მიტრ. იონათანმა ჩაატარა წირვა დალუქულ ტაძართან ნოვოჟივოტოვოში
ეპისკოპოსთა ღვთისმსახურება ნოვოჟივოტოვოს დალუქული ეკლესიის კედლებთან. ფოტო: tulchin-eparchia.org.ua
2021 წლის 26 ივლისს, მთავარანგელოზ გაბრიელის დღესასწაულზე, ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტი იონათანი (ელეცკი) ესტუმრა წმინდა პოკროვია უმე-ს თემს ვინიცის ოლქის სოფელ ნოვოჟიტოვში დ ჩაატარა საღმთო წირვა დალუქული ტაძრის კედლებთან, იუწყება ტულჩინის ეპარქიის პრეს-სამსახური.
პოლიციამ ნოვოჟტოვოში ტაძარი დალუქა 2019 წელს მეუ-ს მომხრეების ძალიასმიერი მიტაცების მცდელობის შემდეგ.
მღვდელმთავრის ვიზიტი დაემთხვა გავრცელებულ ინფორმაციას მეუ-ს მიერ დალუქულ ტაძარში თითქოსდა მეუფის კურთხევით ღვთისმსახურება. ეპარქიაში განმარტეს, რომ „სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ ე.წ. „მეუ“-ს აგრესიულად განწყობილი მხარდამჭერები პარალელურად მსახურობენ ტაძრის ეზოში, რაც შესაძლოა ჩინოვნიკების ანგარიშში გაფორმებულია როგორც რიგითი მსახურება“.
ასევე ეპარქიაში დააზუსტეს, რომ ყოველწლიურად ამ დღეს მორწმუნეები გადიან 16 კილომეტრიან მსვლელობას ჯვრით ორატონის რაიონული ცენტრიდან ნოვოჟიტოვის მთავარანგელოზ გაბრიელის ტაძრამდე. მეუ-ს წარმომადგენლების მხრიდან პროვოკაციების თავიდან აციელბის მიზნით ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა პეტრე მონასტირსკიმ წინასწარ მიმართა პოლიციას თხოვნით დაეცვათ წესრიგი ღია ცის ქვეშ უმე-ს ღვთისმსახურების დროს.
„ორატოვის მხარს ეპარქიის დეკანოზი დიმიტრი ცმოკალო, სამღვდელოება, სოფლის მრევლი და მსვლელობის მონაწილეები სიხარულით შეხვდნენ თავის მწყემსმთავარს შესასვლელთან ტაძრის ეზოში. რამდენიმე მეუ-ს წარმომადგენელმა პოლიციელების თავს ზემოთ ხმამაღლა და გამომწვევად დაიწყო მიტროპოლიტის ჩამოსვლასთან დაკავშირებით თავისი უკმაყოფილების გამოხატვა. მაგრამ პოლიციელებმა თავაზიანად, მაგრამ მკაცრად სთხოვეს „ხმაურიანებს“ გადაინაცვლონ ტაძრის მეორე მხარეს, სადაც კარავში წირვის ჩასატარებლად ემზადებოდნენ ჩამოსული „მეუ-ს მღვდლები“. არეულობისა და ცემა-ტყეპის მოწყობა, რასაც არაერთხელ ჰქონია ადგილი, პროვოკატორებმა ვერ შეძლეს“,- ნათქვამია ტულჩინის უმე-ს ეპარქიის პრეს-სმსახურის შეტყობინებაში..
ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტმა იონათანმა მოულოცა დღესასწაული ჩამოსულ სამღვდელოებასა და მრევლს.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 26 ივლისს ნოვოჟოვოტოვში მეუ-ს აქტივისტები შეეცადნენ მიეტაცებინათ ღვთისმშობლის საფარველის სახელობის უმე-ს ტაძარი. ტაძრის ბედი, რომელიც პოლიციამ ამის შემდეგ დალუქა, აქამდე სასამართლოებში წყდება.
მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი, ტრამპის არჩევნებში გამარჯვების გამო აშშ-ს დატოვებს
მოზარდმა თქვა, რომ მაშინაც კი, თუ ტრამპის ანტიტრანსგენდერული წესები არ ამოქმედდება, ხალხი, ვინც მათ ხმა მისცა, არსად წავლენ.
სასამართლომ უმე-ს ვლადიმირის მიძინების საკათედრო ტაძრის კომპლექსის დაცლა მოსთხოვა
უმე-ს შეუძლია სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.
რელიგიურმა მეცნიერმა თქვა, რა უნდა გააკეთოს მეუ-მ, რომ გახდეს საპატრიარქო
ალექსანდრე საგანმა ისაუბრა უკრაინის მართლმადიდებლობაში არსებულ განხეთქილებაზე.
ლგბტ წარმომადგენლები კიევში „საგანმანათლებლო“ ქვიარ ფესტივალს გამართავენ
ორგანიზატორები ფესტივალის დეტალურ პროგრამას მოგვიანებით გამოაქვეყნებენ.
რმეს-ის გერმანიის ეპარქია ხსნის მონასტერს ბავარიის უძველეს ციხესიმაგრეში
მომავალი მონასტრის გასაღების საზეიმოდ გადასაცემად 500 მართლმადიდებელი ქრისტიანი ჩავიდა.