მადლობა უფალს: უმე-ს პოლესკის ახალ ტაძარში პირველი ღვთისმსახურებაა
პირველი ღვთისმსახურება პოლესკის ახალ ტაძარში, რომელიც აიგო მიტაცებულის სანაცვლოდ. ფოტო: СПЖ
2021 წლის 12 ივლისს, წმინდ მოციქულების, პეტრესა და პავლეს დღესასწაულზე, როვენის მხარის სოფელ პოლესკოეს ახალ, უმ-ე ჯერ კიდევ არანაკურთხ ტაძარშუ პირველი ლიტურგია შესრულდა. მორწმუნეებმა ეკლესია მათი ტაძრის მეუ-ს მომხრეების მიერ მიტაცების შემდეგ ააგეს, გვატყობინებს მჟკ-ს კორესპონდენტი.
პირველ ღვთისმსახურებას ესწრებოდა პოლესის ეპარქიის სამღვდელოება და მიმდებარე სოფლების მორწმუნეები.
„მადლობა ღმერთს, ჩვენ ეკლესიაში ვართ! - აღნიშნა უმე-ს პოლესკის წმინდა მიხეილის მრევლმა ტატიანა ანდროშჩუკმა. ჩვენ ვთხოვდით მოწყალე უფალს ყოველდღიურად ამ მოწყალებაზე, მივიღეთ“.
ტაძარი ძალიან სწრაფი ტემპებით შენდებოდა: დაიწყეს 2020 წლის ნოემბერში და უკვე ახლა ტაძარი ღვთისმსახურებისთვის გამოსადეგია, თუმცა, მშენებლობა ჯერაც არ დასრულებულა.
„ორი წელი წირვა ჩემს ეზოში სრულდებოდა, სადაც ეკლესიასთან ასეთი პატარა ნაგებობა ავაგეთ, - განაცხადა დეკანოზმა სტეპან კოროლჩკმა, პოლესკში უმე-ს წმინდა მიხეილის მრევლის წინამძღოლმა. მაგრამ იცით, ეს ის შეგრძნებები არაა. ამიტომაც, ჩვენ ადამიანებთან მოვითათბირეთ და გადავწყვიტეთ არ დაველოდოთ კურთხევას, არამედ გადავსულიყავით ტაძარში ლოცვაზე“.
მთელი ამ ხნის განმავლობაში სოფლის მკვიდრნი საკუთარი სახსრებითა და მეზობელი სოფლებიდან შემოწირულებებით აგებდნენ.
„ადამიანები დღესასწაულებზე ყუთებით დადიოდნენ სოფლებში და ასე აგროვებდნენ თანხებს. სწირავდნენ რამდენიც შეეძლოთ, ძირითადად მცირედს. ამ ხნის განმავლობაში ყველაზე დიდი შემოწირულობა იყო ერთი ქველმოქმედის - 100 ათასი გრივენი სახურავზე. ყველა დანარჩენი სოფლის მკვიდრთა ფულია“, - განმარტა ტატიანა ანდროშჩუკმა.
მორწმუნეებმა დაითვალეს იმ დღეების რაოდენობაც, რომელიც მათ დახარჯეს ტაძრის აგებაზე: 36, თვეზე ცოტა მეტი. ყველა მშენებელი უფასოდ მუშაობდა.
ეს ეკლესია იმის მაგალითია, თუ როგორ შეუძლია რწმენას ადამიანების შეკრულობა, სასწაულის მოხდენა - განაცხადა მჟკ-თვის კომენტარში დეკანოზმა ვიქტორ ზემლიანოიმ, უმე-ს პოლესკის ეპარქიის კონფესიათშორისი დარეგულირების საკითხების განყოფილების ხელმძღვანელმა. ახლა ამ ადამიანებს ცოტა უნდა დავეხმაროთ. ტაძრის კურთხევამდე სოფელ პოლესკოეს მორწმუნეებს სურთ დაადგინონ კანკელი, ამიტომაც ითხოვენ ამ ჩანაფიქრის ხორცშესხმაში დახმარებას“.
პოლესკში უმე-ს თემში დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხის გადარიცხვა ბარათზე: : 4149 4991 4960 2656 (ანდროშჩუკი ტატიანა ვლადიმიროვნა).
ადრე, მჟკ წერდა, რომ უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო მეუ-ს სარჩელი უმე-ს მღვდლების ოჯახების ახალ მოშჩანიცასა და პოლესკში საეკლესიო სახლებიდან გამოსახლების შესახებ.
ამსტერდამი: უკრაინის ხელისუფლება სასამართლოებს იყენებს უმე-ის სასულიერო პირების წამებისთვის
ამერიკელმა ადვოკატმა კომენტარი გააკეთა ეპისკოპოსი ლონგინოზის სასამართლო პროცესის დროს ჰოსპიტალიზაციაზე.
მედია იმედგაცრუებულია უმე-ის სასულიერო პირების პროვოკაციებზე რეაგირების ნაკლებობით
უმე-ის მრევლმა განმარტა, რატომ არ სურთ ჟურნალისტებთან ურთიერთობა.
წინამძღვარი ნოვოკახოვსკას ეპისკოპოსს: ხალხს ბევრი მწუხარება აქვს, იყავით მათი მამა
მისმა უნეტარესმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ღვთისა და მოყვასის სიყვარულის ქადაგება, მიუხედავად ყველა უბედურებისა და განსაცდელებისა, ეპისკოპოსის მისიაა.
ათასზე მეტი მორწმუნე მივიდა სასამართლოში მიტროპოლიტი ლონგინოზის მხარდასაჭერად
მართლმადიდებელ ბუკოვინელებს შორის მეუფის მიერ ნაშვილები ასობით ბავშვია.
აშშ-ის უფლებადამცველმა ორგანიზაცია Human Rights Watch-მა გააკრიტიკა კანონი 3894
„ახალი კანონი აჩენს შეშფოთებას რელიგიურ თავისუფლებასთან დაკავშირებით და უსაფრთხოების პრობლემები არ არის მწვანე შუქი უფლებების დარღვევისთვის“, - ნათქვამია მოხსენებაში.
ვოლინსკის ეპარქიის მორწმუნეებისგან სვიატოგორსკის ლავრაში 20 ტონა დახმარება ჩაიტანეს
გადასცეს აგრეთვე ფული, რომელიც ვოლინსკის უმე-ს ტაძრებში შეაგროვეს.