ერთის ხმას ვერ გაიგებენ,მაგრამ უმე ერთი ადამიანი არაა,-„ერისკაცები“ როვნოში

ორგანიზაცია «Миряне» -ს ხელმძრვანელი როვენის ოლქში ტატიანა ცარუკი. ფოტო: скриншот видео YouTube-канала Миряне

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ერთი ადამიანი არაა: ჩვენ ბევრნი ვართ და ჩვენი ხმა უნდა გაიგონ. ამაში დარწმუნებულია უმე-ს ახალგაზრდა მორწმუნე  ტატიანა ცარუკი, რომელიც სათავეში ჩაუდგა მოძრაობა „ერისკაცების“ რეგიონულ წარმომადგენლობას როვენის მხარეში.

„რწმენა ჩემთვის ყველაზე დიდი ფასეულობაა ცხოვრებაში, - განაცხადა მორწმუნემ პროექტის Youtube- არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში. - მე თავს არ ვმიჯნავ ეკლესიისგან. მისი პრობლემები ჩემი პრობლემებია, მისი სიხარული - ჩემი სიხარული“.

მისი აზრით, ახლა რწმენა უკრაინელებისთვის იმაზე მეტი გახდა, ვიდრე თითოეულის პირადი საქმე: უმე-ს მრევლს ართმევენ ტაძრებს, მათი, როგორც მორწმუნეების უფლებები ირღვევა, მათ ადებენ სხვადასხვა იარლიყს და ა.შ. ღირს კი დუმილი, თუ ერთხელ შეუძლიათ შენთვის ტაძრის წართმევა, შენ კი გახდები ადამიანთა გარკვეულ წრეში მიუღებელი შენი რწმენის გამო?

„ვფიქრობ, რომ ჩვენი აზრი უნდა მივიტანოთ ხალხთან. - აღნიშნა ტატიანამ. - ჩემთვის ახლოსაა ის ფასეულობები, რომელთაც იცავს ჩვენი, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია. ესაა ქრისტიანული ფასეულობები, ტრადიციული ფასეულობები. ჩემთვის სასიამოვნოა დავინახო და მოვისმინო ერისკაცების მოძრაობის შესახებ, რომელსაც ჩემთან საერთო ფასეულობები აქვს. მე შევუერთდი ამ მოძრაობას და ვიწვევ ყველას, ვინც არაა გულგრილი და რომელსაც სურს იღვაწოს მისი მოყვასისთვის“.

მან ხაზი გაუსვა, რომ „ერთი შეხედვით ჩვენ პატარა ბავშვები ვართ და ერთი ადამიანის ხმა არ იქნება მოსმენილი. თუმცა, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ერთი ადამიანი არაა, ჩვენ ბევრნი ვართ“.

„ერისკაცების“ მონაწილემ მოუწოდა აქტიურ მართლმადიდებელ უკრაინელებს, რომელთათვისაც  სულერთი არაა მისი მრევლისა და ეკლესიის ბედი, შეუერთდნენ მოძრაობას.

„ვისურვებდი, რომ ჩვენი ქვეყნის ყველა აქტიურმა მოქალაქემ, მართლმადიდებელმა ქრისტიანმა, იგრნოს მისი აზრის მოთხოვნა და შეუერთდეს ჩვენს მოძრაობას. მსურს, რომ ჩვენთვის ჩვენი მშობლების მიერ გადმოცემული სიწმინდეები შემდეგ ჩვენს შვილებს გადავცეთ, რათა ჩვენი რწმენა გახდეს ის, რითიც ვამაყობთ, რაც წარმოადგენს საფუძველს ჩვენი ცხოვრებისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის. საფუძველს არა მხოლოდ ქაღალდზე, არამედ რეალურ ცხოვრებაშიც“, - შეაჯამა ტატიანა ცარუკმა.

შეგახსენებთ, ადრე „ერისკაცებმა“ განმარტეს, თუ როგორ შეუძლიათ მორწმუნეებს შეუერთდნენ მოძრაობას.

მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი, ტრამპის არჩევნებში გამარჯვების გამო აშშ-ს დატოვებს

მოზარდმა თქვა, რომ მაშინაც კი, თუ ტრამპის ანტიტრანსგენდერული წესები არ ამოქმედდება, ხალხი, ვინც მათ ხმა მისცა, არსად წავლენ.

რადა პორნოს დეკრიმინალიზაციის ინიციატივით გამოვიდა

კანონპროექტს მხარი 28-მა დეპუტატმა დაუჭირა.

სასამართლომ უმე-ს ვლადიმირის მიძინების საკათედრო ტაძრის კომპლექსის დაცლა მოსთხოვა

უმე-ს შეუძლია სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

რელიგიურმა მეცნიერმა თქვა, რა უნდა გააკეთოს მეუ-მ, რომ გახდეს საპატრიარქო

ალექსანდრე საგანმა ისაუბრა უკრაინის მართლმადიდებლობაში არსებულ განხეთქილებაზე.

ლგბტ წარმომადგენლები კიევში „საგანმანათლებლო“ ქვიარ ფესტივალს გამართავენ

ორგანიზატორები ფესტივალის დეტალურ პროგრამას მოგვიანებით გამოაქვეყნებენ.

რმეს-ის გერმანიის ეპარქია ხსნის მონასტერს ბავარიის უძველეს ციხესიმაგრეში

მომავალი მონასტრის გასაღების საზეიმოდ გადასაცემად 500 მართლმადიდებელი ქრისტიანი ჩავიდა.