სერბი იერარქი: სიტუაცია კიევში საშიშია სხვა ადგილობრივი ეკლესიებისთვისაც

რემესიანას ეპისკოპოსი სტეფანე, სერბეთის პატრიარქის ვიკარი. ფოტო: facebook.com/MitropolitAntoniy

ნებისმიერი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესია შეიძლება შეეჯახოს უკრაინის მსგავს პრობლემას, მაგრამ თუ სწორად  გადაწყდა ის უკრაინაში, მაშინ მომავალში სხვისთვისაც იოლი იქნება, თქვა სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქმა, რემესიანას ეპისკოპოსმა სტეფანემ ინტერვიუში არხისათვის «Перший козацький».

მეუფე სტეფანემ აღნიშნა, რომ სიტუაცია, რომელშიც აღმოჩნდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, გავლენას ახდენს მთელს მართლმადიდებელ სამყაროზე.

"მე ვფიქრობ, რომ ღმერთმა გამოარჩია უკრაინელი მართლმადიდებელი ერი, რომ მან ახლა ჭეშმარიტად უნდა უპასუხოს, თუ როგორ უნდა  დაიცვას მართლმადიდებელი სამყარო,-თვა სერბმა იერარქმა.

თუ სიტუაცია აქ, კიევში გადაწყდება სწორად, კეთილად (ხოლო როგორ მოხდება ეს, ჩვენ ახლა არ ვიცით, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ღმერთი შეგვეწევა), მაშინ სხვა ადგილობრივ ეკლესიებშიც იოლი იქნება. თუ არ გამოვა- იქნება დიდი პრობლემა მართლმადიდებელ სამყაროში, როგორიც არ ყოფილა 20 საუკუნე".

"ყველაზე მთავარია, რომ ჩვენ არავისი არ გვეშინია",-დაამატა რემესიანას ეპისკოპოსმა.

როგორც მჟკ იუწყებოდა, რემესიანას ეპისკოპოსმა სტეფანემ და ადგილობრივი ეკლესიების სხვა იერარქებმა მონაწილეობა მიიღეს უმე-ში რუსეთის გაქრისტიანების დღესასწაულზე.

სანამ უკრაინას ვიცავ, ჩემი სახლის წართმევა სურთ, - სამხედრო პირი ლავრაზე

ჯარისკაცს სურს სასამართლოში დაიცვას მონასტრის ბერები, რომლებსაც კიევ-პეჩერის ლავრიდან განდევნით ემუქრებიან.

ვენესუელაში პრეზიდენტმა შობა 1 ოქტომბერს აღნიშნა

კათოლიკურ ეკლესიას ამ მოვლენაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

გაეროს ანგარიში: ხელისუფლებას არ შეუწყვეტია ზეწოლა უმე-ზე

გაერომ აღნიშნა უკრაინაში მორწმუნეთა უფლებების დარღვევა.

კიევ-პეჩერის ლავრის საქმე უზენაეს სასამართლოში განიხილება

შეხვედრის თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

უმე-მ მოიგო სააპელაციო სასამართლო დესიატინის ეკლესიის დანგრევის წინააღმდეგ

უმე-ის დამცველები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაამტკიცებენ დესიატინის მონასტრის ვლადიმირ-ოლგინსკის ეკლესიის დანგრევის უკანონობას, რომელიც კულტურის სამინისტრომ გაანადგურა 2024 წლის მაისში.

ნორვეგიულმა ორგანიზაციამ ფორუმი 18 გააკრიტიკა უკრაინის კანონი 3894

ანალიტიკოსები თვლიან, რომ კანონი N 3894-IX ზედმეტად აფართოებს სახელმწიფოს უფლებამოსილებას რელიგიური თემების კონტროლისთვის, რაც არღვევს რელიგიის თავისუფლების შესახებ საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.