რმე სპიკერი: განხეთქილება კვიპროსის ეკლესიაში იზრდება მეუ-ს აღიარების გამო

ვლადიმერ ლეგოიდა.ფოტო: orel.kp.ru

საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის რმე-ს სინოდალური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვლადიმერ ლეგოიდამ განაცხადა თავის telegram-არხზე, განხეთქილება კვიპროსის მართმადიდებლურ ეკლესიაში ღრმავდება, რადგანაც კვიპროსის ეკლესიის სინოდის რამდენიმე წევრი წინააღმდეგია მეუ-ს აღიარებისა, აგრეთვე უარი განაცხადეს სინოდის მიერ 10 ივლისს დანიშნულ ღვთისმსახურებაში მონაწილეობაზე.

კერძოდ, ღვთისმსახურებაში მონაწილეობაზე უარი თქვეს ლამასოლის მიტროპოლიტმა ათანასემ, მორფის - ნეოფიტმა, კიკის - ნიკიფორემ, ტამასოს - ესაიამ, ასევე ამაფუნტელმა ეპისკოპოსებმა ნიკოლოზმა და ლედრის ეპიფანემ.

«არქიეპისკოპოსი ქრიზოსტომის რეაქცია ძალზედ მწვავე იყო. მან განაცხადა, რომ იცის "ხერხები ადგილი მიუჩინოს" სინოდის იმ წევრებს, რომლებიც არ ეთანხმებიან მეუ-ს აღიარებას. მისი აზრით იერარქების მიერ ერთობლივ ლიტურგიაზე უარის თქმა  "სინოდის გადაწყვეტილების უპატივცემლობას ნიშნავს" და ასევე "წინამძღვრის გვერდის ავლასა და შეურაცყოფის მცდელობას"... როგორც ჩანს ჯერ ეს იმედები ფუჭად რჩება, მაგრამ იზრდება ზეწოლა იმ პირების მიმართ, ვისაც კანონის დარღვევა არ უნდათ. შედეგად ბზარი ღრმავდება არა მხოლოდ ადგილობრივ მართმადიდებლურ ეკლესიებს შორის, არამედ იმათ შორისაც, ვინც კონსტანტინოპოლის ნებას დაჰყვა და მაინც აღიარა მეუ. ჭეშმარიტად, განხეთქილება მხოლოდ განხეთქილებას იწვევს», – აღნიშნა ვლადიმერ ლეგოიდამ.

როგორც ადრე მჟკ წერდა, კვიპროსის ეკლესიის მეთაური დაემუქრა იმ იერარქებს, რომლებმაც არ აღიარეს მეუ.

ჩერნიგოვის უმე-ს ჩამორთმეულ ტაძარში ფილმის ჩვენება გაიმართა

ეკრანი საკურთხევლის წინ დამონტაჟდა.

ვოლინში უმე-ს კიდევ ერთი მღვდლის მობილიზება მოხდა

მღვდელმსახურისგან ითხოვენ, რომ მან იარაღით ხელში იმსახუროს.

2 ნოემბერი - ჟურნალისტთა წინააღმდეგ დანაშაულებებთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა

ნახევარ წელზე მეტი გავიდა, რაც დააპატიმრეს და საგამოძიებო იზოლატორში განათავსეს მჟკ-ს მართლმადიდებელი ჟურნალისტები, რომლებსაც  უკრაინაში რელიგიური სიტუაციის გაშუქების გამო უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

გერმანიაში მიტროპოლიტმა ვიქტორმა პარიზის უმე-ს მრევლისთვის დიაკვანი აკურთხა

ღვთისმსახურების დროს ლოცულობდნენ მორწმუნეები უკრაინიდან, გერმანიიდან და საფრანგეთიდან.

მიტროპოლიტ ლონგინოზის ადვოკატი: მოსამართლეებს სასამართლო პროცესის ვიდეო გადაღების აკრძალვა სურდათ

მას შემდეგ, რაც მოსამართლემ გადაწყვიტა სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩაეტარებინა, მეუფეს გულის შეტევა დაემართა.

უმე-ის ოდესის ეპარქია: გაჩუმება აღარ შეიძლება, ჩვენ დავიცავთ ეკლესიას

ეპარქიის პრესსამსახური ოკუპირებული ტერიტორიების ეპარქიებთან მიმართებაში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ეხმაურება.