსოფლიო მართლმადიდებლობაში, რომლებიც ძირს უთხრიან მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობას. ჩვენ, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ბერ-მონაზვნებს, ყოველთვის პატივისცემა და მოწიწება გვქონდა დიდი ბერძნული მონასტრების სულიერი ტრადიციის მიმართ. ჩვენთვის წმინდა ათონის მთა და საბერძნეთის სხვა მონასტრები წარმოადგენენ სულიერი სწავლებისა და საზრდოს მიღების ადგილებს. ეს მოვლენა ტრადიციულია ჩვენი ეკლესიის მონაზვნური ტრადიციისთვის. პრაქტიკულად, უკრაინის ყველა მონასტერში არის ათონის წმინდა მთაზე დაწერილი ხატები და სიწმინდეები, დაკავშირებული საბერძნეთთან. ჩვენ სიყვარული და პატივისცემა გვაკავშირებს ბერძენ ბერებთან, მათგან მარტივად ვიღებდით სულიერ დამოძღვრას. გვახსოვს თქვენი ვიზიტები უკრაინაში, აგრეთვე თქვენი წარმომადგენლების, როდესაც თქვენ ყველანაირად გამოხატავდით მხარდაჭერას კიევის კანონიერი მიტროპოლიტისადმი, ჯერ აწ განსვენებული ცხონებული მიტროპოლიტის ვლადიმერის (საბოდანი) მიმართ, შემდეგ კი მისი მემკვიდრის, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ონოფრესადმი. ამიტომ ჩვენთვის უდიდესი ტკივილი და წუხილია ის მზაკვრული ქმედებები, რომლებიც თქვენ, როგორც მართლმადიდებლურ სამყაროში პირველმა თანასწორ ეპისკოპოსთა შორის, განახორციელეთ კანონიკური უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ. ჩვენ საგონებელში ვართ, რით არის მოტივირებული თქვენი გადაწყვეტილებები და თვალნათლივ ვხედავთ, რა შედეგები მოყვა მათ. სულიერი შფოთით და წუხილით ჩვენ, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ბერ-მონაზვნები, გეკითხებით თქვენ, პატრიარქ ბართლომეს, როგორ შეესაბამება თქვენს ზნეობას შფოთის ის დონე, რომელიც თქვენმა გადაწყვეტილებამ ჩვენს ქვეყანას მოუტანა: ტაძრების მიტაცება, უბრალო მორწმუნეთა ცემა, ჩვენი მღვდლებისა და მრევლის დისკრიმინაცია სახელმწიფო დონეზე, ჩვენი სამღვდელოების განადგურების მოწოდებები? გესმით, რომ თქვენი ცხოვრების დასალიერს გახდით ერთიანი ღვთის ხალხის განხეთქილების მიზეზი, სადაც, პავლე მოციქულის სიტყვებით: სადაც არ არის ბერძენი და იუდეველი, წინადაცვეთილობა თუ წინადაუცვეთელობა, ბარბაროსი, სკვითი, მონა თუ თავისუფალი, არამედ ქრისტეა ყველაფერი და ყველაფერში (კოლ. 3:11)? რომელი ანტიეკლესიური ძალების გამო წახვედით თქვენ არნახულ დანაშაულზე ეკლესიის წინააღმდეგ? გესმით, რომ სისხლიან დაპირისპირებაში, რომელიც ჩვენს ხალხში უბედურებას თესავს, თქვენ რელიგიური ბრძოლის ახალი მარცვლები შეიტანეთ, რომლისგანაც მანამდე ღმერთი გვიცავდა.
შექმნილ სიტუაციაში ჩვენ, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ბერ-მონაზვნები, მოგმართავთ თქვენ მოწოდებით, რომ შეაფასოთ თქვენი ქმედებების შედეგები და თქვენს გადაწყვეტილებას გადახედოთ. კვლავ გახდით ყველა მართლმადიდებლისთვის პატივით აღიარებული პირველი მღვდელმთავარი და მამა. გაიხსენეთ ჩვენი დიდი წინაპრების მართლმადიდებლობის მტკიცე მიმდევრობა. დაფიქრდით, რა დიდი პასუხისმგებლობა გაწევთ, თუ მართლმადიდებლობის ისტორიაში თქვენი სახელი სამუდამოდ დაუკავშირდება შელახულ ერთობას და ერთ რიგში არ ჩადგება თქვენი დიდი წინაპრებისა და წმინდანების სახელებთან ერთად: იოანე ოქროპირის, ფოტის, ტარასის, გენადის, არამედ ეკლესიის მოღალატეთა რიგებში, ვინც კონსტანტინოპოლის ტახტი შეურაცხყო.
ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის საერთო სიწმინდეების წინაშე ჩვენ, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრები, წმინდა სავანეების წინამძღვრები ვევედრებით ყოვლადმოწყალე ღმერთს, რომ მოგვმადლოს დანახვა იმისა, რა მოგვიტანა თქვენმა მცდელობამ, რომ გააერთიანოთ კანონიკური ეკლესია მათთან, ვინც უკვე რამდენიმე ათწლეულის წინ განეშორა მას და თავისი გულბოროტების გამო შფოთს და გაყოფას თესავს უბრალო ადამიანებს შორის“.
როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, 2021 წლის 15 ივლისს პოჩაევოს ლავრაში ჩატარდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ბერ-მონაზონთა ყრილობა, რომელიც გახდა ყველაზე დიდი მანამდე ჩატარებულ მსგავს ღონისძიებათა შორის.
მიტროპოლიტ ლონგინოზის ადვოკატი: მოსამართლეებს სასამართლო პროცესის ვიდეო გადაღების აკრძალვა სურდათ
მას შემდეგ, რაც მოსამართლემ გადაწყვიტა სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩაეტარებინა, მეუფეს გულის შეტევა დაემართა.
უმე-ის ოდესის ეპარქია: გაჩუმება აღარ შეიძლება, ჩვენ დავიცავთ ეკლესიას
ეპარქიის პრესსამსახური ოკუპირებული ტერიტორიების ეპარქიებთან მიმართებაში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ეხმაურება.
ლუცკში მეუ-მ საკათედრო ტაძარი მოხატა ბიზნესმენების ფრესკებით
ამ ინიციატივის კრიტიკის გამო, კედლების შეფერვა მოუწიათ.
ელენსკი უმე-ის ეპისკოპოსების განცხადებაზე: ჩვენ ველოდებით არა დისკუსიას, არამედ რმე-დან გასვლას
ესთს-ის ხელმძღვანელმა ივარაუდა, რომ მისმა უნეტარესმა მხარი არ დაუჭირა ამ განცხადებას, რადგან მასზე მისი ხელმოწერა არ იყო.
სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფოს გადასცა პოჩაევის ლავრას სკიტი
პოჩაევის წმინდა სასულიერო მონასტრის სამი ეკლესია, რომელიც უმე-ს ეკუთვნის, სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა.