უმე-ს იერარქი:ჩვენ ყველა დონეზე ვსაუბრობთ უკანონობაზე, სახელმწიფო - დუმს
უმე-ს მრევლის ლოცვით დგომა უმაღლეს რადასთან. ფოტო: СПЖ
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ყველა დონეზე საუბრობს მის წინააღმდეგ ჩადენილ უკანონობებზე, მაგრამ სახელმწიფო არაფერს აკეთებს, რათა ისინი შეაჩეროს. ამაზე ვასილკოვის არქიეპისკოპოსმა ნიკოლოზმა (პოჩტოვი) განაცხადა 2021 წლის 30 ივნისს მრგვალი მაგიდის ფარგლებში თემაზე „ძირითადი კანონი და აღმსარებლობის თავისუფლების რეალიები უკრაინაში. როგორ მუშაობს უკრაინის კონსტიტუცია უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით?“
„საკითხი საკმაოდ მწვავედ დგას: ვცხოვრობთ ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოში და რა ხდება? რას უკეთებენ ხალხს უკრაინაში და რის გამო იტანჯება ის ასე? საჭიროა არა დუმილი, არამედ საუბარი, რათა ჩვენი ხმა გაიგონ. ჩვენ წაგვართვეს დაახლოებით 200 ტაძარი, ძალით გადაიყვანეს დაახლოებით 500 სამწყსო და დუმილი უკვე შეუძლებელია“, -ხაზი გაუსვა უმე-ს იერარქმა.
მან აღნიშნა, რომ როგორც ადრე, ასევე ახლაც უმე-ს მორწმუნეების ხმა არ ესმით.
„ჩვენ ვსაუბრობთ ყველა დონეზე იმის თაობაზე, რომ ხდება უკანონობა, ხოლო სახელმწიფო დუმს. სახელმწიფოს არ სურს არაფრის კეთება, რათა გამოასწოროს სიტუაცია და თითქოს, ეს სახელმწიფო პოლიტიკაა. ეს გასაგები იქნებოდა ადრინდელი პრეზიდენტის კადენციის დროს, მაგრამ რა ხდება ახლა, როცა მთელმა ხალხმა არჩევნებზე უკვე გამოხატა თავისი დამოკიდებულება წარსული პოლიტიკის მიმართ? რატომ გრძელდება ეს ახლა?“ - აღნიშნა არქიეპისკოპოსმა ნიკოლოზმა.
თუ ეს სახელმწიფო პოლიტიკის ჩარჩოებშია, დაამატა მან, ხალხმა უნდა თქვას თავისი სიტყვა.
„ანტისახალხო და ანტისახელმწიფო პოლიტიკა უნდა შეწყდეს უკრაინაში მშვიდობის, უკრაინის შემდგომი განვითარების გამო, წინააღმდეგ შემთხვევაში დადგება სხვა საკითხი: საითკენ მიდის უკრაინა და რა გველოდება წინ?“ - განაცხადა იერარქმა და ხაზი გაუსვა, რომ პოლიტიკოსებმა უნდა გაიგონ ეკლესიის მიზნები და ამოცანები, რომლებიც დევს ამ ფიზიკური სამყაროს კანონების მიღმა.
როგორც მჟკ გვატყობინებდა, 2021 წლის 30 ივნისს საინფორმაციო სააგენტო Українські новини» - ის პრეს-ცენტრში შედგა მრგვალი მაგიდა, რომელიც ეძღვნებოდა უკრაინის კონსტიტუციის 25 წლისთავს. განხილვის თემა - „ძირითადი კანონი და აღმსარებლობის თავისუფლების რეალიები უკრაინაში. როგორ მუშაობს უკრაინის კონსტიტუცია უკრაინის მართლმაიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით?“ ღონისძიების ორგანიზატორი - საზოგადოებრივი კავშირი „ერისკაცები“.
მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი, ტრამპის არჩევნებში გამარჯვების გამო აშშ-ს დატოვებს
მოზარდმა თქვა, რომ მაშინაც კი, თუ ტრამპის ანტიტრანსგენდერული წესები არ ამოქმედდება, ხალხი, ვინც მათ ხმა მისცა, არსად წავლენ.
სასამართლომ უმე-ს ვლადიმირის მიძინების საკათედრო ტაძრის კომპლექსის დაცლა მოსთხოვა
უმე-ს შეუძლია სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.
რელიგიურმა მეცნიერმა თქვა, რა უნდა გააკეთოს მეუ-მ, რომ გახდეს საპატრიარქო
ალექსანდრე საგანმა ისაუბრა უკრაინის მართლმადიდებლობაში არსებულ განხეთქილებაზე.
ლგბტ წარმომადგენლები კიევში „საგანმანათლებლო“ ქვიარ ფესტივალს გამართავენ
ორგანიზატორები ფესტივალის დეტალურ პროგრამას მოგვიანებით გამოაქვეყნებენ.
რმეს-ის გერმანიის ეპარქია ხსნის მონასტერს ბავარიის უძველეს ციხესიმაგრეში
მომავალი მონასტრის გასაღების საზეიმოდ გადასაცემად 500 მართლმადიდებელი ქრისტიანი ჩავიდა.