უნეტარესი - უმე-ს ბერთა ყრილობას: ეკლესია - ქრისტეში ძმობაა

უნეტარესი მიტროპოლიტი ონუფრი. ფოტო: news.church.ua

2021 წლის 15 ივლისს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა, მიტროპოლიტმა ონოფრემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ბერთა ყრილობისადმი  მიმართვაში აღნიშნა, რომ ეკლესია -  ქრისტეში ძმობაა.

მიმართვაში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ბერთა ყრილობის მონაწილეებისადმი, რომელიც ტარდება მიძინების პოჩაევოს ლავრაში, უნეტარესმა აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მას  მონაზვნობის აღორძინება და განმტკიცება ახარებს.

„მონაზვნური ცხოვრება სულიერი სრულყოფილების მიღწევის გზაა. ნეტარია ადამიანი, რომელიც ამ გზას ირჩევს, რადგან ყველას, ვინც მონაზვნურ გზას ირჩევს, ღმერთი განსაკუთრებულ მადლს ანიჭებს“, - ხაზი გაუსვა წინამძღოლმა.

მან აღნიშნა, რომ ძველი დროის ღირსი მამები, რომელთა მემკვიდრეებად ყოფნას ცდილობენ თანამედროვე ბერები,  ჩაწვდნენ და დაგვანახეს მონაზვნობის ღრმა აზრი.

„ჩვენი გმირობის მარცვალი  ამქვეყნიურ კეთილდღეობაზე, ვნებებზე და სურვილებზე, ცოდვით დაცემაზე უარის თქმაა“, - წერდა უნეტარესი.

წმინდა წერილის სიტყვების ციტირებისას იმის შესახებ, რომ „ცათა სასუფეველი ძალით იღება, და ძალისმხმეველნი მიიტაცებენ მას“ (მთ. 11:12), მიტროპოლიტმა ონოფრემ აღნიშნა, რომ „სწორედ შრომით საკუთარ თავზე ბერი მოიპოვებს სულიწმიდის მადლს და ცათა სასუფევლის მკვიდრი ხდება“, ხოლო „ლოცვა, მორჩილება და სინანული - ეს ის თვისებებია, რომლებიც ანგელოზებრივი სახის მიმღებელს ნამდვილ ბერად აქცევს“.

„საკუთარი გამოცდილებით ბერი ხვდება, რომ ეკლესია ეს არა მარტო რელიგიური ორგანიზაცია ან რიგითი ადამიანური ინსტიტუტია, არამედ ქრისტეში ძმობაა, სხეული ქრისტესი, უფლის გაბნეულ ძეთა შეკრება (იხ. იონ. 11:52). ეს ეკლესიოლიგიური გამოცდილება საშუალებას აძლევს ბერს მონასტრის საძმო მიიღოს როგორც თავისი ოჯახი ქრისტეში, სადაც ის  ღირსებითა და სიხარულით ასრულებს  მორჩილებას“, - ხაზი გაუსვა მღვდელმთავარმა.

უნეტარესი წერდა, რომ თანამედროვე პირობებში, როდესაც საზოგადოებრივი მორალის ნორმები თანდათან დაბლა იწევს, „ბერები უნდა მოძღვრავდნენ ხალხს, რომ მათ  ცხოვრება ქრისტეს ცნებებზე  ააწყონ, რომელთა შესახებ წმინდა სახარებაში წერია და რომელთა მიხედვით ჩვენი ღვთისსათნო წინაპრები ცხოვრობდნენ“.

მან აღნიშნა, რომ მონაზვნური ცხოვრების ცენტრი ღვთისმსახურებაა „და სწორედ ღვთისმსახურებასთან შეხებით, ტაძარში და საკანში ლოცვით ბერი თავის გულში ღმერთს შეიგრძნობს“.

„მონასტერი ყოველთვის ის ადგილი იყო, სადაც ლოცვითი გმირობა აღესრულებოდა. დღემდე ის ლოცვითი საქმის სასწავლებელია და ცხოვრების ერთგვარი ეტალონი, რომლისკენაც ღვთის ხალხი უნდა მიილტვოდეს“, - აღნიშნა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა.

მისი სიტყვებით, ბერთა ყრილობა - „კვლავ ყველას ერთად შეკრების, ურთიერთობის,  თანამედროვე პირობებში მონაზვნობისთვის აქტუალური საკითხების გადაწყვეტისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარების საშუალებაა“.

„ყოველ ჩვენგანს, ვინც ახლა აქ ვიმყოფებით, სამყარო თავისებურად აღგვიქვამს, ბევრ საცდურს გვთავაზობს. სხვადასხვა ადამიანის თვალში  სხვადასხვაგვარად გამოვიყურებით: ზოგს უცნაურები ვეჩვენებით, სხვებს - საინტერესოები. ჩვენ როგორც ბრძენები, ასევე არა ბრძენებიც გვსჯიან, მოხუცები და ახალგაზრდები - ეს ყველაფერი   არა მარტო შინაგანი განმარტოებისკენ და მუდმივი სრულყოფისკენ გვიბიძგებს, არამედ ქრისტეს ქმედითი აღმსარებლობისკენ“, - აღნიშნა მიტროპოლიტმა ონოფრემ.

თავისი მიმართვის დასასრულს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა ღვთის სახელით აკურთხა ბერთა ყრილობის ყველა მონაწილე, რომ ღმერთმა „განაბრძნოს და შთააგონოს ისინი  სწორი დასკვნების გაკეთებისკენ და სწორი გადაწყვეტილებების მიღებისკენ, რათა  ყველა  მონასტრის ცხოვრება უკრაინის ტერიტორიაზე გაძლიერდეს და  ისინი თავის  მაცხოვნებელ მისიას  შემდგომშიც  ნაყოფიერად  აღასრულებდნენ“.

მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ პოჩაევოს ლავრაში მუშაობა დაიწყო უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ბერთა ყრილობამ.

მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი, ტრამპის არჩევნებში გამარჯვების გამო აშშ-ს დატოვებს

მოზარდმა თქვა, რომ მაშინაც კი, თუ ტრამპის ანტიტრანსგენდერული წესები არ ამოქმედდება, ხალხი, ვინც მათ ხმა მისცა, არსად წავლენ.

რადა პორნოს დეკრიმინალიზაციის ინიციატივით გამოვიდა

კანონპროექტს მხარი 28-მა დეპუტატმა დაუჭირა.

სასამართლომ უმე-ს ვლადიმირის მიძინების საკათედრო ტაძრის კომპლექსის დაცლა მოსთხოვა

უმე-ს შეუძლია სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

რელიგიურმა მეცნიერმა თქვა, რა უნდა გააკეთოს მეუ-მ, რომ გახდეს საპატრიარქო

ალექსანდრე საგანმა ისაუბრა უკრაინის მართლმადიდებლობაში არსებულ განხეთქილებაზე.

ლგბტ წარმომადგენლები კიევში „საგანმანათლებლო“ ქვიარ ფესტივალს გამართავენ

ორგანიზატორები ფესტივალის დეტალურ პროგრამას მოგვიანებით გამოაქვეყნებენ.

რმეს-ის გერმანიის ეპარქია ხსნის მონასტერს ბავარიის უძველეს ციხესიმაგრეში

მომავალი მონასტრის გასაღების საზეიმოდ გადასაცემად 500 მართლმადიდებელი ქრისტიანი ჩავიდა.