სვიატოგორსკის ლავრის საძმო მეუფე არსენის დატყვევების შესახებ: ეს წამებაა
სვიატოგორსკის მიტროპოლიტი არსენი. ფოტო: Святогорская лавра
8 და 9 აგვისტოს სლავიანსკის საქრაიონული სასამართლოს სხდომისთვის სვიატოგორსკის ლავრის ნაცვალის, მიტროპოლიტ არსენის (იაკოვანკო) კონვოირებას 16 საათი დაჭირდა. როგორც სვიატოგორსკის მონასტრის საძმო აცხადებს, ასეთ ქმედებებს თავისუფლად შეიძლება ეწოდოს „შეგნებული და მიზანდასახული წამება“.
მონასტრის პრეს-სამსახურში ყვებიან, რომ დაცვის მხარემ წინასწარ გააგზავნა სასამართლოში განცხადება თხოვნით, რომ სხდომა 8 აგვისტოდან 9 აგვისტოზე გადაიტანონ, რადგან მასზე მეუფის ყველა ადვოკატი ვერ დაესწრებოდა. თუმცა 8 აგვისტოს მაინც მოხდა მეუფე არსენის კონვოირება დნეპრის საგამოძიებო იზოლატორიდან სლავიანსკის სასამართლოში.
„ერთ მხარეს კონვოირებას ნახევარი დღე ჭირდება. საგამოძიებო იზოლატორიდან გამოსვლა ხდება დილის 6 საათის შემდეგ. ადგომა საჭიროა მანამდე მინიმუმ ერთი საათით ადრე. შემდეგ - მგზავრობა საპატიმრო ავტომობილის პირობებში, თანაც გზაში მიტროპოლიტ არსენს არც საჭმელი მისცეს, არც წყალი. ქ. დნეპრში დაბრუნება, იგივე პირობებში, დასრულდა 23:30. მთლიანობაში მეუფემ 8 აგვისტოს თითქმის 16 საათის განმავლობაში იმგზავრა საპატიმრო ავტომობილით“, - ასე აღწერენ სიტუაციას მონასტერში.
აღნიშნულია, რომ კონვოირება განმეორდა 9 აგვისტოს (იგივე პირობებში) - ახლა უკვე სხდომაზე უშუალო მონაწილეობისთვის. ამიტომ, აღნიშნული გადაადგილებების გამო, 8-9 აგვისტოს ღამეს მიტროპოლიტ არსენს სულ 4 საათი ჰქონდა დასვენებისთვის.
„სვიატოგორსკის ლავრის ნაცვალის მიმართ მსგავს ქმედებებს თავისუფლად შეიძლება ეწოდოს შეგნებული და მიზანმიმართული წამება“, - განაცხადა ლავრის საძმომ.
თავად 9 აგვისტოს სხდომა დაახლოებით ორი საათი გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში მეუფე სულ „ბოქსში“ იმყოფებოდა. ბერებს და მონაზვნებს, რომლებიც მეუფის მხარდასაჭერად ჩამოვიდნენ, ნება დართეს მისთვის ხილისა და ბოსტნეულის გარკვეული ნაწილი გადაეცათ.
როგორც მჟკ წერდა, ამ დღეს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიტროპოლიტ არსენის საქმე დახურულ რეჟიმში წარმართულიყო, ხოლო საკითხი მეუფის საპყრობილეში ყოფნის შესახებ მოსამართლეს არც კი განუხილავს. სასამართლომ აგრეთვე იგნორირება გაუკეთა მეუფე არსენის და ადვოკატთა თხოვნას, რომ ყოველ ჯერზე არ მოხდეს მისი კონვოირება დნეპრის საგამოძიებო იზოლატორიდან სლავიანსკის საქრაიონულ სასამართლოში, არამედ ნება დართონ, რომ სხდომებს ვიდეოკავშირის საშუალებით დაესწროს.
მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი, ტრამპის არჩევნებში გამარჯვების გამო აშშ-ს დატოვებს
მოზარდმა თქვა, რომ მაშინაც კი, თუ ტრამპის ანტიტრანსგენდერული წესები არ ამოქმედდება, ხალხი, ვინც მათ ხმა მისცა, არსად წავლენ.
სასამართლომ უმე-ს ვლადიმირის მიძინების საკათედრო ტაძრის კომპლექსის დაცლა მოსთხოვა
უმე-ს შეუძლია სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.
რელიგიურმა მეცნიერმა თქვა, რა უნდა გააკეთოს მეუ-მ, რომ გახდეს საპატრიარქო
ალექსანდრე საგანმა ისაუბრა უკრაინის მართლმადიდებლობაში არსებულ განხეთქილებაზე.
ლგბტ წარმომადგენლები კიევში „საგანმანათლებლო“ ქვიარ ფესტივალს გამართავენ
ორგანიზატორები ფესტივალის დეტალურ პროგრამას მოგვიანებით გამოაქვეყნებენ.
რმეს-ის გერმანიის ეპარქია ხსნის მონასტერს ბავარიის უძველეს ციხესიმაგრეში
მომავალი მონასტრის გასაღების საზეიმოდ გადასაცემად 500 მართლმადიდებელი ქრისტიანი ჩავიდა.