რუსეთის საზღვართან მეუ ააშენებს ომისა და ღირსების სიმბოლურ ტაძარს

მეუ-ს სამხედრო ტაძარი ხარკოვში. ფოტო: stgeorge.com.ua

ხარკოვში უკრაინის ნაციონალური გვარდიის აღმოსავლეთის ოპერატიულ-ტერიტორიული გაერთიანების ტერიტორიაზე მეუს- მეთაურის  ეპიფანე დუმენკოს "კურთხევით"  იწყება "უკრაინის მთავარი სამხედრო ტაძრის" მშენებლობა, რომელსაც ექნება "სტავროპიგიის" სტატუსი, იუწყებიან პროექტის საიტზე.

"რუსეთის ფედერაციის  საზღვართან  (35 კმ) უახლოესი უკრაინული ტაძარი, რომელიც მდებარეობს სამხედროების ტერიტორიაზე- არის ჩვენი ისტორიის, ომისა და ღირსების არქიტექტურული სიმბოლო, და კიდევ ერთი მეუ-ს მრევლი ხარკოვში სტავროპიგიის სტატუსით, რომელიც უშუალოდ ემორჩილება "მიტროპოლიტ ეპიფანეს",- ნათქვამია შეტყობინებაში.

ტაძრის აშენებას გეგმავენ 2021 წლის 14 ოქტომბერს- უკრაინის დამცველების დღისათვის. უკრაინის ნაციონალური გვარდიის მეთაურის მოადგილემ, გენერალ-ლეიტენანტმა იური ლებედმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია გვარდიელებისთვის  "ფსიქოლოგიური განტვირთვის შესაძლებლობის , სამხედრო კაპელანებთან ურთიერთობის, რელიგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების" უზრუნველყოფა. ასევე ლებედი დარწმუნებულია, რომ ტაძარი გახდება "ჩვენი სამხედრო გმირობის სიმბოლო".

პროექტის თანახმად, ნაგებობის ქვედა იარუსი უნდა გამოიყურებოდეს როგორც საგუშაგო და წარმოადგენდეს ომის სიმბოლოს. მასში  იქნება ჩამონტაჟებული ინსტალაცია გილზებისგან, რომლებიც შეგროვილია საომარი ქმედებების ზონაში. მოედანი ტაძრის ირგვლივ გარშემორტყმული იქნება წრიული სკამით, რომელიც   ატო-დან ჩამოტანილი დაფებისგანაა შესრულებული.

წმინდა ძლევაშემოსილი  გიორგი, რომლის სახელზეც ააშენებენ ტაძარს, პროექტის ლოგოზე გამოსახულია ბერძნულ-უკრაინულ ტრადიციაში, რომელიც განსხვავდება წმინდანის გამოსახულებისაგან რუსულ-მართლმადიდებელ ეკლესიაში.

როგორც ადრე მჟკ იუწყებოდა, ვინიცის ოლქში მოხდა უმე-ს ტაძრის მიტაცების მცდელობა მეუ-ს აქტივისტების მიერ.

მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი, ტრამპის არჩევნებში გამარჯვების გამო აშშ-ს დატოვებს

მოზარდმა თქვა, რომ მაშინაც კი, თუ ტრამპის ანტიტრანსგენდერული წესები არ ამოქმედდება, ხალხი, ვინც მათ ხმა მისცა, არსად წავლენ.

რადა პორნოს დეკრიმინალიზაციის ინიციატივით გამოვიდა

კანონპროექტს მხარი 28-მა დეპუტატმა დაუჭირა.

სასამართლომ უმე-ს ვლადიმირის მიძინების საკათედრო ტაძრის კომპლექსის დაცლა მოსთხოვა

უმე-ს შეუძლია სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

რელიგიურმა მეცნიერმა თქვა, რა უნდა გააკეთოს მეუ-მ, რომ გახდეს საპატრიარქო

ალექსანდრე საგანმა ისაუბრა უკრაინის მართლმადიდებლობაში არსებულ განხეთქილებაზე.

ლგბტ წარმომადგენლები კიევში „საგანმანათლებლო“ ქვიარ ფესტივალს გამართავენ

ორგანიზატორები ფესტივალის დეტალურ პროგრამას მოგვიანებით გამოაქვეყნებენ.

რმეს-ის გერმანიის ეპარქია ხსნის მონასტერს ბავარიის უძველეს ციხესიმაგრეში

მომავალი მონასტრის გასაღების საზეიმოდ გადასაცემად 500 მართლმადიდებელი ქრისტიანი ჩავიდა.