2021 წელს ლიტანიობა მიეძღვნა მართლმადიდებლობისადმი ერთგულებას,-მიტ. ანტონი

ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტი ანტონი. ფოტო: pokrov-fond.info

რუსეთის გაქრისტიანების 1033 წლისთავისადმი მიძღვნილი დღესასწაულის წინ ბორისპოლისა და ბროვარის უმე-ს მიტროპოლიტმა, საქმეთამმართველმა ანტონმა ისაუბრა, რომ ჯვრით მსვლელობა, რომელიც გაიმართება კიევში 27 ივლისს, მიეძღვნება წმინდა მართლმადიდებლობისადმი ერთულების იდეას, იუწყება newsoneua.tv.

„ეს ასპექტი ძალიან ახლოა ყოველი ჩვენთაგანის, უკრაინელებისათვის. თუმცა მართლმადიდებლური სარწმუნოებისათვის ბრძოლაში, მისი დაცვისას მოხდა ჩვენი იდენტობის, კოლექტიური და სახელმწიფოებრივი აზროვნების ფორმირება,- აღნიშნა უმე-ს საქმეთამმართველმა.

მიტროპოლიტმა ანტონმა გაიხსენა, უკრაინის ისტორიის მთელი პერიოდის განმავლობაში ზოგიერთი ძალები როგორ ცდილობდნენ წაეშალათ სლავური იდენტობა, გადაექციათ უკრაინელები სხვა ხალხის ნაწილად,  ეხელმძღვანელათ ქვეყნისათვის არა მარტო გარედან, არამედ შიგნითაც, ხოლო მთავარი შეტევა ხორციელდება მართლმადიდებელ ეკლესიაზე.

„რადგანაც ითვლებოდა, რომ თუ ჩვენ მასზე (მართლმადიდებლურ რწმენაზე,-რედ.) უარს ვიტყვით, ისინი წარმატებით შეძლებენ ჩვენს ასიმილირებას. ფაქტიურად საუბარი მიდიოდა არამარტო სულიერი, არამედ უკრაინელი ხალხის ცნობიერების პოლიტიკური და კულტურული კოდირების შეცვლაზე. ჩვენს წინაპრებს ეს ყველაფერი მშვენივრად ესმოდათ და ამიტომაც  რწმენისათვის ბოლომდე იბრძოდნენ.  სწორედ ამიტომ ჩვენ ვალდებული ვართ ნებისმიერი ძალებით დავიცვათ და შევინახოთ ის, რასაც უკრაინელების წინა თაობები სწირავდნენ, მათ შორის თავის სიცოცხლეს,“- დაამატა უმე-ს საქმეთამმართველმა. 

მისი სიტყვებით, ახლა უკრაინელები დგანან უფრო სერიოზული ამოცანის წინაშე, რამდენადაც უკრაინაში დათესილმა საეკლესიო განხეთქილებამ შეიტანა მტრობა და კონფლიქტი უკრაინულ საზოგადოებაში და ემუქრება განადგურებით უკრაინის კანონიკურ მართლმადიდებლობას.

„უფრო მეტიც, ამ ეტაპზე ამ განხეთქილებით ცდილობენ შეცვალონ ნამდვილი უმე და ავიწყდებათ ის, რომ შეუძლებელია სუფთა წყალი შეიცვალოს ჭუჭყიანით ისე, რომ ზიანი არ მიადგეს მთელი ხალხის სულიერ სიჯანსაღეს. ამიტომაა ასე მნიშვნელოვანი წმინდა მართლმადიდებლობისდმი ერთგულების თემა. თუ ჩვენ მას ჩამოვცილდებით, თუ ჩვენ დავემორჩილებით ცდუნებას  ჩავანაცვლოთ ღმერთი ოქროს ხბოთი,რომლის უკან გამოკრთებიან სხვადასხვა პოლიტიკური და იდეოლოგიური კონცეპციები, მაშინ ჩვენი ბედია გადავიქცეთ გამხმარ ტოტად, რომელიც მომწყდარია ცოცხალი ვენახისგან, რომელიც არის იესო ქრისტე. და, როგორც ცნობილია, გამხმარ ტოტს მხოლოდ ერთი  ბედისწერა აქვს. და ის ძალიან არასახარბიელოა’,- აღნიშნა მიტროპოლიტმა ანტონმა.

საქმეთამმართველმა განაცხადა, რომ ძალები, რომლებმაც უკრაინის განხეთქილების ლეგალიზება  მოახდინეს, ახდენენ მართლმადიდებლობის საკუთარი ვერსიის  ფორმირებას, ამიტომ ერთგულების იდეა მართლმადიდებლობისადმი ახლა ძალიან აქტუალურია.

„ და ეს ვერსია ჭეშმარიტად საშიშია, რამდენადაც მისგან მოდის არამარტო დიდი ამპატავნების სიცივე, არამედ ჭეშმარიტი რწმენისგან ჩამოცილება...ამ და ფანარიონის სხვა ნაბიჯების ფონზე ჩნდება კანონზომიერი კითხვა- საით მიყავს უკრაინელი მართლმადიდებლები კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს, თუ ის მართლმადიდებლური სარწმუნოების  საფუძვლებს უკვე მრავალ შემთხვევაში ღიად უარყოფს? დარწმუნებული ვარ, რომ ყველას ესმის ამ კითხვის რიტორიკა და ისიც, თუ რატომაა ახლა ამდენად აქტუალური

წმინდა მართლმადიდებლობისადმი ერთულების იდეა“,-დაამატა მან.

როგორც ადრე მჟკ იუწყებოდა, ეპისკოპოსმა ვიქტორმა (კოცაბა) აღნიშნა, რომ 27 ივლისს ჯვრით მსვლელობაში მონაწილეობით უკრაინელები დაამტკიცებენ თავიან ჭეშმარიტ რწმენას.

სანამ უკრაინას ვიცავ, ჩემი სახლის წართმევა სურთ, - სამხედრო პირი ლავრაზე

ჯარისკაცს სურს სასამართლოში დაიცვას მონასტრის ბერები, რომლებსაც კიევ-პეჩერის ლავრიდან განდევნით ემუქრებიან.

ვენესუელაში პრეზიდენტმა შობა 1 ოქტომბერს აღნიშნა

კათოლიკურ ეკლესიას ამ მოვლენაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

გაეროს ანგარიში: ხელისუფლებას არ შეუწყვეტია ზეწოლა უმე-ზე

გაერომ აღნიშნა უკრაინაში მორწმუნეთა უფლებების დარღვევა.

კიევ-პეჩერის ლავრის საქმე უზენაეს სასამართლოში განიხილება

შეხვედრის თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

უმე-მ მოიგო სააპელაციო სასამართლო დესიატინის ეკლესიის დანგრევის წინააღმდეგ

უმე-ის დამცველები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაამტკიცებენ დესიატინის მონასტრის ვლადიმირ-ოლგინსკის ეკლესიის დანგრევის უკანონობას, რომელიც კულტურის სამინისტრომ გაანადგურა 2024 წლის მაისში.

ნორვეგიულმა ორგანიზაციამ ფორუმი 18 გააკრიტიკა უკრაინის კანონი 3894

ანალიტიკოსები თვლიან, რომ კანონი N 3894-IX ზედმეტად აფართოებს სახელმწიფოს უფლებამოსილებას რელიგიური თემების კონტროლისთვის, რაც არღვევს რელიგიის თავისუფლების შესახებ საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.