არქიტექტორმა უპასუხა კრიტიკოსებს, რომლებიც პოჩაევოს ლავრის ტაძარში „რუსულ კვალს“ ეძებენ
პოჩაევის ლავრის ფერისცვალების ტაძარი. ფოტო: Facebook В. Новгородова
ხარკოველი არქიტექტორი ვლადიმერ ნოვგოროდოვი ყვებოდა, რომ 2009 წელს მან დააპროექტა და გუნდთან ერთად შექმნა პოჩაევოს ლავრის ფერიცვალების ეკლესია. თავის Facebook-გვერდზე ის პასუხობდა კრიტიკოსთა შეკითხვებს, რომლებიც ტაძრის ანსამბლში „რუსულ გამოვლინებებს“ ეძებენ, ის წერდა, რომ ამ მცდელობებს აღიქვამს როგორც „საკუთარი მშობლიური საგანძურის არცოდნას“.
„ბოლო დროს გაჩნდა რამდენიმე კრიტიკული პუბლიკაცია უფლის ფერიცვალების ტაძრის მისამართით, რომელიც პოჩაევოს ლავრაში აშენდა. არ ვიცი, საინტერესოა თუ არა წარსული და მომავალი კრიტიკოსებისთვის თვით ტაძრის ავტორის აზრი, მაგრამ არ შემიძლია, რომ ის არ გამოვთქვა, რადგან ვხედავ, რომ უკვე შეგროვდა „რუსული მონსტრების“ არქიტექტურის ბევრი სპეციალისტი“, - აღნიშნა ვლადიმერ ნოვგოროდოვმა.
არქიტექტორმა განაცხადა, რომ 2009 წელს პოჩაევოს ლავრის მიერ, უკრაინის არქიტექტორთა ნაციონალურ კავშირთან ერთად, გამოცხადდა სრულიად უკრაინული ღია კონკურსი უფლის ფერიცვალების ახალი ტაძრის პროექტზე.
„ახალ ტაძარზე მოთხოვნა ძალზე დიდი იყო, იმიტომ რომ ლავრაში მაშინ მომლოცველთა და ტურისტთა დიდი ნაკადი მოედინებოდა, რომლის რაოდენობა დღეში 7 ათას ადამიანს აღწევდა, მიძინებისა და სამების ძველი ტაძრები ვეღარ იტევდა ყველა მსურველს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ის წერდა, რომ კონკურსზე წარდგენილი იყო 34 არქიტექტურული პროექტი უკრაინის სხვადასხვა ქალაქებიდან. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ უკრაინის წამყვანი არქიტექტორები და პოჩაევოს ლავრის ნაცვალი. სულ 12 ადამიანი.
ორდღიანი განხილვის შემდეგ ჟიურიმ გამარჯვებულად ცნო პროექტი, რომლის ავტორი იყო ის თანაავტორთა ჯგუფთან ერთად - ხარკოველი არქიტექტორები უკრაინის ქალაქმშენპროექტის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საპროექტო-სარესტავრაციო განყოფილებიდან. ამ ჯგუფის წევრთა ზურგს უკან იყო უკრაინის ცნობილი ტაძრების რესტავრაციის პროექტები, დაწყებული XVII და დამთავრებული XX საუკუნით, აგრეთვე რამდენიმე ახალი ტაძარი.
არქიტექტორი ყვებოდა, რომ ძირითადი იდეები პროექტისთვის მან უკრაინის საეკლესიო არქიტექტურაში მოიძია, მაგალითად, ჩერნიგოვის XVII ს. სამების ტაძარი, ღვთისმშობლის შობის ტაძარი კოზელცში და სხვა.
„როგორც სხვა უკრაინული ტრადიციის გამოძახილი, 4 დამატებითი გუმბათი განთავსებული იყო სინათლის მხარეებზე, ტაძრის ჯვრის ნაწილის განშტოებების თავზე. ამიტომ ეს არის არა რაღაც შეგნებული მოსკოვური გამოვლენა, არამედ ადამიანის ღმერთად და ღმერთის ადამიანად ფერიცვალების ნათელი, სასწაულებრივი, საზეიმო მოვლენის არქიტექტურული საშუალებებით მხატვრული გამოსახვა სუფთა ევროპული მანერით. აი, რა არის აქ მთავარი“, - განმარტა მან.
ნოვგოროდოვის მტკიცებით, უკრაინის არქიტექტურა უფრო მრავალფეროვანია და მას აქვს უფრო ღრმა ტიპოლოგიური და სტილისტური ფესვები, ვიდრე ეს ზოგიერთებს წარმოუდგენიათ.
„ამ შემთხვევაში რუსული კვალის ძებნის მცდელობებს მივაწერ საკუთარი მშობლიური საგანძურის არცოდნას, - ხაზი გაუსვა მან. - ამიტომ სანამ ყოველ მხარეს იარლიყებს მიაწებებდეთ, უნდა შეისწავლოთ არქიტექტურული პროცესების არსი და მათი სერიუზული ანალიზი ჩაატაროთ. ამასთან ერთად, მეტი ნდობა უნდა გამოიჩინოთ იმ სპეციალისტთა მიმართ, ვინც თავის დროზე კონკურსზე წარდგენილ 34 პროექტიდან სწორედ ამ ტაძრის პროექტი აირჩია“.
არქიტექტორის სრულ პასუხს ფერიცვალების ეკლესიის კრიტიკოსთა მიმართ შეგიძლიათ გაეცნოთ მის ფეისბუქ-გვერდზე.
როგორც მჟკ წერდა, პოჩაევოს ლავრაში უარყვეს მასმედიის ფეიკები მიძინების ტაძარში დარღვევების შესახებ.
მიტროპოლიტ ლონგინოზის ადვოკატი: მოსამართლეებს სასამართლო პროცესის ვიდეო გადაღების აკრძალვა სურდათ
მას შემდეგ, რაც მოსამართლემ გადაწყვიტა სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩაეტარებინა, მეუფეს გულის შეტევა დაემართა.
უმე-ის ოდესის ეპარქია: გაჩუმება აღარ შეიძლება, ჩვენ დავიცავთ ეკლესიას
ეპარქიის პრესსამსახური ოკუპირებული ტერიტორიების ეპარქიებთან მიმართებაში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ეხმაურება.
ლუცკში მეუ-მ საკათედრო ტაძარი მოხატა ბიზნესმენების ფრესკებით
ამ ინიციატივის კრიტიკის გამო, კედლების შეფერვა მოუწიათ.
ელენსკი უმე-ის ეპისკოპოსების განცხადებაზე: ჩვენ ველოდებით არა დისკუსიას, არამედ რმე-დან გასვლას
ესთს-ის ხელმძღვანელმა ივარაუდა, რომ მისმა უნეტარესმა მხარი არ დაუჭირა ამ განცხადებას, რადგან მასზე მისი ხელმოწერა არ იყო.
სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფოს გადასცა პოჩაევის ლავრას სკიტი
პოჩაევის წმინდა სასულიერო მონასტრის სამი ეკლესია, რომელიც უმე-ს ეკუთვნის, სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა.